"მე მომწონს სიშიშვლე... მეშინია, რომ არასდროს მიმიღებენ, არასდროს მაღიარებენ..." - ბიანკა ცენსორის სკანდალური წერილი - მშობლები

"მე მომწონს სიშიშვლე... მეშინია, რომ არასდროს მიმიღებენ, არასდროს მაღიარებენ..." - ბიანკა ცენსორის სკანდალური წერილი

2026-09-03 11:18:48+04:00

კანიე უესტის მეუღლემ, ბიანკა ცენსორიმ, რომელსაც ინტერვიუ სთხოვეს, მოთხოვნის საპასუხოდ ჟურნალ Welcome-სთვის ესე დაწერა. მასში ისაუბრა საჯარო შიშვლის სიყვარულზე და ახსნა, თუ რატომ არ ესაუბრება ჟურნალისტებს.

31 წლის ცენსორი წუხს, რომ რეგულარულად აწყდება მიკერძოებას, რადგან მედიას მისი პიროვნება დაჰყავს უესტთან ერთად მის სკანდალურ ნახევრად შიშველ საჯარო გამოჩენებამდე. მან მაგალითად მოიყვანა მისი ახალი გამოფენის საჯაროდ გაშუქების მცდელობა, რომელიც მედიამ საბოლოოდ დაიყვანა იმის განხილვამდე, თუ რა „ეცვა და რა არა“. „რა თქმა უნდა, ასეც მოხდა“, - დაასკვნა ცენსორიმ.

მან განაგრძო მტკიცება, რომ საზოგადოება ქალებისგან „სოციალურად მისაღები თვითაღქმის ვიწრო დიაპაზონში არსებობას“ მოელის. „წითელ ხალიჩაზე შიშველი ყოფნა არ არის ნორმალური. მაგრამ ასევე არანორმალურია ბევრი სხვა რამ, აბაზანაში სიშიშვლის გარდა. სხვათა შორის, მე ორივე მომწონს“, - განაცხადა ბიანკამ.

ცენსორიმ აღნიშნა, რომ ხშირად განიცდის პოლარიზებულ ემოციებს და ზოგჯერ თავს „სამყაროს ცენტრად“ გრძნობს, ზოგჯერ კი „აბსოლუტურ სიცარიელედ“. „თავს ქმრის მკერდზე ვდებ, რადგან მისი მტკივანი მხარი მახსენდება, ცრემლები ღაპაღუპით მომდის და ვეკითხები, ღირს თუ არა ეს ყველაფერი ამად. ასეთ მომენტებში სამყარო ცარიელი მეჩვენება - უდაბნოსავით და მეშინია, რომ არასდროს მიმიღებენ, არასდროს მაღიარებენ“.

ცენსორიმ ასევე განაცხადა, რომ ჟურნალისტები რეგულარულად სთხოვენ მას „ოჯახური თერაპიის სესიის ჩატარებას კამერასთან“ და ანალოგია გაავლო ინტერვიუებსა და კუბოს შორის, რადგან სწორედ ასე სამუდამოდ ბეჭდავს და აფიქსირებს მსგავი ინტერვიუები ადამიანის პიროვნებას და იმიჯს სამუდამოდ, ერთ პოზიციაში. ამ მიზეზით, მან თავისი მანიფესტი ასე დაასრულა: „არა, ინტერვიუებს არ მოგცემთ“.

ბიანკა ცენსორი ცნობილია თავისი პროვოკაციული გარეგნობით. ინტერნეტში დიდი ხანია ვრცელდება ჭორები, რომ ბიანკა სრულად კონტროლდება და ემოციურად „დამონებულია“ რეპერის მიერ, რომელმაც ადრე ღიად აღიარა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

კანიე უესტი და ბიანკა ცენსორი 2022 წლიდან დაქორწინებულები არიან. რეპერი მანამდე რვა წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული კიმ კარდაშიანზე; მათ ოთხი შვილი ჰყავთ.

კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის 13 წლის ქალიშვილმა კვლავ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება
21-ე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს არტისტად აღიარებული კანიე უესტის ცხოვრება - როგორ იქცა ნიჭიერი ბიჭი კარგი განათლებით, სკანდალურ რეპერად
ვერ ვიტან ქალზე ტანსაცმელს! იარეთ ვახშამზე საცურაო კოსტიუმითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით - კანიე უესტის მორიგი სკანდალური განცხადებები და შეურაცხყოფის კასკადი კიმ კარდაშიანის, ტეილორ სვიფტისა და მადონას მისამართით