სკოლის გაცდენისა და დაგვიანებების მაჩვენებლით ქართველი მოსწავლეები პირველ ადგილზე არიან - 88 ქვეყანას შორის ვლიდერობთ - მშობლები

სკოლის გაცდენისა და დაგვიანებების მაჩვენებლით ქართველი მოსწავლეები 88 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე არიან - PISA-ს შედეგები

2026-09-10 10:36:55+04:00

ქართველი მოსწავლეები გაცდენების თვალსაზრისით მსოფლიოს 88 ქვეყანას შორის პირველ ადგილს იკავებენ. ამის შესახებ მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ანგარიშშია აღნიშნული.

PISA 2025-ის მონაცემებით, საქართველოში 15 წლის მოსწავლეთა 69%-მა განაცხადა, რომ ტესტირებამდე ორი კვირის განმავლობაში სკოლა სულ მცირე ერთი სრული დღით მაინც გააცდინა. OECD-ის ქვეყნებში საშუალოდ ასეთი მოსწავლეების წილი მხოლოდ 22%-ია. შესაბამისად, საქართველოში სრული დღის გაცდენის მაჩვენებელი OECD-ის საშუალოზე დაახლოებით სამჯერ მაღალია.

მაღალია ცალკეული გაკვეთილების გაცდენაც: საქართველოში მოსწავლეთა 52%-მა თქვა, რომ ბოლო ორ კვირაში ერთი გაკვეთილი მაინც გააცდინა, მაშინ როცა OECD-ის საშუალო 24%-ია. სკოლაში ერთხელ მაინც დაგვიანება კი ქართველ მოსწავლეთა 61%-მა დააფიქსირა, OECD-ის საშუალო მაჩვენებელი 50%-ია.

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ მდგომარეობა 2022 წელთან შედარებით გაუარესდა: მაშინ საქართველოში მთელი დღის ერთხელ მაინც გაცდენას მოსწავლეთა 39% აღნიშნავდა, 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 69%-მდე გაიზარდა — ანუ 30 პროცენტული პუნქტით.

PISA 2025-ში 91 ქვეყანა და ეკონომიკა მონაწილეობდა. სრული სასწავლო დღის გაცდენის შესახებ შედარებადი მონაცემები 88 მათგანისთვის არის ხელმისაწვდომი და ამ 88 მონაწილეს შორის საქართველოს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს.

screenshot-2026-09-10-104238-1789022830.png

ამავე კვლევით, გაცდენების მატების ფონზე, საქართველომ მათემატიკაში, წაკითხულის გააზრებასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში შედეგები გააუმჯობესა.

წყარო

როგორ შეიცვალა ქართველი მოსწავლეების დონე წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში - რა გავაუმჯობესეთ და რა რჩება ყველაზე დიდ პრობლემად
ათასობით დოლარის გადახდა უწევს მშობელს იმ საგნებში მომზადებაში, რომელთაც 12 წელია, სწავლობს ბავშვი, ეს ნორმალურია?.. რას აკეთებს სკოლა იმისთვის, რომ მომავალი თაობის მენტალიტეტი გასცდეს ქუჩურ გარჩევებს? - განათლების ფსიქოლოგი სკოლებში არსებულ მთავარ გამოწვევებზე