„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად მივიდა ნოდარ დუმბაძის მეუღლის, ნანული გუგუნავას სამძიმარზე. სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.
ნანული გუგუნავა 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ნოდარ დუმბაძის გვერდით დღეს დაკრძალეს.


