კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის 13 წლის ქალიშვილმა პირველი სოლო კონცერტი გამართა — როგორ უჭერენ მხარს ვარსკვლავები უფროს შვილს - მშობლები

კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის 13 წლის ქალიშვილმა პირველი სოლო კონცერტი გამართა — შვილის კონცერტს ორივე ვარსკვლავი დაესწრო, რომლებიც რა ხანია, გაცილებულები არიან

2026-09-08 14:22:51+04:00

კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის 13 წლის ქალიშვილმა, ნორთ ცესტმა, ჩიკაგოში პირველი დიდი სოლო კონცერტი გამართა. ყველაზე საინტერესო კი ის აღმოჩნდა, რომ მის მხარდასაჭერად დარბაზში ორივე მშობელი მივიდა — მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი მეუღლეები კონცერტს ერთმანეთისგან მოშორებით ესწრებოდნენ.

კონცერტი 5 სექტემბერს ჩიკაგოს The Vic Theatre-ში ჩატარდა და ნორთისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა — ეს იყო მისი პირველი დამოუკიდებელი შოუ. ის სცენაზე იდგა უკვე არა უბრალოდ ცნობილი მშობლების შვილი, არამედ საკუთარი მუსიკალური პროექტით გამოვიდა. მან წელს გამოუშვა თავისი პირველი EP, „N0rth4evr“, და უკვე რამდენიმე მუსიკალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა.

1415183-103842-updates-1788863830.webpimages-2-1788863830.jfif

ნორთის კონცერტზე მისი ორივე მშობელი მივიდა.კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი კონცერტს სხვადასხვა ადგილიდან ადევნებდნენ თვალს.

images-6-1788864583.jfif

ვიდეოებში ჩანს, რომ კანიე ქალიშვილის გამოსვლას ტელეფონით იღებდა, კიმი კი გულშემატკივრობდა და მოგვიანებით კონცერტიდან კადრები საკუთარ ინსტაგრამზე გააზიარა.

kim-kardashian-north-west-birthday-061526-1c47e02ee68641e996ef0e37c9c626f2-1788865082.jpg

ნორთის მუსიკალური კარიერა საკმაოდ სწრაფად ვითარდება. მას როგორც მუსიკოსს სხვადასხვა ჟანრის გავლენა აქვს — რეპიდან და ჰიპ-ჰოპიდან ალტერნატიულ როკსა და მეტალამდე. უკვე გამოსცადა თავი დიდ სცენაზე და მამის კონცერტებშიც გამოჩნდა. „ეს ჩემი ჰობია, ეს არის ის, რაც მომწონს, ეს არის ის, რისი კეთებაც მინდა მთელი ცხოვრება“, - ამბობს გოგონა.

north-west-performs-summer-smash-130764995-1788863830.webp

kim-kardashian-kanye-wests-daughter-130845945-1788863830.webpimages-3-1788863830.jfifimages-4-1788863830.jfif

images-5-1788864583.jfif

ყოფილი წყვილი 2021 წელს დაშორდა, განქორწინება კი 2022 წელს დასრულდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ — ნორთი, საინტი, ჩიკაგო და ფსალმი.

kanye-west-north-090626-fd22d66fe5354ec8932145cb2e32caf7-1788863830.webp

კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის ქალიშვილი 13 წლის გახდა - ერთ-ერთ ყველაზე მდიდარი ბავშვის დღეობა შავი ტორტით და ეპატაჟური სტილი
მე მომწონს სიშიშვლე... მეშინია, რომ არასდროს მიმიღებენ, არასდროს მაღიარებენ... - ბიანკა ცენსორის სკანდალური წერილი