გადაცემა “შენი ამბავი“ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის მოწმის, თაზო ხუროშვილის მამის და თინიკო არხოშაშვილის ბიძის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება.
ნოდარ ხუროშვილის თქმით, დარწმუნებულია რომ გურიკა დადიანიძე იმ ღამით განგებ გაიპარა. მისი აზრით, ის რუსეთში იმყოფება, ცოცხალია და მალე გამოჩნდება. როგორც ხუროშვილი აღნიშნავს, საქმის მოწმეებს გამოძიების ფარგლებში ე.წ. გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საჯაროდ ვერ ლაპარაკობენ სიმართლეს. გადაცემას თან ახლავს შემდეგი განცხადებაც:
“სრულად გთავაზობთ ერთ-ერთი TikTok ლაივის საჯარო “სტრიმზე” გაკეთებულ ჩანაწერს.
როგორც თავად ამბობს, აქტიური ურთიერთობა აქვს საქმის სხვა მოწმეებთანაც!
ეს არ არის უბრალოდ სოციალური ქსელისთვის გაკეთებული კომენტარი… ჩანაწერში არაერთი კონკრეტული ინფორმაცია და ახალი ვერსია ჟღერდება, რომელიც, ჩვენი აზრით, გამოძიების მხრიდან აუცილებლად უნდა იყოს გადამოწმებული!
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნოდარ ხუროშვილის განცხადება, რომ გურამ დადიანიძე შესაძლოა ცოცხალი იყოს, რუსეთში იმყოფებოდეს და ის იქ ასაკიანმა ქალმა გაიყვანა. უფრო მეტიც, ჩანაწერში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლოა, გურამი ამჟამად რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობდეს!"