"სულ რაღაც 10 წელი იყო ჩვენთან... ჩემი მფარველი ანგელოზი იყო... რთულ დაავადებას ვებრძოდი... თითქოს მე უნდა დამმართნოდა რაღაცა და მან თავის თავზე აიღო" - ჯანეტ ქერდიყოშვილი უმცროსი დის გარდაცვალებაზე - მშობლები

"სულ რაღაც 10 წელი იყო ჩვენთან... ჩემი მფარველი ანგელოზი იყო... რთულ დაავადებას ვებრძოდი... თითქოს მე უნდა დამმართნოდა რაღაცა და მან თავის თავზე აიღო" - ჯანეტ ქერდიყოშვილი უმცროსი დის გარდაცვალებაზე და ერთგულ ძმაზე

2026-09-28 00:25:32+04:00

ყოფილი "მის საქართველო" და სამი შვილის დედა ჯანეტ ქერდიყოშვილი თავის მეუღლეს - ნოე სულაბერიძეს სტუმრობდა გადაცემაში. ისაუბრა მშობლებზე, რომლებიც წარმოშობით აფხაზეთიდან იყვნენ, შემდეგ კი პეტერბურგში აღმოჩნდა ორივე, იქ შეხვდნენ ერთმანეთს და იქვე შექმნეს ოჯახი. ამ ქალაქში გაატარა ჯანეტმა ბავშვობა, თავის დედმამიშვილებთან ერთად. ისაუბრა და-ძმაზეც. ძმაზე, ჯეკოზე, რომელიც მისი დიდი მეგობარია დღემდე და ტრაგიკულად გარდაცვლილ უმცროს დაზე, ანეტზე, რომელიც მთელი ოჯახისთვის უდიდესი ტკივილია დღემდე:

janetd-1-1790057424.jpg

- ჯეკოსადმი სიყვარული ისეთი დიდია, რომ მიჭირს მაგაზე საუბარი... მართლა უნიკალური ბიჭია — ძალიან თბილი, გვერდში მდგომი, ნამდვილი გვერდში დგომა იცის და სიყვარულის გამოვლენა.მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, რომ ასეთი უნიკალურად კარგი ძმა მყავს.

janet33-1790541452.png

ზოგადად არ მიყვარს და ვერც ვსაუბრობ ანეტაზე, იმიტომ, რომ რთულია ეს თემა ჩემთვის და ჩვენი ოჯახისთვის. აუწერლად რთული...

ის იყო ჩვენთან სულ რაღაც 10 წელი და მე და მას შორის განსხვავებაც იყო 10 წელი. 10 წლის ვიყავი, როდესაც ანეტა გაჩნდა. და თან სახელს რომ დააკვირდე, ანუ დედამ თითქოს ერთი ასო — ჯ — გამოაცალა და დარჩა ანეტა — ჯანეტა და ანეტა... და ესეც, იცი, თითქოს რაღაცა... ახლა ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, თითქოს ამასაც ჰქონდა რაღაც თავისი დანიშნულება...

როდესაც ის ჩვენ დავკარგეთ უბედური შემთხვევის გამო, ის დარჩა ჩემი, ჩვენი ოჯახის ფარად და ანგელოზად, თითქოს პირადად ჩემი მფარველი ანგელოზი იყო — ანგელოზი, რომელმაც იქიდან წამომიყვანა, როდესაც რთულ დაავადებას ვებრძოდი...და მე მგონია, რომ... მგონია არა, ძალიან ხშირად მაგ პერიოდში ის მესიზმრებოდა. მასთან რაღაცნაირი საუბრები მქონდა, თითქოს. და ეს ჩემიდაავადებაც ზუსტად მაშინ ხდება, ანუ ერთი წლის თავზე... საბედნიეროდ, ღმერთს მადლობა, რომ ჩვენ ეს დავამარცხეთ. მაგრამ იმ პერიოდში თითქოს ჩემს თავსაც ვადანაშაულებდი, რომ თითქოს მე უნდა დამმართნოდა რაღაცა და მაგან თავის თავზე აიღო. არ ვიცი, ეს შეიძლება უბრალოდ ფიქრები, აზრებია და, რა თქმა უნდა, შეიძლება არ შეესაბამებოდეს სიმართლეს, მაგრამ ეს გრძნობა სულ მაქვს, სულ დამყვება, რომ თითქოს შეიძლება რაღაცაში მე ვიყოამ უბედურების დამნაშავე.

janet44-1790541451.png

ნოე:

- ...ჩვენს უფროს შვილს ანას მასთან ჩემთვის ამოუცნობი და მისტიური კავშირი აქვს.ანა ხშირად ამბობს ასეთ რამეს, არ ვიცი, იმ შთაბეჭდილების ქვეშაა, რომ ერთხელ ჯანეტმა ანეტკას შესახებ მოუყვა დაწვრილებით მისი არსებობის შესახებ, ის ხანდახან გვეუბნება, რომ მას ესაუბრება. მას ვერ ხედავს, მაგრამ რაღაცნაირად აღიქვამს და ესაუბრება და ეს განსაკუთრებულად ემოციურია. ვცდილობ ხოლმე, რომ ჩავეკითხო და რაღაცებს მეუბნება ხოლმე, მაგრამ მერე თემა გადააქვს.

ჯანეტი:

- ეთამაშება ამოცნობანას.დღეს ჯერ ანა ჩაჯდა მანქანაში და მერე მე ჩავჯექი, ერთ ხუთ წუთში, და აი, „ჩვენ ახლა მოვრჩითო ამოცნობანასო“. და უცებ ვერ მივხვდი, რაზე საუბრობდა, ვისზე... აი, ანეტკას ვეთამაშებოდიო... რაღაცას მე ვიგონებდი და ის მერე მპასუხობდაო. მართლა არსებობს ის, რასაც ჩვენ ვერ ვხსნით...

  • ჯანეტს ადრეც უსაუბრია ამ თემაზე. ტრაგედია 15 წლის წინ მოხდა და ოჯახი გამუდმებით იკრიბება დაღუპული გოგონას საფლავზე, სადაც ჯანეტის შვილებს ყვავილები მიაქვთ.
პატარა ანეტა ტრაგიკულად სწორედ იმ დღეებში გარდაიცვალა, როდესაც ჯანეტ ქერდიყოშვილი "მის საქართველო" გახდა. წლების წინ ინტერვიუში ამ ფაქტს ასე იხსენებდა მოდელი:

"კონკურსში გამარჯვებიდან მესამე დღეს ჩემს ოჯახს ჟურნალისტების მთელი არმია შემოესია. გაიგეს, რომ რუსეთის მოქალაქე ვიყავი და კომენტარს გვთხოვდნენ ამ თემასთან დაკავშირებით... ჩემს პატარა დას ვაფრთხილებდით, - ფანჯარასთან არ მიხვიდე, კარი არავის გაუღო-თქო. მესამე დღეს მე და დედა ქალაქში გავედით, ანეტასთან კი ჩემი ძმა დარჩა. თურმე ის მაღაზიაში, ტკბილეულის საყიდლად ჩასულა, ამ დროს კარზე ვიღაცას ზარი დაურეკავს და ანეტას ფანჯარაში გადაუხედავს, რომ ძმისთვის დაეძახა, მაგრამ როგორ ჩანს, წონასწორობა დაკარგა და გადმოვარდა...

დიდი ბედნიერების შემდეგ თავს მართლაც, ტრაგედია დაგვატყდა. ანეტა დედმამიშვილებს შორის ყველაზე პატარა იყო და ძალიან ვანებივრებდით. მისი გარდაცვალების შემდეგ "მის მსოფლიოს" კონკურსში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, მაგრამ ბოლოს, ისევ მის გამო გავემგზავრე: გავიხსენე, თუ როგორ იკეთებდა ჩემს ლენტს, რომელზეც "მის საქართველო" ეწერა; ამბობდა, - მე ვარ ანეტა ქერდიყოშვილი, "მის საქართველოო". მეკითხებოდა, - ინგლისში რომ წახვალ, ტელევიზორში ხომ გნახავო? მთხოვდა, კონკურსზე წასულს ტელეეკრანიდან მისთვის ხელი დამექნია...

დღემდე არ მჯერა, რომ ჩემი დაიკო ჩემ გვერდით აღარაა. მისი გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა ჭორი, რომ ანეტა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იყო, იმ ბავშვის მარტო დატოვება არ შეიძლებოდაო. ეს აბსურდია. ანეტა ერთ-ერთ ქართულ სკოლაში დადიოდა! ალბათ, ჭორი იმიტომ გავრცელდა, რომ ქართულად ლაპარაკი უჭირდა".

დღე, რომელსაც ასე ველოდით - ემის გაქრისტიანება და ლილის დაბადების დღე - კადრები ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის შუათანა ქალიშვილის დღეობიდან და უმცროსის ნათლობიდან (ვიდეო)
მთელი გააზრებული ცხოვრება ვოცნებობდი, რომ მყოლოდა თბილი, მყუდრო, ქართული ოჯახი, რომელიც დღეს მაქვს - ჯანეტ ქერდიყოშვილი
ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მის საქართველო, რუსული შოუბიზნესის დაპყრობის მცდელობა და დიდი ტრაგედია... - ამბები და ფოტოები მშვენიერი ჯანეტ ქერდიყოშვილის კარიერიდან