"ბრუკლინი საჯაროდაც ვერ მალავს გრძნობებს", "თოჯინასავით ექცევა ცოლს", "ნიკოლას აშკარად მობეზრდა..." - სკანდალური წყვილის გამოსვლებს წითელ ხალიჩაზე აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა - მშობლები

"ბრუკლინი საჯაროდაც ვერ მალავს გრძნობებს", "თოჯინასავით ექცევა ცოლს", "ნიკოლას აშკარად მობეზრდა..." - სკანდალური წყვილის გამოსვლებს წითელ ხალიჩაზე აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა

2026-09-09 20:53:18+04:00

31 წლის ნიკოლა პელცი და 27 წლის ბრუკლინ ბექჰემი ვენეციის კინოფესტივალის შემდეგ დოვილში, ამერიკის კინოფესტივალზე გამოჩნდნენ. ისევე, როგორც ვენეციაში, დოვილშიც მიიპყრეს ყველას ყურადღება.

ამჯერად ნიკოლას განსაცვიფრებელი თეთრი, გრძელი კაბა ეცვა, ბრუკლინი კი ცოლის გვერდით გამოჩნდა კლასიკურ შავ კოსტიუმში. წითელ ხალიჩაზე ნაზად აკოცა ცოლს, რის შემდეგაც წყვილი ერთად პოზირებდა.

27da31889f0e-gettyimages-2293696227-1788975232.webp

aqafylpbiqyhziwie2eyaqnumofj-l3furh6j8bygl4gna6d452zeikvl75o2dvt32dj26kvqrlcvag8w9sedh5i8e-1788975232.webpaqafk8gqp9lurk3z-wzkyzlrzkv081eptvmtmjvdr3bdel3d9tpj-iftlynlmllucsfx5tyk5fr-q-ihh624mfqsi-1788975232.webp

ცნობილი სახეები დოვილში ვენეციის კინოფესტივალის დასრულების შემდეგ მალევე ჩავიდნენ. ამჯერად მათ მხარი დაუჭირეს 85 წლის ფეი დანავეის, რომელსაც კინოში შეტანილი წვლილისთვის Deauville Icon Award გადაეცა.დანავეიმ და პელცმა ერთად ითამაშეს დრამაში „პრიმა“, რომელიც წელს გამოვიდა ეკრანებზე.

ვენეციაში პელცი ამ ფილმის რეკლამირების ფარგლებში იყო და გარდა ამისა, მიიღო ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო. სცენიდან მადლობა გადაუხადა ბრუკლინს მუდმივი მხარდაჭერისთვის.

თუმცა წითელ ხალიჩაზე მათ გამოსვლებს და ასევე ვენეციის ქუჩაში გადაღებულ პაპარაცულ ფოტოებს მაინც მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა. ბექჰემების ოჯახის გულშემატკივრებმა, რომლებიც გაბრაზებული არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმრის საქციელით და ცნობილი ოჯახის უგულებელყოფით, იეჭვეს, რომ ნიკოლა უკვე შეწუხებულია ბრუკლინის ზედმეტი სინაზით და ყურადღებით. "ბრუკლინი მას პატარა ბავშვივით, ან თოჯინასავით ექცევა", "სახლისთვისაც დაიტოვეთ ემოციები", "ნიკოლა აშკარად დაიღალა" - წერენ წყვილის ფოტოების ქვეშ კომენტარებში.

593fcc0620e3c5f54909ec27e8b536a4-1788975492.webp

wwd-nicola-peltz-brooklyn-beckham-venice-film-festival-three-1788975492.webpsei-310667226-dd23-1788975492.webpimages-1788975492.jfifnicola-peltz-arrive-kineo-award-1105828770-63a8e5-1788975492.webpgettyimages-2293684373-1788975492.webpgettyimages-2293204828-1788975492.webpbruklin-bekhem-i-nikola-pelytc-v-venecii-68296-5-1200x1800-1788975492.webpd05f97b81956fd3393efd8b3ae677382f81f0630611d4597d08a58ef7c80be58-1788975492.webpbruklin-bekhem-i-nikola-pelytc-v-venecii-68296-4-1200x1800-1788975492.webpbrooklyn-beckham-e-nicola-peltz-1788975492.webp115991-1788975492.webp

საკუთარ მშობლებთან კონფლიქტის ფონზე, ბრუკლინ ბექჰემმა მილიარდერ სიმამრს საჯაროდ მიულოცა დაბადების დღე - გმადლობ, რომ საუკეთესო სიმამრი ხარ!
დევიდ ბექჰემის ვარსკვლავის გახსნას მორიგი სკანდალი მოჰყვა - გაბუტულმა ვაჟმა სიტყვითაც არ მიულოცა