კიმ კარდაშიანმა გაამხილა, რომ ის საავადმყოფოში მოათავსეს საყლაპავის დაავადებით - იმავე ორგანოსი, რომლის სიმსივნითაც მამამისი, რობერტ კარდაშიანი გარდაიცვა. მან ეს განცხადება ოჯახის რეალითი შოუს, „კარდაშიანებთან ერთად“ ახალი სეზონის თრეილერში გააკეთა.
45 წლის კარდაშიანი საავადმყოფოში მოათავსეს და მწვავე ეზოფაგიტის დიაგნოზი დაუსვეს, რაც საყლაპავის შეშუპებითა და ანთებით ხასიათდება. მკურნალობის გარეშე ეზოფაგიტი შეიძლება ბარეტის სინდრომში გადაიზარდოს, რამაც შემდეგ კიბო გამოიწვიოს. კიმ კარდაშიანის მამა, რობერტი, 2003 წელს საყლაპავის კიბოთი გარდაიცვალა. ის 59 წლის იყო.
„კარდაშიანებთან ერთად“ თრეილერში კიმი საავადმყოფოში გამოკვლევების ჩატარებისას არის გამოსახული. „მე ეზოფაგიტი მაქვს“, ამბობს ის. შოუს პროდიუსერი ვარსკვლავს კამერის მიღმა ეკითხება: „თქვენი მამაც ამით ხომ არ გარდაიცვალა?“ „დიახ“, ადასტურებს ვარსკვლავი.

„არ შემიძლია... ტირილი მინდა“, - თქვა კიმ კარდაშიანის დედამ, კრის ჯენერმა, მისი ჰოსპიტალიზაციის შესახებ კომენტარის გაკეთებისას.
2003 წელს რობერტი გარდაიცვალა. ეს დანაკარგი მისი ოჯახისთვის დამანგრეველი იყო. 2019 წელს კარდაშიან-ჯენერების ოჯახმა გახსნა რობერტ კარდაშიანის სახელობის საყლაპავის ჯანმრთელობის ცენტრი კალიფორნიის უნივერსიტეტში, ლოს-ანჯელესში.
1991 წელს კრისი დაქორწინდა ოლიმპიურ ჩემპიონ ბრიუს ჯენერზე (ახლა ცნობილი როგორც კეიტლინ ჯენერი) და მასთან ქალიშვილები, კენდალი და კაილი ჯენერები შეეძინა. წყვილი 2015 წელს დაშორდა. 2014 წელს, იბიცაზე, მოდის დიზაინერ რიკარდო ტიშის მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე, კრისი შეხვდა მენეჯერ კორი გემბლს, რომელიც მასზე 25 წლით უმცროსია. ისინი დღემდე ერთად არიან.
კიმ კარდაშიანი სამჯერ იყო დაქორწინებული. კანიე უესტთან ბოლო ქორწინებიდან ოთხი შვილი შეეძინა. წყვილი 2022 წელს დაშორდა. კიმი ამჟამად მრბოლელ ლუის ჰამილტონს ხვდება.

