ამბობენ, რომ ეს საპატარძლო კაბა წლის ჰიტად იქცევა... - ფოტოები ვირუსულად ვრცელდება - მშობლები

ამბობენ, რომ ეს საპატარძლო კაბა წლის ჰიტად იქცევა... - ფოტოები ვირუსულად ვრცელდება

2026-09-29 00:12:44+04:00

„ეკრანიდან საკურთხევლამდე: ფილმების საკულტო საქორწინო კაბები“

სერიალ The Gentlemen-ის მეორე სეზონი ბევრი კუთხით აღმოჩნდა წარმატებული. მათ შორის, აღნიშნავენ საოცარ კოსტიუმებს, დეკორაციებს და ფერებს. მთავარი გმირის რჩეულის - ბელას (ბენედეტა პორკაროლის) საქორწინო კაბა კი უკვე ჰიტად იქცა. მინიმალისტური, მაგრამ ძალიან ეფექტური სილუეტი, რომელიც მოდაში დაბრუნდა — აბრეშუმის სატინის გრძელი, სხეულზე მომდგარი კაბა, დახურული წინა ნაწილი, ღია ზურგი და გრძელი მაქმანიანი ვუალი. კოსტიუმების დიზაინერმა ლულუ ბონტემპმა საბოლოო მოდელამდე დაახლოებით 20 კაბა მოსინჯა; საბოლოოდ კი სწორედ ამ მარტივმა column-silhouette-მა იმუშავა. კაბა Danielle Frankel-ის დიზაინია, ხოლო ვუალი — Claire Pettibone-ის.

იტალიურმა la Repubblica-მ მასზე უკვე დაწერა, როგორც იმ საქორწინო ლუქზე, რომელიც 2027 წლის პატარძლების ჰიტებში შეიძლება აღმოჩნდეს.

მაგრამ ბელას კაბა პირველი ნამდვილად არ არის.

825340573-1539280061565558-5810023106690927167-n-1790661091.jpg

827861522-1539280051565559-1998814968535718711-n-1790661092.jpg

828511994-1539280014898896-1717053053459042126-n-1790661092.jpg

825340744-1539279924898905-3349753703571672888-n-1790661091.jpg

ზოგიერთი საქორწინო კაბა მხოლოდ პერსონაჟის გარდერობის ნაწილია. ზოგი კი ეკრანზე გამოჩენისთანავე იმდენად ძლიერ ვიზუალურ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ საკუთარ ცხოვრებას იწყებს — ჩნდება ინტერნეტში, საქორწინო სალონების შეთავაზებებში და რეალური პატარძლების შთაგონების წყაროდ იქცევა.

10 გამორჩეული კაბა, რომლებმაც კინოდან რეალურ ცხოვრებაში გადაინაცვლეს

1. კერი ბრედშოუ - "სექსი დიდ ქალაქში" (2008)

თუ არსებობს ერთი ეკრანული საქორწინო კაბა, რომელსაც „საკულტოს“ სტატუსი ყველაზე მარტივად მიესადაგება, ეს კერი ბრედშოუს (სარა ჯესიკა პარკერის) კაბაა, რომელიც ვივიენ ვესტვუდმა შექმნა.

საინტერესოა, რომ დიზაინი თავდაპირველად Westwood-ის 2007 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში გამოჩნდა. ფილმისთვის გამოყენებულმა ვერსიამ კი საკუთარი ლეგენდა შექმნა. მოგვიანებით კაბის შთაგონებით დიზაინერმა სპეციალური კოლექციაც გამოუშვა, ხოლო მისი უფრო მოკლე ვერსია გაყიდვაში გამოსვლისას ძალიან სწრაფად გაიყიდა.

satc-220623-gettyimages-1438902969-1790661593.webp

2. ბელა სვენი - "ბინდი", 2011

გრძელი სახელოები, თითქმის მთლიანად დახურული წინა ნაწილი და გამჭვირვალე, დეტალურად დამუშავებული ზურგი — კაბა ერთდროულად მოკრძალებული და სექსუალურია.მისი მთავარი ეფექტი სწორედ კონტრასტია: „დაფარული“ წინ და მოულოდნელად ღია უკან. ეს ის ფორმულაა, რომელსაც დღესაც ხშირად ვხვდებით თანამედროვე საპატარძლო დიზაინში. კაბა ხელით იყო დამზადებული Carolina Herrera-ს ატელიეში. "ბინდის" ბელას (კრისტენ სტიუარტს) ის მართლაც საოცრად უხდებოდა.

twilight-wedding-1790661787.webp

images-1790661787.jfif

3. ჯულიეტი, "რეალური სიყვარული", 2003

კირა ნაიტლის გმირის - ჯულიეტის კაბა სრულიად სხვა კატეგორიაში გადის.ფაქიზი, ჰაეროვანი, თითქმის მოჩვენებითი ქსოვილი, ბუმბულის დეტალები და მსუბუქი მოსასხამი — ეს 2000-იანი წლების საპატარძლო სტილისერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მაგალითი.

კაბა სპეციალურად ფილმისთვის შეიქმნა და მის დიზაინში მთავარი იდეა იყო არა კლასიკური პრინცესული სილუეტი, არამედ რაღაც უფრო მსუბუქი, უცნაური და რომანტიკული.

60242f4b67d1e300113c550e-1790661974.webp

4. პრინცესა პატარძალი,1987

რობინ რაიტის გმირის საქორწინო კაბა თითქმის ილუსტრაციაა იმისა, რასაც ბავშვობაში „პრინცესის კაბას“ ვეძახდით: რბილი ფორმა, ისტორიული გავლენა, მარგალიტები და ძალიან რომანტიკული განწყობა. კოსტიუმების დიზაინერი Phyllis Dalton-ი იყო. ესკაბა დღემდე ჩნდება ყველაზე დასამახსოვრებელი კინო-ქორწილების სიებში.

2b0b9c360f89f196d593c84b345ff137-1790662286.jpg

cary-elwes-robin-wright-princess-bride-1790662286.webp

5. მარია — "მუსიკის ჰანგები", 1965

ზოგჯერ საკულტოდ სწორედ სიმარტივე იქცევა. მარიას (ჯულია ენდრიუსის) სპილოსძვლისფერი კაბა, მაღალი დახურული ყელით, კლასიკური სილუეტით და გრძელი ვუალი დღესაც საოცრად თანამედროვედ გამოიყურება.კაბა Dorothy Jeakins-ის მიერ იყო შექმნილი და 2013 წელს აუქციონზე $23,040-ად გაიყიდა.

marias-wedding-dress-sound-of-music-1790662482.png

6. ტოულა - "ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი", 2002

ტოულას (ნია ვარდალოსის) საქორწინო კაბა უზარმაზარი, მაქმანიანი და დეტალებით დატვირთულია.კაბა რეალურად დაახლოებით $2,000 ღირდა და კოსტიუმების დიზაინერმა Michael Clancy-მ ის ტორონტოს საპატარძლო კაბების შოურუმში იპოვა.

The Knot-ის შეფასებით, სწორედ ეს ზედმეტად მდიდრული, თითქმის კომიკური მაქსიმალიზმი აქცევს კაბას ფილმის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ საქორწინო ლუქად.

images-2-1790662672.jfif

7. ჯო სტოქტონი - "მხიარული სახე" (1957)

ოდრი ჰეპბერნის ბალერინას სტილის, მუხლს ქვემოთ სიგრძის საქორწინო კაბა Hubert de Givenchy-ს ეკუთვნოდა. მრავალფენიანი ტიული, მორგებული ზედა ნაწილი და საოცრად გამოკვეთილი ყელი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ცნობად 1950-იანი წლების საპატარძლო კაბად აქცევს.

audrey-hepburn-wedding-dr-1790663014.webp

audrey-hepburn-wedding-dress-1790663014.webp

8. ელი — "უბის წიგნაკი", 2004

ელის (რეიჩელ მაკადამსის) საქორწინო კაბა შეიძლება ერთი შეხედვით ყველაზე ნაკლებად „კინო-დრამატული“ იყოს, მაგრამ სწორედ ამიტომაც გახდა დასამახსოვრებელი. ვინტაჟური განწყობა, რბილი ქსოვილი და კლასიკური სილუეტი მას იმ ტიპის კაბად აქცევს, რომელიც თითქოს ძველი საოჯახო ალბომიდან არის ამოღებული.

16e0fba9a02c45896f9042e2bf19e5db-1790663183.jpg

062724-wedding-dress-notebook-lead-b5f9c2b72b9d49548ced70b75a8859b5-1790663183.jpg

9. არამინტა — "გიჟურად მდიდარი აზიელები", 2018

და შემდეგ მოდის სრულიად სხვა მასშტაბი.არამინტას (სონია მიზუნოს) ქორწილი და კაბა ამ ფილმის ცენტრალური ნაწილია. ფილმის კოსტიუმების დიზაინერმა Mary Vogt-მა Ralph & Russo-ს, Elie Saab-სა და Marchesa-ს ნამუშევრებთან ერთად უამრავი საერთაშორისო დიზაინერი ჩართო; Ralph Lauren-მა კი ფილმისთვის 30 კაბა გაგზავნა.

081418-crazy-rich-asians-wedding-dress-embed-869a081af5ae4064b66eabde8c10c9db-1790663462.jpg

images-3-1790663462.jfif

10. ბრიჯიტ ბარდო - და ღმერთმა შექმნა ქალი (1956)

ბრიჯიტ ბარდოს ეს კაბა პიერ ბალმანის ნამუშევარია და მსგავსია იმ კაბისა, რომელიც ბრიჯიტ ბარდომ 1951 წელს როჯერ ვადიმზე დაქორწინებისთვის აირჩია.

nssgclub-celebrities-best-wedding-dress-god-01-1790663920.jpg

10 საკულტო საქორწილო კაბა, რომლებიც მოდის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა

თანამედროვე კინოს ახალი სექსსიმბოლო თეო ჯეიმსი, რომელზეც მილიონობით ქალია შეყვარებული - ბრიტანელი ბერძნული ფესვებით და სამაგალითო მეოჯახე