სინდი კროუფორდის ქალიშვილი პრესლის გარდაცვალებას გლოვობს და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში. მას ძმასთან მთელი ცხოვრება აკავშირებდა. ისინი ძალიან მეგობრობდნენ და ბავშვობიდან განუყრელები იყვნენ.
სინდი კროუფორდის ვაჟი 20 სექტემბერს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ახლობლები ამბობენ, რომ კაია და პრესლი უბრალოდ და-ძმაზე მეტი იყვნენ. მათ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და კაია განადგურებულია.



და-ძმა მალიბუში ერთად გაიზარდა და ბავშვობიდანვე ყურადღების ცენტრში იყვნენ ცნობილი მშობლების წყალობით. ოჯახის საჯაროობის მიუხედავად, და-ძმამ მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნა მჭიდრო კავშირი. პრესლის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჟესტიც კი აჩვენებდა, თუ რამდენად ახლოს იყვნენ ისინი - 2018 წელს მან უმცროსი დის სახელის ტატუ გაიკეთა.
ზრდასრულ ასაკშიც არ დაშორებულან; პირიქით, განაგრძობდნენ ერთმანეთის მხარდაჭერას და ხანდახან ერთად ჩნდებოდნენ სოციალურ ღონისძიებებზე. ორივე დედის კვალს გაჰყვა და ცხოვრება სამოდელო ინდუსტრიას მიუძღვნა. პრესლიმ კარიერა მოზარდობის ასაკში დაიწყო, ხოლო კაია მოგვიანებით გახდა თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა მოდელი და სამსახიობო კარიერა აირჩია.


ამ ფონზე განსაკუთრებით სიმბოლური იყო ოჯახის ერთობლივი მონაწილეობა სარეკლამო კამპანიაში. პრესლის გარდაცვალებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე სინდი კროუფორდმა ისაუბრა შვილებთან მუშაობაზე და აღიარა, რომ განსაკუთრებით აფასებდა მათ ურთიერთობას.
„ვფიქრობ, მშობელს არაფერი ეამაყება ისე, როგორც ის, რომ მის შვილებს ერთმანეთი უყვართ და ეძვირფასებათ“, - თქვა მოდელმა People-თან ინტერვიუში.
განსაკუთრებით ძნელია იმის ატანა, რომ ტრაგედიამდე სულ რაღაც რამდენიმე კვირით ადრე, კაიამ თავად საჯაროდ ისაუბრა პრესლის პრობლემებზე. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნებულ Vogue-ის ინტერვიუში მან ძმას „უდიდესი მასწავლებელი“ უწოდა და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იმოქმედა მისმა გულახდილობამ მთელ ოჯახზე.
პრესლი ბოლო წლებში ღიად საუბრობდა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და დამოკიდებულების პრობლემებზე. ის საუბრობდა დეპრესიაზე, პანიკურ შეტევებსა და ნარკომანიაზე, ასევე განიხილა მცდელობები, შეეცვალა ცხოვრება და დაეძლია დამოკიდებულება. 2025 წელს მან გამოუშვა პუბლიკაციების სერია, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ორშაბათები“, რომელიც ეძღვნებოდა ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას და თემებს, რომლებზეც ადამიანებს ღიად საუბარი უჭირთ.
კაიასთვის მისი გულწრფელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. მან თქვა, რომ ძმის ბრძოლების ყურებამ გავლენა მოახდინა მის ქცევაზე.
პრესლი 20 სექტემბერს სანტა მონიკაში, რეაბილიტაციის ცენტრში გარდაიცვალა. ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის ცნობით, გაკვეთა ჩატარდა, მაგრამ გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერ არ არის დადგენილი - ის დამატებით გამოკვლევას ელოდება. მედიაში ადრე გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დოზის გადაჭარბება იყო.
ოჯახთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ამჟამად ყველა ძალიან რთულ მდგომარეობაშია. სინდი და რენდი, მათი თქმით, მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ შვილს მხარი დაეჭირათ და პრობლემების მოგვარებაში დაეხმარონ. სინდი განსაკუთრებით ჩართული იყო ორივე ბავშვის ცხოვრებაში. ის არასდროს აცდენდა მნიშვნელოვან მოვლენებს, თვალყურს ადევნებდა კაიასა და პრესლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ცდილობდა, რთულ პერიოდში მათ გვერდით ყოფილიყო.