- საერთოდ ვფიქრობ, რომ ძაან ემოციური ადამიანი არ ვარ. ხანდახან მიჭირს ემოციების გამოხატვა, მაგრამ... როცა მითხრეს, რომ ახალგაზრდული ნაკრები მოდიოდა ჩვენთან, ძალიან გამიხარდა. ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი თოკოს, იმიტომ რომ ჩემი გაზრდილივითაა და როცა დავინახე, რომ ავტობუსი მოვიდა, უკვე პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელიც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს... სიამაყით ივსები და ვხვდები, რომ შენი ძმა სწორად შრომობს, სწორად აკეთებს რაღაცებს და მისი წარმატება ჩემზე ალბათ ასჯერ მეტად გამიხარდება და იმედი მაქვს, საქართველოს ეყოლება ნიჭიერი ფეხბურთელი და ძაან ამაყი ვარ ჩემი ძმით.