ქეთი ჰოლმსის ცხოვრებაში ახალი, მოულოდნელად ლამაზი თავი დაიწყო. 47 წლის მსახიობი კვლავ შეყვარებულია და ამჯერად მისი რჩეული ჰოლივუდის ვარსკვლავი კი არა, ნიუ-იორკელი ხელოვანია — 39 წლის ჯეისონ ბარდ იარმოსკი.
როგორც ირკვევა, მათი სიყვარულის ისტორია სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ქეთი და ჯეისონი ერთმანეთს Tribeca Festival-ის ფარგლებში გამართულ ვახშამზე შეხვდნენ. პირველი შეხვედრიდან მალევე ერთმანეთის მიმართ ინტერესი გაუჩნდათ და ურთიერთობაც სწრაფად განვითარდა.
ივლისში წყვილი უკვე ჰემპტონში გამოჩნდა. ფილმის ჩვენებაზე ხელჩაკიდებულები მივიდნენ, შემდეგ კი ნიუ-იორკშიც არაერთხელ დააფიქსირეს ერთად. მათი ურთიერთობა თავიდან საკმაოდ მშვიდად და ფარულად ვითარდებოდა, თუმცა ერთმანეთის მიმართ სითბოს დამალვა სულ უფრო რთული ხდებოდა.


სულ ახლახან წყვილი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, კელვინ კლაინის ჩვენებაზე გამოჩნდა ერთად. მათი ურთიერთობა სულ უფრო საჯარო ხდება.

ვინ არის ჯეისონ იარმოსკი?
ჯეისონი ნიუ-იორკში მოღვაწე ვიზუალური არტისტია. მისი შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემა ასაკი, დრო და მეხსიერებაა. მისი ნამუშევრები გამოფენილი ყოფილა ისეთ ცნობილ სივრცეებში, მათ შორის Brooklyn Museum-სა და Bergdorf Goodman-ში.
ახლობლების თქმით, მათ ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, ერთმანეთს პროფესიულ საქმიანობაში მხარს უჭერენ და ერთად ყოფნისას თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ.
ქეთისთვის ეს ურთიერთობა განსაკუთრებით ძვირფასია ძალიან. ის წლების განმავლობაში პირად ცხოვრებას მაქსიმალურად ფრთხილად ეკიდებოდა. თუმცა ამჯერად ყველაფერი სხვაგვარადაა.
სექტემბრის დასაწყისში ჰოლმსმა ჯეისონთან ურთიერთობა უკვე სოციალურ ქსელშიც დაადასტურა და მისი ფოტოები გააზიარა. მათ ერთად იტალიაში, კომოს ტბაზეც გაატარეს რომანტიკული დღეები. ქეთი ჰოლმსი ისევ შეყვარებული ჩანს.


განქორწინების მიზეზად ტომ კრუზის მოთხოვნები დასახელდა - ცნობილია, რომ საიენტოლოგიურ სექტაშია და მოითხოვდა, ცოლ-შვილსაც გაეზიარებინა მისი შეხედულებები და შვილიც ამ მსოფლმხედველობით გაეზარდა. ქეთი ამას შეეწინააღმდეგა, ტომს გაშორდა და თავად გაზარდა სური, რომელიც ტომს წლებია აღარ უნახავს და რომელმაც ცოტა ხნის წინ მამის გვარზე საბოლოოდ თქვა უარი.
