ცნობილი დიზაინერი, სხვადასხვა პროექტის მონაწილე მაკა კვიციანი გაზაფხულზე მეოთხე შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს - ბიზნესმენ და პარლამენტარ შოთა ბერეკაშვილს, რომლებიც 22-ე წელია ქორწინებაში არიან, პატარა ილია შეეძინათ. წყვილი უკვე 4 ვაჟის მშობელია.
ილია, რომელიც უკვე მეხუთე თვეშია, გუშინ მონათლეს.

ოფიციალური საეკლესიო ცერემონიის შემდეგ ნათლობის საკმაოდ გრანდიოზულ წვეულებას ბევრი სტუმარი დაესწრო. შეკრებილებისთვის ცნობილი მუსიკოსები მღეროდნენ, ქართველებიც და უცხოელებიც. მათ შორის იყვნენ ლიზა ბაგრატიონი და ნატალია ქუთათელაძე.

მაკამ მეუღლესთან და უფროს შვილებთან ერთად, ასევე პარლამენტარ დასთან - ბაია კვიციანთან ერთადაც იცეკვა.




