რობერტ პატინსონი — მორცხვი ბიჭი ლონდონიდან, რომელიც ვამპირის ჩრდილიდან გამოვიდა და ჰოლივუდის მეგავარსკვლავად იქცა - მშობლები

რობერტ პატინსონი — მორცხვი ბიჭი ლონდონიდან, რომელიც ვამპირის ჩრდილიდან გამოვიდა და ჰოლივუდის მეგავარსკვლავად იქცა

2026-09-06 11:39:45+04:00

რობერტ პატინსონი დღეს უკვე ის მსახიობია, რომლის მხოლოდ „ბინდის“ ედვარდ კალენის სახელით მოხსენიება უსამართლობა იქნებოდა. 40 წლის ბრიტანელმა მსახიობმა კარიერის განმავლობაში მოახერხა ყველაზე რთული რამ ჰოლივუდში — თინეიჯერული კერპიდან გადაიქცა მსახიობად, რომელიც უზომოდ მოთხოვნადია და ერთმანეთზე უფრო მრავალფეროვან როლებს თამაშობს.

2026 წელი მისთვის განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა: პატინსონი ერთდროულად გამოჩნდა ისეთ პროექტებში, როგორებიცაა „The Drama“, კრისტოფერ ნოლანის „The Odyssey“, „Dune: Part Three“ და ვენეციის კინოფესტივალზე წარდგენილი „Primetime“. ამასთან, ლონდონში უკვე იღებს „The Batman: Part II“-ს.

მაგრამ სანამ ის ბეტმენის ნიღაბს მოირგებდა, არსებობდა უბრალოდ მორცხვი ბიჭი ბარნსიდან, რომელსაც ბავშვობაში უფრო მუსიკოსობა წარმოედგინა, ვიდრე ჰოლივუდის ვარსკვლავობა.

მორცხვი ბიჭი ლონდონიდან

რობერტ დუგლას თომას პატინსონი 1986 წლის 13 მაისს ლონდონში, ბარნსის რაიონში დაიბადა. მამამისი რიჩარდი ავტომობილების იმპორტის ბიზნესში მუშაობდა, დედა კლერი კი სამოდელო სააგენტოში იყო დასაქმებული. რობერტს ორი უფროსი და ჰყავს — ვიქტორია და ელიზაბეთი.

images-1788698106.jfif

ბავშვობიდანვე ხელოვნებისკენ ჰქონდა მიდრეკილება. ექვსი წლის ასაკში უკვე უკრავდა ფორტეპიანოსა და გიტარაზე და სკოლის სპექტაკლებში მონაწილეობდა. თუმცა პატარა რობერტი განსაკუთრებით მორცხვი იყო.

საინტერესოა, რომ მსახიობობა თავიდან მისი მთავარი ოცნება სულაც არ ყოფილა. მუსიკა უფრო იზიდავდა. თინეიჯერობისას გიტარაზე უკრავდა ლონდონის პატარა პაბებში და საკუთარი სიმღერებიც ჰქონდა.

მისი სამსახიობო კარიერა კი ნაწილობრივ მამამისის დამსახურებაა: რობერტს სურდა მორცხვობის დაძლევა და მამამ ადგილობრივ თეატრალურ ჯგუფში — Barnes Theatre Company-ში — გაწევრიანება ურჩია.

იქ უკვე გამოჩნდა მისი განსაკუთრებული ნიჭი.

პატინსონის ადრეული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ირონიული დეტალი ის არის, რომ მასწავლებელს მიაჩნდა, თითქოს რობერტი შემოქმედებითი სფეროსთვის შესაფერისი არ იყო.მაგრამ თეატრში მოხვედრის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

მან ითამაშა სხვადასხვა სპექტაკლში, მათ შორის საკმაოდ რთული და უსიამოვნო პერსონაჟებიც განასახიერა. სწორედ ამ როლებმა მიიქცია აგენტის ყურადღება, რამაც საბოლოოდ მას ფილმებში მოხვედრის შესაძლებლობა მისცა...

საინტერესოა, რომ პატინსონის კარიერაში მოგვიანებით მართლაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს უცნაურმა, ფსიქოლოგიურად რთულმა და ხშირად „არანორმალურმა“ პერსონაჟებმა...

სხვათა შორის, რობერტის ბავშვობის ყველაზე დაუჯერებელი ამბავი ნამდვილად ის არის, რომ 12 წლის ასაკში ის სკოლიდან გააძევეს ჟურნალების მოპარვის გამო.

თავად პატინსონი მოგვიანებით ჰყვებოდა, რომ ჟურნალებს მაღაზიიდან იღებდა და თანაკლასელებზე ყიდდა. იმდენად გათამამდა, რომ საბოლოოდ მთელი სტენდის წაღებაც კი სცადა.შედეგად სკოლიდან გააგდეს...

პირველი წარმატებები

2005 წელს რობერტი გამოჩნდა „Harry Potter and the Goblet of Fire“-ში, სადაც სედრიკ დიგორის როლი შეასრულა.როლი დიდი არ იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: ახალგაზრდა მსახიობმა პირველად მიიღო საერთაშორისო აუდიტორიის ყურადღება.

1145639839437-1788698314.8232.jpeg

სედრიკი იყო სიმპათიური, კეთილშობილი და პოპულარული სტუდენტი — პერსონაჟი, რომელიც ფილმში ტრაგიკულ ბედს იზიარებს.

იმ დროისთვის ჯერ არავინ იცოდა, რომ რამდენიმე წელიწადში იგივე მსახიობი კიდევ უფრო გიგანტურ ფრენჩაიზში აღმოჩნდებოდა.

2008 წელს გამოვიდა "ბინდი" („Twilight“) და რობერტ პატინსონი ერთ ღამეში გლობალურ სექს-სიმბოლოდ იქცა.

ედვარდ კალენი — 17 წლის ბიჭის გარეგნობით დარჩენილი საუკუნოვანი ვამპირი — სწორედ ის როლი აღმოჩნდა, რომელმაც მას მილიონობით თაყვანისმცემლის სიყვარული მოუტანა.

robert-pattinson-twilight-112023-0f11c1069098493785a62d1531461be0-1788698384.jpg

თუმცა ამ წარმატებას მეორე მხარეც ჰქონდა.პატინსონს პაპარაცები ყველგან დასდევდნენ. მისი პირადი ცხოვრება მსოფლიო მედიის ყოველდღიურ თემად იქცა. მსახიობს მოგვიანებით არაერთხელ უსაუბრია იმაზე, თუ რამდენად რთული იყო ასეთი ყურადღების ატანა.

ქალები

და სწორედ „ბინდის“ გადასაღებ მოედანზე დაიწყო მისი ყველაზე ცნობილი სიყვარული.

სანამ რობერტი ცნობილი გახდებოდა, მას ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა ნინა შუბერტთან. გავრცელებული ცნობებით, ისინი დაახლოებით 2003–2006 წლებში იყვნენ ერთად და ერთმანეთს ჯერ კიდევ თეატრალური წრიდან იცნობდნენ. მათი ურთიერთობა დასრულდა მაშინ, როდესაც პატინსონმა კარიერის გასაგრძელებლად ლოს-ანჯელესში გადასვლა გადაწყვიტა.ეს იყო პერიოდი, როდესაც ის ჯერ კიდევ ჩვეულებრივი ლონდონელი ახალგაზრდა იყო და არა მსოფლიო ვარსკვლავი.

"ბინდში" მონაწილეობა კი გარდამტეხი აღმოჩნდა ორი მსახიობისთვის - რობერტისა და კრისტენ სტიუარტისთვის, რომელთა რომანიჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე განხილულ რომანად იქცა. ეკრანზე მათი გმირები — ედვარდი და ბელა — ერთმანეთზე შეყვარებულები იყვნენ. რეალურ ცხოვრებაში კი მათი ურთიერთობა დაახლოებით 2009 წლიდან გახდა ცნობილი და რამდენიმე წელი გაგრძელდა.

robert-pattinson-and-kristen-stewart-behind-the-scenes-of-v0-jgo32a1erkze1-1788698384.webp

ორივე ცდილობდა პირადი ცხოვრების დაცვას, მაგრამ მათი პოპულარობის მასშტაბი ამის საშუალებას თითქმის არ იძლეოდა.

2012 წელს სტიუარტის ურთიერთობამ რეჟისორ რუპერტ სანდერსთან სკანდალი გამოიწვია. პატინსონი და სტიუარტი გარკვეული დროით დაშორდნენ, შემდეგ შერიგდნენ, საბოლოოდ კი 2013 წელს ურთიერთობა დასრულდა.

მათი ისტორია დღესაც განსაკუთრებით საინტერესოა იმიტომ, რომ ეს იყო შემთხვევა, როდესაც ეკრანული წყვილი რეალურ წყვილადაც იქცა — და მილიონობით ფანისთვის მათი დაშორება თითქმის პირად ტრაგედიად იქცა...

კრისტენ სტიუარტის შემდეგ პატინსონის ცხოვრებაში გამოჩნდა მუსიკოსი FKA Twigs.მათი ურთიერთობა 2014 წელს დაიწყო. 2015 წელს ისინი დაინიშნენ, თუმცა ქორწილი არ შედგა და 2017 წელს ურთიერთობა დასრულდა.

images-1-1788698616.jfif

ეს ურთიერთობა პატინსონის იმიჯისგან სრულიად განსხვავდებოდა: FKA Twigs თვითონაც ძალიან გამორჩეული, ექსპერიმენტული არტისტია და წყვილი გაცილებით უფრო ჩაკეტილი იყო.

პატინსონმა მოგვიანებით თქვა, რომ კრისტენთან და FKA Twigs-თან ურთიერთობების დასრულებას სიყვარულის მიმართ იმედგაცრუება არ გამოუწვევია — ორივე საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა იყო და არა უბრალოდ მოკლე რომანი.

ქალი, რომელთანაც ოჯახი შექმნა

2018 წელს პატინსონის ცხოვრებაში გამოჩნდა მოდელი, მომღერალი და მსახიობი სუკი უოთერჰაუსი.თავიდან ისინი ცდილობდნენ მაქსიმალურად დაემალათ და არ გაესაჯაროებინათ ეს ურთიერთობა. წლების განმავლობაში სწორედ მათი დუმილი გახდა ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი.

2023 წლის ბოლოს წყვილის ნიშნობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ხოლო 2024 წლის მარტში მათ ქალიშვილი შეეძინათ.

gettyimages-1446522965201-1788698708.webp

robert20suki-1788698708.webpsuki-waterhouse-robert-pattinson-2026-vanity-fair-oscar-party-032526-5dc51f01ed204239b52e889c3e4902bb-1788698708.jpg

robert-pattinson-and-suki-waterhouse-baby-in-los-angeles-v0-tl74uzx93z8d1-1788698708.webp

2026 წლის სექტემბერში ვენეციის კინოფესტივალზე პატინსონი და უოთერჰაუსი ერთად გამოჩნდნენ „Primetime“-ის პრემიერაზე. მათ შორის ძალიან თბილი ურთიერთობა კამერების წინაც აშკარა იყო.მედიაში უკვე არსებობს ვარაუდები, რომ ისინი შესაძლოა დაქორწინებულებიც იყვნენ, თუმცა მათი ოფიციალური ოჯახური სტატუსი ბოლომდე საჯაროდ გარკვეული არ არის.

3540x4720-0xsy5ssmsm-8309295827406155008-1788698797.jpg

rob-pattinson-suki-waterhouse-venice-film-festival-090526-2-64843ab355f941ad81a8b15008767105-1788698798.jpgprimetime-premiere-at-venice-film-festival-01-1788698798.webp

"ბინდის" შემდეგ — საკუთარი თავის თავიდან გამოგონება

პატინსონს შეეძლო სამუდამოდ ეცხოვრა ედვარდ კალენის პოპულარობით.მაგრამ მან საპირისპირო გზა აირჩია და ისეთ პროექტებზე დათანხმდა,რომლებიც ხშირად რთული, ბნელი და კომერციულად სარისკო იყო, თუმცა ყველგან გამოჩნდა მისი არაჩვეულებრივი სამსახიობო ნიჭი და ქარიზმა, რამაც მეგავარსკვლავად და ნამდვილად ანგარიშგასაწევ მსახიობად აქცია.

18f1d05f37fcea2699c6cd1d3190387b-1788698931.jpg

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო "ბეტმენის" როლი, რომელზეც ის 2022 წელს დათანხმდა და ამანაც გაამართლა. ახლა "ბეტმენის" მეორე ნაწილს იღებენ და პატინსონის მეორე ნახევარი იცინის, რომ მათი შვილი მას "ბეტმენი-მამიკოს" ეძახის, იმდენად ხშირად არის რობერტი გადაღებებზე.

robert-pattinson-030625-6bcb0136be3345c19c6beb74bdba7acf-1788698932.jpg

დღეს რობერტ პატინსონი უკვე იმ ეტაპზეა, როდესაც შეუძლია პრაქტიკულად ნებისმიერი ჟანრი და პროექტი აირჩიოს. წელს არაჩვეულებრივად დატვირთული წელი ჰქონდა.

2026-ში მისი პროექტების სია განსაკუთრებით შთამბეჭდავია:

  • „The Drama“ — ზენდაიასთან ერთად;
  • „The Odyssey“ — კრისტოფერ ნოლანის მასშტაბური ეპოსი;
  • „Dune: Part Three“ — დიუნის სამყაროში მისი დებიუტი;
  • და „Primetime“, სადაც ის ტელეწამყვან კრის ჰანსენს განასახიერებს.

robert-pattinson-the-odyssey-071726-4ffeca9de05040fdba50ea86953702e0-1788698932.jpg

„Primetime“-ის ვენეციის პრემიერაზე ფილმმა დაახლოებით ცხრა წუთიანი ოვაცია მიიღო, ხოლო პატინსონის შესრულებამ უკვე ბევრი დააფიქრა, რომ ის შესაძლოა "ოსკარის" ნომინანტიც გახდეს.

mv5bmtcyzgi2nwqtotu3ns00nteyltlinditntqynmfkmgzmzgqzxkeyxkfqcgc-1788698931._V1_.jpg

განსაკუთრებით საინტერესოა, რომ თავდაპირველად პატინსონი ფილმის პროდიუსერის უნდა ყოფილიყო, თავად ჰანსენის თამაში საერთოდ არ იყო მისი მთავარი გეგმა. თუმცა პერსონაჟით იმდენად დაინტერესდა, რომ საბოლოოდ როლი თვითონ შეასრულა. პატინსონი ჰანსენის პოდკასტებს უსმენდა და მის ხმას მუდმივად იმეორებდა. იმდენად ხშირად ვარჯიშობდა, რომ ქუჩაში ამ ხმით ლაპარაკით გარშემო მყოფებს აბნევდა.

უცნობი და სახალისო ამბები პატინსონზე

1. 14 წლის ასაკში დიზაინერობას თამაშობდა. GQ-სთან საუბრისას გაიხსენა, რომ მოზარდობისას მამის ძვირადღირებულ საცვლებს ეტიკეტებს აჭრიდა და საკუთარ ტანსაცმელზე კერავდა, რათა უფრო მოდურად გამოჩენილიყო.

2. დედამისის საათს „იმიჯისთვის“ ატარებდა. იმავე ინტერვიუში გაიხსენა, რომ დაახლოებით 14 წლისას დედის Jaeger-LeCoultre Reverso ეკეთა და ფიქრობდა, რომ ამით თანაკლასელებზე შთაბეჭდილებას მოახდენდა. წლების შემდეგ კი თავად გახდა Jaeger-LeCoultre-ის გლობალური ელჩი.

3. თავიდან მოდელი იყო — და თავს ცუდ მოდელად მიიჩნევდა. მოზარდობისას სამოდელო საქმიანობასაც ეწეოდა. მოგვიანებით ხუმრობდა, რომ ძალიან მაღალი იყო, მაგრამ მაინც „ექვსი წლის ბავშვს ჰგავდა“.

4. მუსიკა დღემდე მისი ცხოვრების ნაწილია. გიტარასა და ფორტეპიანოზე ბავშვობიდან უკრავს და საკუთარი მუსიკაც ჰქონდა ჩაწერილი.

robert-pattinson-e1668163566968-1788698932.jpeghrdh7azxwael2bf-1788698931.webpimages-2-1788698931.jfif

რა რეაქცია ჰქონდა ანჯელინა ჯოლის ცნობაზე, რომ ბრედ პიტმა ისევ დაიწყო დალევა - არ გაკვირვებია... ყოველთვის იცოდა, რომ ადრე თუ გვიან დაუბრუნდებოდა ალკოჰოლს...
რატომ დარჩა უცოლოდ ლეონარდო დიკაპრიო და რატომ ფიქრობენ ფსიქოლოგები, რომ ეს დედამისის ბრალია