"იმ პერიოდში ჩემს თავსაც ვადანაშაულებდი, რომ მე უნდა დამმართნოდა რაღაცა და მაგან თავის თავზე აიღო... ეს გრძნობა სულ დამყვება..." - ჯანეტ ქერდიყოშვილის ემოციური მოგონება გარდაცვლილ დაზე - მშობლები

"იმ პერიოდში ჩემს თავსაც ვადანაშაულებდი, რომ მე უნდა დამმართნოდა რაღაცა და მან თავის თავზე აიღო... ეს გრძნობა სულ დამყვება..." - ჯანეტ ქერდიყოშვილის ემოციური მოგონება გარდაცვლილ დაზე

2026-09-22 09:55:05+04:00

როგორც ნოე სულაბერიძის გადაცემის ანონსიდან ირკვევა, მისი გადაცემის მორიგი სტუმარი მისი მეუღლე იქნება - ყოფილი "მის საქართველო" და სამი შვილის დედა, ტელეწამყვანი ჯანეტ ქერდიყოშვილი.

ანონსში ვიგებთ, რომ ერთ-ერთი თემა ჯანეტის ნაადრევად გარდაცვლილ დას, ანეტს უკავშირდება. ამ თემას ჯანეტი ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს:

- როდესაც ის ჩვენ დავკარგეთ, უბედური შემთხვევის გამო, იმ პერიოდში თითქოს ჩემს თავსაც ვადანაშაულებდი, რომ მე უნდა დამმართნოდა რაღაცა და მაგან თავის თავზე აიღო... ეს გრძნობა სულ მაქვს... სულ დამყვება...

ჯანეტს ადრეც უსაუბრია ამ თემაზე. ტრაგედია 15 წლის წინ მოხდა და ოჯახი გამუდმებით იკრიბება დაღუპული გოგონას საფლავზე, სადაც ჯანეტის შვილებს ყვავილები მიაქვთ.

snapinsta-1696701343-1790057487.app_386476882_636228568550035_4180159369784004305_n_1290.jpg

პატარა ანეტა ტრაგიკულად სწორედ იმ დღეებში გარდაიცვალა, როდესაც ჯანეტ ქერდიყოშვილი "მის საქართველო" გახდა. წლების წინ ინტერვიუში ამ ფაქტს ასე იხსენებდა მოდელი:

"კონკურსში გამარჯვებიდან მესამე დღეს ჩემს ოჯახს ჟურნალისტების მთელი არმია შემოესია. გაიგეს, რომ რუსეთის მოქალაქე ვიყავი და კომენტარს გვთხოვდნენ ამ თემასთან დაკავშირებით... ჩემს პატარა დას ვაფრთხილებდით, - ფანჯარასთან არ მიხვიდე, კარი არავის გაუღო-თქო. მესამე დღეს მე და დედა ქალაქში გავედით, ანეტასთან კი ჩემი ძმა დარჩა. თურმე ის მაღაზიაში, ტკბილეულის საყიდლად ჩასულა, ამ დროს კარზე ვიღაცას ზარი დაურეკავს და ანეტას ფანჯარაში გადაუხედავს, რომ ძმისთვის დაეძახა, მაგრამ როგორ ჩანს, წონასწორობა დაკარგა და გადმოვარდა...

დიდი ბედნიერების შემდეგ თავს მართლაც, ტრაგედია დაგვატყდა. ანეტა დედმამიშვილებს შორის ყველაზე პატარა იყო და ძალიან ვანებივრებდით. მისი გარდაცვალების შემდეგ "მის მსოფლიოს" კონკურსში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, მაგრამ ბოლოს, ისევ მის გამო გავემგზავრე: გავიხსენე, თუ როგორ იკეთებდა ჩემს ლენტს, რომელზეც "მის საქართველო" ეწერა; ამბობდა, - მე ვარ ანეტა ქერდიყოშვილი, "მის საქართველოო". მეკითხებოდა, - ინგლისში რომ წახვალ, ტელევიზორში ხომ გნახავო? მთხოვდა, კონკურსზე წასულს ტელეეკრანიდან მისთვის ხელი დამექნია...

janetd-1-1790057424.jpg
ჯანეტი ძმასთან და მშობლებთან ერთად

დღემდე არ მჯერა, რომ ჩემი დაიკო ჩემ გვერდით აღარაა. მისი გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა ჭორი, რომ ანეტა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იყო, იმ ბავშვის მარტო დატოვება არ შეიძლებოდაო. ეს აბსურდია. ანეტა ერთ-ერთ ქართულ სკოლაში დადიოდა! ალბათ, ჭორი იმიტომ გავრცელდა, რომ ქართულად ლაპარაკი უჭირდა".

დღე, რომელსაც ასე ველოდით - ემის გაქრისტიანება და ლილის დაბადების დღე - კადრები ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის შუათანა ქალიშვილის დღეობიდან და უმცროსის ნათლობიდან (ვიდეო)
ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მის საქართველო, რუსული შოუბიზნესის დაპყრობის მცდელობა და დიდი ტრაგედია... - ამბები და ფოტოები მშვენიერი ჯანეტ ქერდიყოშვილის კარიერიდან