თეო ჯეიმსი პოპულარული ბრიტანელი კინომსახიობია, რომელსაც რეგულარულად ასახელებენ ინგლისის 10 ყველაზე სიმპათიურ მამაკაცს შორის და ასევე - თანამედროვე კინოს სექსსიმბოლოებს შორის. ცნობილი სერიალების - "თეთრი ლოტუსისა" და "ჯენტლმენების" ვარსკვლავი არა მხოლოდ ასეთ პოპულარობას არ გეგმავდა, მსახიობობაც კი არ დაუგეგმავს...
მისი სრული სახელი და გვარი თეოდორ პიტერ ჯეიმს კინარდ ტაპტიკლისია. 1984 წლის 16 დეკემბერს დაიბადა ინგლისის ქალაქ ჰაი უიკომბში, ბიზნეს კონსულტანტის, ფილიპ ტაპტიკლისისა და ჯანდაცვის მუშაკის ჯეინ მარტინის ხუთშვილიან ოჯახში, მეხუთე, ნაბოლარა ბავშვი. მამის მხრიდან ბაბუა ბერძენი დევნილი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საბერძნეთიდან სირიაში გაიქცა. ის ასევე ნაწილობრივ შოტლანდიური წარმოშობაც აქვს.თეოს ჰყავს ორი უფროსი ძმა და ორი უფროსი და.
ბავშვობა ასკეტში გაატარა. ძალიან კარგად სწავლობდა და უმაღლესი განათლებაც სოლიდური მიიღო. აილსბერის გრამატიკის სკოლის დამთავრების შემდეგ, ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხი კი ნოტინჰემის უნივერსიტეტში მიიღო.
სანამ სწავლას დაასრულებდა, მის ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა მუსიკას - მღეროდა, გიტარაზე უკრავდა და ბენდის წევრი იყო.
სწავლის დამთავრების შემდეგ კითეოდორმა სხვადასხვა კარიერაზე იფიქრა, ლოგოპედიდან პაბის მფლობელამდე, მაგრამ შემთხვევითობამ ყველაფერი გადაწყვიტა - იმდროინდელ შეყვარებულს გაჰყვა კასტინგ-გასაუბრებაზე. გოგონას უარი უთხრეს, თეოდორით კი დაინტერესდნენ. სულ მალე კვალიფიციური ფილოსოფოსი დრამატულ სკოლაში ჩაირიცხა - ბრისტოლის ოლდ ვიკის თეატრალურ სკოლაში ისწავლა სამსახიობო ოსტატობა და კინოს სამყარომაც ნიჭიერი მსახიობი შეიძინა.

2010 წელს ჰქონდა დებიუტი სერიალ „ვნებიანი ქალის“ ორ ეპიზოდში. იმავე წელს მან თურქი დიპლომატის, ქემალ ფამუკის როლი ითამაშა „დაუნტონის სააბატოს“ პირველი სეზონის ეპიზოდში. როლი ფილმში „უცნობი“ დრამის სკოლის ბოლო კურსზე სწავლისას მიიღო. 2009 წელს ჟურნალმა Screen International მას „ხვალინდელი ვარსკვლავი“ უწოდა.
2011 წელს მან ითამაშა საშინელებათა სერიალში „ბედლამი“, სადაც მთავარი როლი შეასრულა. რამდენიმე სერიალის შემდეგ,ჯეიმსის გამორჩეული როლი იყო ტობიას იტონის როლი ფილმში „დივერგენტი“ (2014), რომელიც ვერონიკა როტის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციაა. ეს როლი სერიალის რამდენიმე სეზონში ითამაშა და თავად ასრულებდა ტრიუკებს.
ასევე ცნობილია მისი როლები რომანტიკულ კომედიაში „დროში მოგზაურის ცოლი“ (2022) და შავკომედიაში „თეთრი ლოტოსი“ (2022), რისთვისაც "ემის" ჯილდოზე იყო ნომინირებული. 2024 წლიდან კი მონაწილეობს გაი რიჩის პოპულარულ ტრილერში, სერიალში „ჯენტლმენები“.

კინოში წარმატებას სამოდელო კარიერაც მოჰყვა. 2015 წელს გახდა მამაკაცის სუნამოების ბრენდის Hugo Boss-ის ბრენდის ელჩი, გამოჩნდა ბეჭდურ რეკლამებსა და რეკლამებში, ასევე 2024 და 2025 წლების Range Rover მოდელების რეკლამებში.
2016 წლიდან მხარს უჭერს UNHCR-ს (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) და 2024 წელს დაინიშნა კეთილი ნების ელჩად.

ასეთი დატვირთული სამსახიობო კარიერის, ულამაზესი ქალების პარტნიორობის და სექსსიმბოლოს სტატუსის მიუხედავად, ის სამაგალითო ქმარი და მამაა. 2018 წლიდან დაქორწინებულია მსახიობ რუთ კირნისზე, რომელსაც ბრისტოლის ოლდ ვიკის თეატრალურ სკოლაში შეხვდა.

წყვილს ორი შვილი ჰყავს.

