“მამა, იმის მაგივრად რომ დამიდგეს გვერდით და ბავშვი ვიპოვო, მიწასთან მასწორებს... უნდა, რომ გავჩერდე. ეჭვი მიჩნდება, რომ ამან იცის ბავშვზე რამე" - გურამ დადიანიძის დედა ახალ დეტალებს იხსენებს - მშობლები

“მამა, იმის მაგივრად, რომ დამიდგეს გვერდით და ბავშვი ვიპოვო, მიწასთან მასწორებს... უნდა, რომ გავჩერდე. ეჭვი მიჩნდება, რომ იცის ბავშვზე რამე" - გურამ დადიანიძის დედა ახალ დეტალებს იხსენებს

2026-09-17 18:06:43+04:00

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანის დედა, სოფო ბიბილაშვილი იმ ეჭვებზე საუბრობს, რომლებიც, მისი თქმით, ბოლო პერიოდში გაუჩნდა.

პოდკასტში „შენი ამბავი თაიასთან“ სოფო ბიბილაშვილი ამბობს, რომ გარკვეულმა საუბრებმა და დამოკიდებულებამ მას კითხვები გაუჩინა. განსაკუთრებით მტკივნეულად საუბრობს გურამის მამის დამოკიდებულებაზე — დედის თქმით, იმის ნაცვლად, რომ დაკარგული შვილის ძებნაში მის გვერდით იდგეს, მის წინააღმდეგ არის განწყობილი. „იმის მაგივრად, რომ მამა გვერდზე დამიდგეს და ბავშვი ვიპოვო, აქეთ მიწასთან მასწორებს, რომ „საგინებელი გამიხადა ოჯახიო, რას აკეთებსო...“ ესე იგი, უნდა, რომ შევჩერდე, ეტყობა, და ბავშვი არ ვიპოვო. ჩემს დეიდაშვილსაც უთხრა, დაკითხვაზე რომ დაებარებინათ, რომ „მიწასთან გასასწორებელი გამიხადა ოჯახიო“. მაშინ ეჭვი თავისთავად მიჩნდება მეც, რომ ამან იცის ბავშვზე რამე. აქამდე ეს ეჭვი არასდროს არ მქონია. ერთხელ გამიჩნდა ეჭვი იმის გამო, რომ ისევ სოფლიდან გამოვიდა ამბავი - ერთ-ერთი ადამიანი სოფლიდან რეზოს დასდგომია პირზე: „გვაპოვნინე ბავშვი, ხომ იპოვეთ და რატომ უმალავთ სოფოსო“. რეზო წამოსულა იქიდან, სოფლიდან წამოსულა... მე იმ სოფელში არა ვარ და რა რატომ უთხრეს, არ ვიცი. მაგრამ მერე კახა გელაშვილს დავურეკე, რომ უნდა მეთქვა, რომ ნოდომ მითხრა, მე არ დამინახავს ქვაზე დამჯდარი გურიკაო. კახასთვის უნდა მეთქვა. კახამ რომ ყვირილი დამიწყო, ასე მითხრა ზუსტად ბოლოს, სულ ბოლო დარეკვის დროს: „ჯერ მოვიდეს აქ თქვენი ნარკომანი შვილიო... ისე უნდა ვცემო, ამ ამბავში რომ ჩამაგდო მეო... მერე რეზოს დავურეკე. რეზოს ვუთხარი მე, რომ კახამ ასე მითხრა. გაბრაზდა რეზო საიდან უნდა მოვიდესო? ახლა ნარკომანიც გამიხადაო“. რეზო ძალიან გაბრაზდა მაგ შემთხვევაში. დანარჩენი არ ვიცი. ყველაფერი გახადა იმ ადამიანმა გურიკა, ვისაც არ უნდა, რომ ვიპოვო. 12 წლის მანძილზე არასდროს სხვა სიტყვები არ მითქვამს. ვეძებდი ერთადერთ, სიმწრით გაზრდილ შვილს. არასდროს ჩემთვის არავის დაუწერია ეგეთი რამე, არასდროს, არავის... გარდა იმისა, რომ გელაშვილისთვის რომ დამირეკავს, ყოველთვის უყვირია და გაუთიშავს ტელეფონი. ხან მეც გამითიშავს, ისევ ხმამაღლა რომ უყვირია, შემშინებია და გამითიშავს," - ამბობს სოფო ბიბილაშვილი.

ის დარწმუნებულია, რომ გურამ დადიანიძე იმ ღამით განგებ გაიპარა, რუსეთში იმყოფება და მალე გამოჩნდება - 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის საქმეზე მოწმის მამა ალაპარაკდა