"ასე გადავწყვიტე, კარიერა გვერდზე გადავდე და არ მყოლია არც ერთი დღე ძიძა, სულ ჩვენთან არის ბავშვი, დედ-მამასთან. არასოდეს არ დარჩენილა სხვასთან..." - ნატალია ქუთათელაძე დედობაზე და სხვა პირად ამბებზე - მშობლები

"ასე გადავწყვიტე, კარიერა გვერდზე გადავდე და არ მყოლია არც ერთი დღე ძიძა, სულ ჩვენთან არის ბავშვი, დედ-მამასთან. არასოდეს არ დარჩენილა სხვასთან..." - ნატალია ქუთათელაძე დედობაზე და სხვა პირად ამბებზე

2026-09-22 10:44:29+04:00

პირველი სტუდია • Pirveli Studia-ში ეკა ჩხეიძის სტუმარი ნატალია ქუთათელაძე იყო, რომელმაც ბევრ საინტერესო თემაზე გულწრფელად ისაუბრა.

დედობა

- უკვე დავიღალე მგონი და სხვებიც დავღალე, იმიტომ რომ ვცდილობ ყველაფერი სწორად გავაკეთო და მგონი ცოტა ზედმეტი მომდის. მაგაზეც ძაან ბევრს ვმუშაობ ჩემს თავზე, რომ ზედმეტი არ დამემართოს. კონტროლს არ ვგულისხმობ.უფრო - შეცდომა არ დავუშვა... ვიცი, რომ დავუშვებ შეცდომებს, მაგრამ მაინც ვცდილობ მინიმუმამდე დავიყვანო... თუ არის რაღაცა ლიტერატურა, აუცილებლად მინდა, რომ მქონდეს. დავიხმარო ფსიქოლოგი, გავიარო მასთან კონსულტაცია.მამაჩემი რომ გარდაიცვალა, არ ვიცოდი სანდროსთვის ეს როგორ მეთქვა და დამჭირდა ამ ადამიანების დახმარება. და ვერ ვხვდები, რატოა ესვთქვათ საქილიკო ან საპრობლემო? რატოა ეს ზედმეტი? არ ჯობია, რომ ჯანსაღადმივაწოდო ეს ინფორმაცია, ვიდრე მერე ამან უარყოფითი შედეგი გამოიღოს? ასეთ რაღაცეებს ვგულისხმობ, თორემ მართლა ყოველდღე კი არ ვეძებ წიგნის სარჩევში, რა როგორ... დამყავს სანდრო ქცევითი თერაპიის ჯგუფურ წრეებზე. შეიძლება კონკრეტული საჭიროება არ ყოფილიყო, მაგრამ რატომაც არა, თუ შეიძლება, რომ ეს დაეხმაროს მას? ასე ვარ - რატომაც არა? ყველაფერზე ვამბობ, რომ თუ შესაძლებელია მინიმუმამდე დავიყვანო, ლაპარაკია ფუნდამენტურ შეცდომებზე, რომელიც შეიძლება უბრალოდ არცოდნისგან დაგემართოს... თორემ ყველა მშობელს უყვარს თავისი შვილი, მაგრამ ხანდახან ამ სიყვარულით მოგვდის ხოლმე ზუსტად ეს რაღაც შეცდომები, რომელიც მერე არ მინდა, რომ დიდ ასაკში გამოვლინდეს... შეცდომის მეტი რა არის, ალბათ უკვე ძაან ბევრი მაქვს დაშვებული და კიდევ მილიონს დავუშვებ და პირიქით, ვფიქრობ, რომ შეცდომაზე ფანტასტიური არაფერი არ არის ამ ცხოვრებაში, ის შეცდომაა ზუსტად ის გამოცდილება, რომელიც მერე ბევრად უფრო გზრდის...

811028616-18628865425021312-2080909128441563033-n-1789981731..jpg

ემოციურად ძალიან შემცვალა დედობამ, უფრო ფრთხილი გავხდი. აი ხანდახან ვამბობ, რომ უკვე დავბერდი. ადრე ძაან რისკიანი ვიყავი, ყველაფრის მოსინჯვა მინდოდა, არ ვუშინდებოდი არაფერს, ახლა უფრო ფრთხილი გავხდი.

ჩემი სიმღერა შეიცვალა თუ არა დედობასთან ერთად, არ დავკვირვებივარ, მაგრამ პირადად როცა მას ვუმღერი, იმ "იავნანას", რომელსაც დედაჩემი მიმღეროდა, ისე გული მიჩუყდება, რომ ვერ ვამთავრებ...

სანდროს დაბადებამ პირველ რიგში ალბათ ეგ შეცვალა, რომ რაღაცნაირად პრიორიტეტები დამერღვა და მე მგონია, რომ მეც მაგ პერიოდში ცოტა დავკარგე ჩემი თავი იმ თვალსაზრისით, რომ საყრდენი გამომეცალა. თუ აქამდე იყო კარიერა, სწავლა, პროფესია, მერე რაღაცნაირად სანდრომ ისე გადაატრიალა ეს ყველაფერი, რომ საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა და დღემდე მგონია, რომ მაგ ეტაპს გავდივარ. იმდენად მნიშვნელოვანია დაბადებიდან, ნულიდან სამ წლამდე ადამიანის ჩამოყალიბებისთვის ეს პერიოდი, რომ ვთქვი, თავიდან მაინც ბოლომდე დავუთმობ ჩემს თავს და მერე უკვე რაღაცებს გავაგრძელებ სხვანაირად. ეგრეც მოხდა. არ მყოლია არც ერთი დღე ძიძა, სულ ჩვენთან არის ბავშვი, დედ-მამასთან. არასოდეს თითქმის არ დარჩენილა სხვასთან, სულ ჩვენთან არის. მე მგონია, რომ მთავარი საფუძველი რაღაცნაირად ჩავყარეთ და ნელ-ნელა ახლა რაღაცნაირად უკვე ჩემ თავზე ვმუშაობ, რომ ცოტა დავუბრუნდე ჩემს პროფესიას, რაც სამწუხაროდ მოითხოვს დისტანცირებას, სულ სადღაც შორს ყოფნას, ვგულისხმობ სხვა ქვეყანაში, თან საკმაოდ დიდი ხნით... ეგ ძაან მიჭირს... როცა შემიძლია, დამყავს სულ თან, იმიტომ რომ ჩემი მეუღლეც ძაან ჩართულია და ჩვენ ერთად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ერთად ვიყოთ სხვა ქვეყანაში... ამ პროფესიაში იმდენად დიდია კონკურენცია, ჩემი ასაკი უკვე აღარ არის ახალგაზრდა ასაკი, ამ დროს უკვე ძაან დატვირთული უნდა ვიყო და ახლა რაღაცნაირად ვცდილობ, რომ დავეწიო.

natalikoo-3-1790064524.jpg

სანდროს მამის მხრიდანაც არაჩვეულებრივი გენეტიკა აქვს. მთელი ჯაფარიძეები მღერიან თან ისე, გამორჩეულად და ძაან ვამაყობ ამით. ამიტომ არ არის გასაკვირი მინიმუმ სმენა მაინც რომ აქვს. მომავალში მერე რას იზამს არ ვიცი, ეგ აბსოლუტურად მისი გადასაწყვეტია.

რეპერტუარს რაც შეეხება, ვერ ვიტყვი ხმამაღლა (იცინის)... შარშან ზაფხულში მისი ყველაზე საყვარელი სიმღერა, რომელსაც ნონსტოპ უსმენდა, იყო "დარიდური"... ახლა უკვე ის ეტაპი აქვს, რომ გიჟდება მაგალითად ჯემიროქუაიზე და ჯექსონზე. ჩემი საყვარელი მომღერლები იყვნენ ბავშვობის და ეტყობა გადავდე მასაც იმდენად, რომ ჯემიროქუაის კონცერტზე წავიყვანეთ, დავასწარით და აღფრთოვანებული იყო. ახლა ითხოვს, რომმისნაირი ქუდი და კედები უნდა... დიდი ბებიის და ბებიის სიმღერებს სახლში ისედაც უსმენს, ხანდახან რეპეტიციებზეც დამყავს, როცა ვერ ვტოვებ და ამაში იზრდება, ეს მისი ნაწილია...

ნანი

თუ ის იყო აქამდე ჩემი მზრუნველი, ახლა მე ვარ მისი მზრუნველი და თვითონ ძალიან წუხს, რომ არ შეუძლია, ფიზიკურად, რა თქმა უნდა, არ შეუძლია, რომ, აი, მაგალითად, სანდროს ისე მოუაროს, რომ თავისუფლად მასთან დავტოვო. თუმცა ხშირად ნანისთან ვტოვებ სანდროს. ჩვენ დამხმარე არაჩვეულებრივი ნათია გვყავს, ჩვენი ოჯახის წევრი, რომელიც იქ არის. ძირითადად ნათია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნანისთან ეს ბავშვის მიყვანა და დატოვება არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი, იმიტომ, რომ ის მას ეურთიერთება, ეკონტაქტება, რაღაცეებს საუბრობენ, შეიძლება ითამაშონ...

ახლა, რასაკვირველია, ეკა არის ძირითადად მასზე მზრუნველი... ხანდახან წამოცდება ხოლმე, „დედას ვეძახი ეკასო“, იმიტომ, რომ ძალიან მზრუნველია ეკა, არაჩვეულებრივი შვილია და შეიძლება ითქვას, რომ ნანის ცხოვრებით ცხოვრობს.

natalia1.jpgnatali-15-1755154089.jpg

ჩვენ ახლა ყველანი — ჩემი ძმებიც, ყველანი, მართლა მთელი ჩემი ოჯახი ვართ მობილიზებულები იმაზე, რომ ნანის ვემსახუროთ, ნანი იყოს კარგად. შეიძლება ნანიმ რომ ეს მოისმინოს, რაღაცა ეჭვი შეეპაროს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად, მაგალითად, მარტოა სახლში, იმიტომ რომ, ამითაც, მგონია, რომ გაუაზრებლად ჩვენ გვეხმარება, იმდენად არ სჭირდება ფიზიკურად ჯერჯერობით არავის დახმარება. ახლა ეკა, მაგალითად, საზღვარგარეთ არის და ნანი მარტოა ღამე და მე კატეგორიულად არ მიშვებს. მგონია, რომ ამით თავსაც ამხნევებს, რომ შეუძლია მარტო ყოფნა...

მაგრამ მისი ყველაზე არაჩვეულებრივი თვისება არის ის, რომ ამ ასაკში, 90 წლის ასაკში, მაინც ახალგაზრდაა. მის გამოხედვაში არის რაღაც სხივი. სულ ფორმაშია, სულ სამომავლო გეგმები აქვს, შორეული. ზუსტად ეგ არის მისი მთავარი ჯადოსნობა, რომელიც ამ ყოველდღიურობას აძლებინებს და ახანგრძლივებს და პლიუს აძლევს ენერგიას, მოტივაცია აქვს. და, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებთან ურთიერთობაც, რაც ბუნებრივად და არაჩვეულებრივად გამოსდის და უყვარს და მათაც უყვართ...

ნანი ცხოვრობს დღევანდელი დღით. მე, რა თქმა უნდა, ამას ვერ მივაღწიე ასე და ვერ გავითავისე ეგრე ძალიან. უგეგმოდ არ არსებობს ადამიანი, მაგრამ აი, ეს მომავლის შფოთი და მომავალზე ნერვიულობა არ არსებობს ჩვენს ოჯახში. ეს შეიძლება პროფესიიდან გამომდინარეც არის, მაგრამ, პრინციპში, ეს მაინც ცხოვრების სტილია. ამიტომ ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ იცხოვრეთ დღევანდელი დღით — ფიქრით, მოქმედებით...

და კიდევ ძალიან რაც მომწონს ნანიში — ჯერ ერთი, არანორმალურად ღმერთის სწამს და ცხოვრობს ასე. ყოველ წუთას ამბობს, „მე არასოდეს მარტო არა ვარ, იმიტომ რომ ყოველთვის ჩემ გვერდით არის ღმერთი“, და ეგეთივე მადლიერია, შესაბამისად. მართლა თვალნათელია მისი მადლიერება და ასევე ის, რასაც ეს სამყარო და ღმერთი მას უბრუნებს. ასეთი რწმენა აქვს მას.

მამა

ძალიან ვგავარ მამაჩემს, მე მგონი, ყველანაირად, აბსოლუტურად. ამ ბოლოსაც, ავად რომ იყო, ვუყურებდი მის ხელებს, ფეხებს... არანორმალური მსგავსება მაქვს. ხასიათითაც ძალიან ქუთათელაძე ვარ და მათი ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრის, გენეტიკის პირველ რიგში, იმიტომ რომ რაღაცა კარგი შერწყმა მოხდა. ძალიან მუსიკალური ადამიანი იყო, უკრავდა არაჩვეულებრივად. უფრო ჯაზი იყო მისი ყველაზე საყვარელი სფერო — და სასაუბროც და მოსასმენიც. სახლში რომ მიხვიდოდი, მარტო ჯაზი ჩართული...

ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, ძალიან განათლებული. ახლა ვნანობ, რომ უფრო მეტი დრო არ გავატარე მასთან ერთად, აურაცხელი რაოდენობის ინფორმაცია ჰქონდა. შეიძლება ადამიანი ნაკითხი იყო, მაგრამ კიდევ რაღაცა სხვა ჰქონდა, აზროვნებაში ისეთი, რომ ძალიან საინტერესოდ შეეძლო ეს მისი ცოდნა ყოფით რაღაცებში გადმოეტანა რჩევის სახით.

natalia-1767605017.png

არაჩვეულებრივი მრჩეველი იყო... კრიტიკული არ იყო ჩემ მიმართ. რაღაცებს მეუბნებოდა: „მამიკო, ხო იცი შენ ახლა, ნუ გეშინია, ხო იცი, მაინც რაღაცა ტაში გექნება“. „ნუ შეგეშინდება“, მეუბნებოდა... მაგაზე მეტი კეთილის მსურველი არ ვიცი, ვინ შეიძლებოდა რომ ყოლოდა. აი, ისეთ რჩევას მოგცემდა... ისევ შენთვის. და ერთხელ იცით რა მითხრა? და აი, ახლა რაღაცას რომ ვამბობდი, რომ ფსიქოანალიზი და ეს კარიერა, კითხვები... მაგას გავაკეთებ აუცილებლად ჩემს შვილთან: "აი, რომ დაგინახო, რომელიღაცა თეატრის გუნდის ბოლო რიგში, იცოდე, რომ ყველაზე ამაყი ვიქნები შენითო“.

და იცით, რა მოხდა მაგ დროს? 200 კილო პასუხისმგებლობა უცებ მომეხსნა...

რომ არა სიმღერა...

არაჩვეულებრივი დამლაგებელი ვარ, ისეთი, რომ აღფრთოვანებული ვარ მე თვითონ საკუთარი თავით. რაღაცა პრიზი რომ არსებობდეს, თამამად ამ პრიზს ავიღებდი.ოღონდ ეგეც ცოტა ჰიპერკონტროლის ნაწილია, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა იყოს დალაგებული და მერე ვარ მშვიდად. რაღაცა რომ ირევა, მერე მეც ვირევი და არა მგონია, ეგ მთლად ჯანსაღი იყოს.

მიფიქრია, რომ, აი, მაგალითად, სასტუმროებში, რომელშიც ძალიან მიჭირს გაჩერება, როგორიც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ სულ რაღაცას ვეძებ და ვპოულობ, შემიძლია ვიყო არაჩვეულებრივი ჰაუსკიპინგის უფროსი (იცინის).

ასმაგად მაქვს მის მიმართ პატივისცემა, რადგან ყველაფერი ისწავლა, თავისი თავისგან იდეალურთან მიახლოებული ვერსია გამოიყვანა... არ წარმოგიდგენიათ, სარკესთან რამდენ ხანს ატარებს... - ნატალია ქუთათელაძე ნანი ბრეგვაძის სტილის საიდუმლოებებზე
ძალიან ბევრს ვშრომობ, რომ არ ვიყო უცოდინარი დედა და ნაკლები შეცდომა დავუშვა... მგონია, რომ უნდა იცოდე შვილის გაზრდა. გარდა იმ ინსტინქტებისა, რაც ისედაც გაქვს, როცა მშობელი ხდები... - ნატალია ქუთათელაძე