"მძღოლია და ბავშვი დაჰყავდა რაიონში წრეზე..." - არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 70 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს - მშობლები

"მძღოლია და ბავშვი დაჰყავდა რაიონში წრეზე..." - არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 70 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს

2026-09-21 15:14:36+04:00

მთავარი არხის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 70 წლამდე ასაკის კაცი, მეზობელზე, 14 წლამდე ასაკის გოგონაზე სექსუალურად ძალადობდა. კაცი ტაქსის მძღოლია.

"არასრულწლოვანი და 70 წლამდე ასაკის მამაკაცი ტყესთან ახლოს ნახა მონადირემ. ეს მამაკაცი არის ტაქსის მძღოლი და ბავშვი დაჰყავდა რაიონში წრეზე, ეს მამკაცი არის მეზობელი ამ ბავშვის. მას შემდეგ რაც მონადირებ აღნიშნული ნახა, მანქანით გამოედევნა და მოადგა ამ კაცს ბირჟაზე, სადაც სახალხოდ თქვა ფაქტი. მამაკაცმა სავარაუდოდ უარყო და გაიქცა. შემდეგ ხალხმა თქვა რომ ხედავდნენ როგორ ელოდებოდა მამაკაცი ამ ბავშვს სოფლის კალონკაზე და მიყავდა. " იხილეთ ვრცლად

ვლადიკავკაზში პედოფილიაში მხილებულ ბავშვთა ფსიქოლოგს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - 49 წლის კაცი სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობდა...
პედოფილების ამოცნობა ასეთი მარტივი რომ იყოს, ამდენი შემთხვევა არ გვექნებოდა - რა უნდა ასწავლოთ ბავშვებს, რომ სექსუალური ძალადობისგან დაიცვათ