"ნია იმნაძე გაბაშვილს ეუბნებოდა, რომ მას ემოქმედა და არა სხვას, რადგან ის იყო მისი შეყვარებული... მან ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი წა­ა­ქე­ზა, თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად თავს დას­ხმო­და გიგა ავა­ლი­ანს" - პროკურორი - მშობლები

"ნია იმნაძე გაბაშვილს ეუბნებოდა, რომ მას ემოქმედა და არა სხვას, რადგან ის იყო მისი შეყვარებული... მან ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი წა­ა­ქე­ზა, თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად თავს დას­ხმო­და გიგა ავა­ლი­ანს" - პროკურორი

2026-09-10 19:17:38+04:00

ნია იმნაძე, მის შეყვარებულს [ალექსანდრე გაბაშვილს] დაჟინებით აწვდიდა ინფორმაციას და დაჟინებით ეუბნებოდა, რომ მას ემოქმედა და არა სხვას, მაგალითად პოლიციას ან პროკურორს. ემოქმედა სწორედ მას, იმიტომ, რომ ის იყო ალექსანდრე გაბაშვილი და იყო ნია იმნაძის შეყვარებული. ის იყო თავმოყვარე ბიჭი და გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა,- ეს განცხადება მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პროკურორმა, ქეთევან სონიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

  • ქეთევან სონიძის განცხადებით, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომელმაც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით და ახლა უკვე წინა სასამართლო სხდომაზე, უკვე უფრო მაღალი სტანდარტით დაადასტურა, ნია იმნაძის ბრალეულობა ჩადენილ დანაშაულში.

პროკურორის თქმით, მტკიცებულებების ნაწილში საუბარია როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებებით მოპოვებულ ინფორმაციაზე, ასევე მობილურ ტელეფონში შემავალ-გამავალ ზარებზე, ბრალდებულთა შორის არსებულ მიმოწერებზე. გარდა ამისა, პროკურორის თქმით, საქმეში წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები, რომელიც ადასტურებს ნია იმნაძის მოტივსა და მიზანს, ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით.

„ალექსანდრე გაბაშვილის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში არის ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსიანი წინადადება, რა დროსაც, ალექსანდრე გაბაშვილი თავის მეგობარს და კლასელს, ანი ნასყიდაშვილს ეუბნება - „ორი კვირაა მეუბნება, რომ მასწავლებელი მავიწროებს, მაწუხებსო და რას იფიქრებს ჩემზე, რომ მე არაფერს ვმოქმედებო". ამ წინადადებას სწორედ ის შინაარსობრივი დატვირთვა აქვს, რომ ნია იმნაძე იმიტომ აწვდიდა გიგა ავალიანის შესახებ არასასურველ ინფორმაციას ალექსანდრე გაბაშვილს, რომ გაბაშვილი შემდგომ ფიზიკურად გასწორებოდა და შური ეძია მასზე და ეს ალექსანდრე გაბაშვილის თავმოყვარეობაზე მოქმედებდა. განაგრძეთ კითხვა

თეთრად გავათენე... დიახ, მე ვარ სუბიექტური, მაგრამ 10 თვეა ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო და ობიექტურად შევაფასო მოვლენები... - ეკა კუპატაძე
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს - თუ ნიამ ალექსანდრე გიგას ცემისთვის წააქეზა, რატომ უმალავდა ალექსანდრე ნიას, რომ ცემას აპირებდა? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი
ნია იმნაძემ მეგობრებს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.. - პროკურატურა