"2 წლის ბავშვი, რომელიც ბაღში საღ-სალამათი მიიყვანეს, უცბად გარდაიცვალა... დედამ დაიწყო ბრძოლა, ბევრი საეჭვო გარემოებაა" - რას ჰყვება ეკა ბესელია ახალციხის საბავშვო ბაღში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე? - მშობლები

"2 წლის ბავშვი, რომელიც ბაღში საღ-სალამათი მიიყვანეს, უცბად გარდაიცვალა... დედამ დაიწყო ბრძოლა, ბევრი საეჭვო გარემოებაა" - რას ჰყვება ეკა ბესელია ახალციხის საბავშვო ბაღში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე?

2026-09-19 17:55:02+04:00

"მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ისაუბრა იმაზე, რომ სკოლამდელი დაწესებულებების უსაფრთხოებისა და კვების საკითხებში პასუხისმგებლობა სხვადასხვა უწყებაზეა გადანაწილებული, თუმცა პროცესში პარლამენტს განსაკუთრებული როლი აქვს. თემაზე საუბრისას მან ასევე გაიხსენა ახალციხეში მომხდარი ტრაგიკული ფაქტი, სადაც 2025 წელს კერძო ბაგა-ბაღში ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ეძინა, როდესაც აღმზრდელმა დახედა და გარდაცვლილი დახვდა.

"ერთ-ერთი საქმე გვაქვს იურისტების ჯგუფს - ახალციხის ერთ-ერთ ბაღში 2 წლის დაჩი გარდაიცვალა ძალიან ტრაგიკულად. ბავშვი, რომელიც ბაღში საღ-სალამათი მიიყვანეს, უცბად გარდაიცვალა. ახლა გამოძიება განახლდა. რა გვაჩვენა ამ ისტორიამ? - რეგიონებში კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა: არანაირი სტანდარტი, არანაირი სამედიცინო გარანტიები და არანაირი უსაფრთხოების გარანტიები.

ეს საქმე გვაქვს ჩვენ. მომხდარიდან დაახლოებით ერთი წელია გასული. გამოძიება შეწყვიტეს და დედამ დაიწყო ბრძოლა. დედამ საოცარი სიმტკიცე გამოიჩინა, რომელიც დაგვიკავშირდა. გაჩერებული გამოძიების მასალებს რომ გადავხედე, ძალიან ბევრი საეჭვო გარემოება აღმოჩნდა იქ - ერთნაირი ჩვენებები, გაურკვეველი ექსპერტიზის დასკვნა, ბევრი ბუნდოვანი კითხვა. დედა არ ეთანხმება დასკვნას. განაგრძეთ კითხვა

ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტ ბავშვს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა - ჯანდაცვის მინისტრი
როგორც მშობლები გამოვკითხეთ, ბავშვებს ღებინება საღამოს საათებში დაეწყოთ, ყველა საჯარო ბაღიდან არის...” - რა ვითარებაა ამჟამად კლინიკებში, სადაც ინტოქსიკაციით ბაღის ბავშვები გადაიყვანეს