"მე­გობ­რე­ბო, შო­კის­მომ­გვრე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით გიბ­რუნ­დე­ბით...გა­და­ვა­მოწ­მეთ ეს ნო­მე­რი, ძა­ლი­ან დიდ თა­მაშ­თან გვაქვს საქ­მე" - გურამ დადიანიძის საქმის ახალი დეტალები - მშობლები

"მე­გობ­რე­ბო, შო­კის­მომ­გვრე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით გიბ­რუნ­დე­ბით...გა­და­ვა­მოწ­მეთ ეს ნო­მე­რი, ძა­ლი­ან დიდ თა­მაშ­თან გვაქვს საქ­მე" - გურამ დადიანიძის საქმის ახალი დეტალები

2026-08-19 13:02:07+04:00

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის საქმეში სულ უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვა ჩნდება.

ამჯერად, Facebook-ში, დადიანიძის პირად გვერდზე ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა. Арцыд растаг - ვკითხულობთ პოსტში, რაც ქართულად ნიშნავს - "დრო მოვიდა".

გარდა ამისა, სოციალურ ქსელში დაკარგული ბიჭის ახლობლები წერენ, რომ გურამისთვის მათ მიერ მიწერილი მესიჯებიც წაკითხულია. ასევე, ცნობილი ხდება, რომ გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმის, კახა გელაშვილის სახელით სოციალურ ქსელში ე.წ. ფეიქ ექაუნთი შეიქმნა. ინფორმაციას ამის შესახებ დადიანიძის საქმის გამოძიებაში აქტიურად ჩართული მოქალაქე, კობა ახალაძე აქვეყნებს.

"მეგობრებო, მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაციით გიბრუნდებით. ყველამ კარგად ვიცით, რამდენიმე დღის წინ გაკეთდა Facebook-ზე კახა გელაშვილის ფეიქ ექაუნთი, სადაც სახელზე წერია კახა გელაშვილი, ნიქნეიმში წერია გურიკო 96 და ნომერი აქვს მითითებული, რომელზეც ისერჩება გურიკო ნინი.

გადავამოწმეთ ეს ნომერი და Viber-ში ექაუნთზე, რომელზეც აუცილებლად თვითონ მომხმარებელმა უნდა დააწეროს სახელი, წერია აი, ეს სახელი - Арцыд растаг.

ფაქტია, რომ ძალიან დიდ თამაშთან გვაქვს საქმე და გამოძიებაც ცხელ კვალზე დაადგება", - ამბობს კობა ახალაძე.

იხილეთ ვიდეო

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის პირად Facebook გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
მე არავის არაფერს ვაბრალებ, მაგრამ... ვიღაცას ძალიან არ უნდა, რომ პასუხი აგოს იმ დანაშაულისთვის, რომელიც აშკარად არის ჩადენილი - გურამ დადიანიძის დედის ადვოკატი