ალა პუგაჩოვას შვილიშვილი რუსეთ-უკრაინის ომში იბრძვის? - "ეს ალასთვის სილის გაწვნაა!" - მშობლები

ალა პუგაჩოვას შვილიშვილი რუსეთ-უკრაინის ომში იბრძვის? - "ეს ალასთვის სილის გაწვნაა!"

2026-09-26 10:06:44+04:00

ალა პუგაჩოვას ოჯახის გარშემო ახალი ხმაურიანი ინფორმაცია გავრცელდა. რუსული მედიის ცნობით, პუგაჩოვას ქალიშვილის, კრისტინა ორბაკაიტეს ერთ-ერთი ვაჟი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში მონაწილეობს. საუბარია 28 წლის დენი ბაისაროვზე — პუგაჩოვას შვილიშვილზე, რომელიც ბოლო წლებში საჯარო სივრცეს თითქმის მთლიანად ჩამოშორდა.

ინფორმაცია ვლადიმირ კისელიოვმა გაავრცელა. რუსი პროდიუსერის თქმით, კრისტინა ორბაკაიტეს ვაჟი რუსეთ-უკრაინის ომში იბრძვის.

კილისიოვს დენისის სახელი არ უთქვამს, თუმცა ორბაკაიტეს ორი ვაჟი ჰყავს: უფროსი ნიკიტა პრესნიაკოვი და უმცროსი დენი ბაისაროვი. ნიკიტა 2022 წლის შემდეგ აშშ-ში ცხოვრობს, მუსიკოსია და ხშირად ჩნდება სოციალურ სივრცეში. რის გამოც რუსულ მედიაში კისელიოვის განცხადება სწორედ დენისს დაუკავშირეს. დენისის შესახებ ინფორმაცია ბოლო პერიოდში მართლაც მწირია. ის რამდენიმე წელია აქტიურ სოციალურ ცხოვრებასა და საჯარო სივრცეს ერიდება.

დენის ბაისაროვის განსხვავებული გზა

დენისის ცხოვრების ისტორია განსხვავდება მისი ცნობილი ოჯახის სხვა წევრებისგან. მშობლების ხმაურიანი განქორწინების შემდეგ, ბავშვობაში ის კარგა ხანს ჩეჩენი მამის, ბიზნესმენ რუსლან ბაისაროვის ოჯახში გაიზარდა და გარკვეული პერიოდი ჩეჩნეთში ცხოვრობდა. მოზარდობისას მან სამხედრო მომზადებაც გაიარა ჩეჩნეთის კადეტთა კორპუსში.

3deni-1790403539.jpg

6deni-1790403539.jpg5deni-1790403539.jpg

956x662-0xc457nvfl-1986249106137768213-1790403885.jpg

2009 წელს დენისის საცხოვრებელთან დაკავშირებით მის მშობლებს შორის სასამართლო დავაც მიმდინარეობდა. საბოლოოდ, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და დენისს ორივე მშობელთან ცხოვრების შესაძლებლობა მიეცა.

სწორედ მისი სამხედრო გამოცდილება და რუსეთში დარჩენა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ახალი ინფორმაცია საზოგადოებისთვის განსაკუთრებით დამაინტრიგებელი აღმოჩნდა.

კადეტთა კორპუსის შემდეგ, დენიმ განათლება საზღვარგარეთ განაგრძო: ის დიდ ბრიტანეთში სწავლობდა, სადაც ბაკალავრის ხარისხი და შემდეგ მაგისტრის ხარისხი ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში მიიღო. 2021 წელს მოსკოვში დაბრუნდა და ღონისძიებების დაგეგმვასა და არტთერაპიას მიჰყო ხელი, ცდილობდა კარიერის დამოუკიდებლად აშენებას, ცნობილ სახელებზე დაყრდნობის გარეშე.

„ეს ცირკია და არა ოჯახი“

გარდა ამისა, დენი ბაისაროვს წარსულში მიაწერენ კიდევ ერთ ხმაურიან განცხადებას. არაერთ რუსულ გამოცემაში გავრცელდა ფრაზა:

„ეს ცირკია და არა ოჯახი. არ მინდა ამ ცირკის ნაწილი ვიყო, ვემიჯნები.“

images-1790403539.jfif1200-0-1628784032-8421-1790403539.webporiginal-1790403539.webp

ეს სიტყვები მას შემდეგ არაერთხელ გავრცელდა სხვადასხვა გამოცემაში და მოგვიანებით უკვე როგორც დენისის პირდაპირი განცხადება ისე იქნა წარმოდგენილი. თუმცა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, სად და როდის თქვა დენისმა ეს ცნობილი ფრაზა. ფაქტი ისაა, რომ ის არ გაჰყვა ოჯახის წევრებს საზღვრებს გარეთ და რუსეთში დარჩა. როგორც ცნობილია, ალა ქმარ-შვილთან ერთად ამჟამად კვიპროსში ცხოვრობს, კრისტინა ორბაკაიტე კი მესამე ქმართან და ქალიშვილთან ერთად ასევე ძირითად დროს საზღვრებს გარეთ ატარებს.

ისიც ფაქტია, რომ კრისტინა აგრძელებს შვილთან ურთიერთობას. ამ ზაფხულს ისინი არდადეგებს მონაკოში ერთად ატარებდნენ. აღფრთოვანებულმა ორბაკაიტემ გააზიარა ფოტოები, სადაც მომღიმარი დენი დედასა და ნახევარდასთანე რტად პოზირებს. თუმცა, ბაისაროვის ბებიასთან ურთიერთობის ხასიათი უცნობია. ალა პუგაჩოვას ეს თემა არასდროს წამოუჭრია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მომღერალი იშვიათად საუბრობს საკუთარ ოჯახზე.

1177x1200-1-746fb63fa69cb71e5d05bfd146c6f4711179x1202-0xtycbjmma-0142137581359927217-1790403885.jpg.webp

დენისი ბოლოს 2024 წელს გამოჩნდა საჯაროდ, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე, როგორც ეკონომისტი და ეროვნული ეკონომიკის განვითარებაზე სიტყვით გამოვიდა.

9deni-1790403539.jpg

ალა პუგაჩოვას უფროსი ქალიშვილის უდედოდ გატარებული ბავშვობა, ურთიერთობა ცირკის მსახიობ მამასთან, სამი შვილი და მესამე ქორწინებაში ნაპოვნი ბედნიერება - ამბები კრისტინა ორბაკაიტეზე
ისეთი განცდა მქონდა, თითქოს შვილიშვილები მეყოლა... ძალიან მინდა, მოვასწრო მათი აღზრდა - პუგაჩოვასა და გალკინის ტყუპი 13 წლის გახდა