დაკარგული ბიჭუნას საიდუმლო, რომელიც დნმ-ის ტესტმა 100 წლის შემდეგ გამოააშკარავა - ის შეცდომით სხვა მშობლებს გადასცეს - მშობლები

დაკარგული ბიჭუნას საიდუმლო, რომელიც დნმ-ის ტესტმა 100 წლის შემდეგ გამოააშკარავა - ის შეცდომით სხვა მშობლებს გადასცეს

2026-09-29 10:33:31+04:00

თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ამერიკაში ბობი დანბარის ამბავს დაკარგული ბავშვის სასწაულებრივ დაბრუნებას უწოდებდნენ. ოთხი წლის ბიჭი 1912 წელს უკვალოდ გაუჩინარდა, რვა თვის შემდეგ კი სხვა შტატში იპოვეს ბავშვი, რომელიც მას ჰგავდა. ოჯახმა ის, როგორც საკუთარი შვილის, ისე დაიბრუნა, სახლში წაიყვანა და ბობი დანბარის სახელით გაზარდა.

თუმცა თავიდანვე არსებობდა ერთი დიდი პრობლემა — ბავშვი მშობლებს ვერ ცნობდა, დედას კი თავდაპირველად ეჭვიც ეპარებოდა, რომ მის წინ ნამდვილად ღვიძლი შვილი იდგა.

საქმეს კიდევ უფრო ართულებდა მეორე ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ „ნაპოვნი ბობი“ სინამდვილეში მისი დაკარგული შვილი, ბრიუსი იყო.

სიმართლეს თითქმის 100 წელი დასჭირდა. საბოლოოდ საქმეში დნმ-ის კვლევა ჩაერთო და გაირკვა, რომ ბავშვი, რომელიც დანბარებმა გაზარდეს, მათთან ბიოლოგიურ ნათესაობაში არ იყო.

მაგრამ რა დაემართა ნამდვილ ბობი დანბარს?

ოთხი წლის ბიჭი უკვალოდ ქრება

1912 წლის 23 აგვისტოს დანბარების ოჯახი ლუიზიანაში, სუეიზის ტბაზე ისვენებდა.

32 წლის ბიზნესმენი პერსი დანბარი იქ ცოლთან, ლესისთან და ორ შვილთან — ოთხი წლის ბობისა და ორი წლის ალონზოსთან ერთად იმყოფებოდა.

607409fa-7286-4862-8b81-0ce86419e5a6-1790774018.png

ადგილი ჭაობიანი და ბავშვისთვის საკმაოდ სახიფათო იყო. ტბის მახლობლად ალიგატორებიც ბინადრობდნენ და ადგილობრივებმა იცოდნენ, რომ პატარები წყალთან უყურადღებოდ არ უნდა დაეტოვებინათ.

იმ დღეს ოჯახის მეგობარმა პოლ მაზიმ ბიჭები სათევზაოდ წაიყვანა.

უკან დაბრუნებისას პოლმა უმცროსი, ალონზო, მხრებზე შემოისვა და ქოხისკენ წავიდა. ბობი მათ უკან მოჰყვებოდა.

პოლმა ბიჭს ხუმრობით გასძახა:

— ფრთხილად, არ ჩამომრჩე!ბობიმ გაიცინა და რაღაც უპასუხა.ეს, სავარაუდოდ, უკანასკნელი სიტყვები იყო, რაც პოლმა ბავშვისგან გაიგონა.

რამდენიმე წუთში პოლმა ალონზო ქოხთან მიიყვანა. როდესაც დედამ იკითხა, სად იყო უფროსი შვილი, გაირკვა, რომ ბობი მათ უკან აღარ მოდიოდა.

დაიწყო მასშტაბური ძებნა.თავდაპირველად ოჯახი და მეგობრები ეძებდნენ. მალე მათ ასობით ადგილობრივი შეუერთდა.

ბობის ფეხსაცმლის ზომის შესაბამისი პატარა ნაკვალევი ქვიშიან ფერდობზე იპოვეს. კვალი რკინიგზის ლიანდაგებისკენ მიდიოდა, შემდეგ კი ქრებოდა.

ტბაც შეამოწმეს. ეძებდნენ ალიგატორის თავდასხმის კვალს, ბავშვის ტანსაცმელს, ჩალის ქუდს.

ვერაფერი იპოვეს.

ოჯახს ეჭვი გაუჩნდა, რომ ბობი შეიძლება ვინმეს გაეტაცებინა.

d414a004-1120-490b-8a05-9eba848143a5-1790776851.png

დასახელდა 6000 დოლარის ჯილდო და გავრცელდა დაკარგული ბავშვის დეტალური აღწერა: ღია ფერის თმა, ძალიან თეთრი კანი, დიდი მრგვალი თვალები და მარცხენა ფეხის დიდ თითზე ბავშვობაში მიღებული დამწვრობის ნაიარევი.

თვეები გადიოდა, მაგრამ ყველა კვალი ჩიხში შედიოდა.ნახევარი წლის შემდეგ ჯილდო გააუქმეს და გამოძიებაც პრაქტიკულად შეწყდა.

შემდეგ კი, 1913 წლის აპრილში, მისისიპიდან დეპეშა მოვიდა.

ბავშვი მოხეტიალე პიანინოს შემკეთებელთან

უილიამ უოლტერსი მოგზაური ხელოსანი იყო. ფერმიდან ფერმაში დადიოდა, ორღანებსა და პიანინოებს არემონტებდა და სადაც მოუხერხდებოდა, იქ ათევდა ღამეს.

ბოლო პერიოდში მასთან ერთად დაახლოებით ოთხი-ხუთი წლის ბიჭიც მოგზაურობდა.ადგილობრივები დაინტერესდნენ, ვინ იყო ბავშვი.

უოლტერსი სხვადასხვა დროს განსხვავებულ პასუხს იძლეოდა — ხან საკუთარ შვილად მოიხსენიებდა, ხან ნათესავად.როდესაც ადგილობრივებმა დაკარგული ბობი დანბარის ისტორია გაიხსენეს, ბავშვს დააკვირდნენ.

ასაკი ემთხვეოდა.

გარეგნობაც ჰგავდა.

დანბარების ოჯახს დაუკავშირდნენ დაპერსი დანბარს ბავშვის ფოტოც გაუგზავნეს.

მამამ ბიჭში დაკარგულ შვილთან მსგავსება დაინახა და დაუყოვნებლივ გაემგზავრა მისისიპიში.

მაგრამ შეხვედრა სულაც არ ჰგავდა ოჯახის ნანატრ შეხვედრას.

ბავშვს მამის დანახვაზე რეაქცია არ ჰქონია.მამა ვერ იცნო.

როდესაც პერსიმ ჩახუტება სცადა, ბიჭმა უკან დაიხია, იყვირა და თავის დაღწევა სცადა.

არსებობდა სხვა საეჭვო დეტალებიც -ბავშვს ჰქონდა ხალი და თვალის ზემოთ პატარა ნაიარევი, რომლებიც ბობის ნიშნებს ჰგავდა,მაგრამ არ ჰქონდა მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი — ფეხის ცერზე დამწვრობის კვალი.

დედამაც ვერ იცნო

ლესი დანბარი ბავშვის სანახავად ღამით ჩავიდა.ბიჭს ეძინა.ქალი დიდხანს აკვირდებოდა მის სახეს, შემდეგ ფეხი აუწია და თითი შეამოწმა.ნაიარევი არ იყო. მეორე დილით ბიჭმა ვერც დედა იცნო. ახლოს არ მივიდა და არც ჩახუტება უცდია.

ლესი კიდევ ერთმა დეტალმა დააეჭვა - ბობის თვალები დიდი და მრგვალი იყო, ამ ბავშვს კი ვიწრო თვალები ჰქონდა.

თუმცა თითქმის ყველა შეუსაბამობას მაშინვე უჩნდებოდა ახსნა. მაგალითად, ექიმმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ბავშვის გარეგნობის ცვლილებაზე ჯანმრთელობის პრობლემებს შეიძლებოდა ემოქმედა.

ლესიმ მეტი დრო ითხოვა.მას ბავშვის დაბანისა და მასთან რამდენიმე საათის გატარების უფლება მისცეს.ამის შემდეგ ქალმა განაცხადა: "ეს ჩემი შვილია". ბავშვი დანბარებს გადასცეს.

cf4e2abd-bcd8-42b5-88ae-5832d0058c62-1790776864.png

მაგრამ მალე გამოჩნდა მეორე დედა.

„ეს ბობი არ არის, ეს ჩემი ბრიუსია“

ჯულია ანდერსონს მძიმე ცხოვრება ჰქონდა.ახალგაზრდა გათხოვდა, მაგრამ ქმრის ძალადობის გამო მალევე გაიქცა. მოგვიანებით ვაჟი შეეძინა, რომელსაც ბრიუსი დაარქვა.

ქალს ბავშვის რჩენა ძალიან უჭირდა.ის უოლტერსების ოჯახის ფერმაში მუშაობდა და სწორედ იქ გაიცნო უილიამ უოლტერსმა პატარა ბრიუსი.

უოლტერსი ბიჭს დაუახლოვდა. ერთ დღეს ჯულიას შესთავაზა, ბავშვი ცოტა ხნით წაეყვანა და საკუთარ დასთან დაეტოვებინა, სანამ ქალი ფინანსურ მდგომარეობას გამოასწორებდა.

ჯულია დათანხმდა.ფიქრობდა, რომ საუბარი რამდენიმე დღეზე იყო.მაგრამ უოლტერსი ბავშვით აღარ დაბრუნებულა.თვეების შემდეგ ჯულიამ გაზეთებში „ნაპოვნი ბობი დანბარის“ შესახებ წაიკითხა. ბავშვის აღწერაში კი საკუთარი შვილი ამოიცნო.

ჯულია ლუიზიანაში ჩავიდა.მას ხუთი ბავშვიდან საკუთარი შვილის ამოცნობა მოსთხოვეს.პირველი ორი ბავშვი მაშინვე გამორიცხა. როდესაც ბიჭი აჩვენეს, რომელსაც დანბარები ბობის ეძახდნენ, ჯულიამ ის იცნო, თუმცა თავიდან დაბნეული იყო და დარწმუნებით საუბარს ერიდებოდა.

მეორე შეხვედრისას კი მტკიცედ განაცხადა: "ეს ჩემი შვილი ბრიუსია".

მაგრამ იმდროინდელ საზოგადოებაში ჯულიას მდგომარეობა ძალიან მყიფე იყო.ღარიბ ქალს ადვოკატის ფული არ ჰქონდა. პრესის ნაწილიც მის მიმართ აშკარად მტრულად იყო განწყობილი და მის პირად ცხოვრებას დამამცირებელი ფორმით აღწერდა.საბოლოოდ ჯულია ლუიზიანიდან ბავშვის გარეშე წავიდა.

ბავშვი დანბარებთან დარჩა.

scale-1200-5-1790774160.png

უილიამ უოლტერსს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

უილიამ უოლტერსი ბავშვის გატაცების ბრალდებით გაასამართლეს.

ბრალდების რამდენიმე მოწმის ჩვენება ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, დაცვის მოწმეები კი ამბობდნენ, რომ უოლტერსი ამ ბავშვთან ერთად ბობი დანბარის გაუჩინარებამდეც უნახავთ.

მიუხედავად ამისა, უოლტერსი დამნაშავედ ცნეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.მან ციხეში დაახლოებით ორი წელი გაატარა.შემდეგ განაჩენი გაუქმდა, ახალი სასამართლო პროცესი კი აღარ ჩატარებულა.

უოლტერსი სიცოცხლის ბოლომდე ამტკიცებდა, რომ ბავშვი, რომელიც მასთან იმყოფებოდა, ბობი დანბარი კი არა, ბრიუს ანდერსონი იყო.

ბიჭი ბობი დანბარის სახელით გაიზარდა

ბავშვი დანბარების ოჯახში დარჩა და ბობი დანბარის სახელით გაიზარდა.

მისი უცნაური ისტორია ბავშვობიდანვე თან სდევდა. ადამიანები ქუჩაში ცნობდნენ, აჩერებდნენ და ეკითხებოდნენ, ნამდვილად ის იყო თუ არა ოდესღაც დაკარგული და შემდეგ ნაპოვნი ბიჭი.ზრდასრულ ასაკში თავადაც დაინტერესებულა საკუთარი წარმომავლობით.ის ჯულია ანდერსონის ორ შვილსაც შეხვდა, მათ კითხვებს უსვამდა და მათთან კავშირის გარკვევას ცდილობდა.მაგრამ იმ დროს საბოლოო პასუხის მიღების საშუალება არ არსებობდა.ბობი დანბარის სახელით ცნობილი კაცი 1966 წლის 8 მარტს გარდაიცვალა, თუმცასაიდუმლო მასთან ერთად არ მომკვდარა.

scale-1200-4-1790774182.png
უილიამ ულტერსი

შვილიშვილმა ძველი საქმის გამოძიება დაიწყო

1999 წელს „ბობი დანბარის“ ვაჟმა, რობერტ დანბარ უმცროსმა, თავის ქალიშვილ მარგარეტს ოჯახის ძველი ალბომი გადასცა.

მასში ინახებოდა წერილები, ფოტოები და უამრავი საგაზეთო ამონაჭერი, რომლებიც ლესი დანბარს წლების განმავლობაში შეეგროვებინა.

მარგარეტმა დოკუმენტების შესწავლა დაიწყო.რაც უფრო ღრმად იკვლევდა საქმეს, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას პოულობდა.ზოგი გაზეთი წერდა, რომ ლესიმ შვილი მაშინვე იცნო.

სხვა გამოცემები იუწყებოდნენ, რომ ქალი დიდხანს ყოყმანობდა და თავდაპირველად ამბობდა, რომ დარწმუნებული არ იყო.ერთ ვერსიაში ბავშვი მშობლებს ცნობდა და მათკენ გარბოდა, მეორეში კი ტიროდა და მათგან თავის დაღწევას ცდილობდა.

2003 წლისთვის მარგარეტს ამ საქმესთან დაკავშირებული 1200-ზე მეტი სტატია, ჩანაწერი და სხვა მასალა ჰქონდა შეგროვებული.

მაგრამ მთავარი კითხვა ისევ პასუხგაუცემელი იყო:ვინ იყო ბიჭი, რომელიც ბობი დანბარის სახელით გაიზარდა?

scale-1200-2-1790774216.png

თითქმის 100 წლის შემდეგ დნმ-მა პასუხი გასცა

2004 წელს დნმ-ის კვლევა ჩატარდა.

ერთმანეთს შეადარეს „ბობი დანბარის“ ვაჟის, რობერტ უმცროსისა და ნამდვილი ბობის ძმის, ალონზო დანბარის შთამომავლების გენეტიკური მონაცემები.

შედეგი მოულოდნელი, თუმცა ძველი ეჭვების გათვალისწინებით, ლოგიკური აღმოჩნდა:ბიოლოგიური ნათესაობა არ დადასტურდა.

ეს ნიშნავდა, რომ კაცი, რომელიც თითქმის მთელი ცხოვრება ბობი დანბარის სახელით ცხოვრობდა, დანბარების ოჯახის ბიოლოგიური შვილი არ ყოფილა.

დნმ-ის ამ კვლევას ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვაც ჰქონდა: მან დაადასტურა, რომ „ნაპოვნი ბობი“ დანბარების ოჯახს არ ეკუთვნოდა, მაგრამ უშუალოდ არ დაუდგენია, რომ ის ნამდვილად ჯულია ანდერსონის ვაჟი ბრიუსი იყო.

თუმცა შედეგმა უილიამ უოლტერსისა და ჯულია ანდერსონის ათწლეულების წინანდელ მტკიცებას სრულიად ახალი მნიშვნელობა შესძინა.

scale-1200-6-1790774232.png
მარგარეტ დანბარი

სად გაქრა ნამდვილი ბობი დანბარი?

ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი დღემდე არ არსებობს.

ბობი დანბარის ცხედარი არასოდეს უპოვიათ.მისი დაკარგვის დღეს აღმოჩენილი ნაკვალევი რკინიგზის მიმართულებით მიდიოდა. ამიტომ ერთ-ერთი ვერსიით, ოთხი წლის ბავშვი შეიძლება წყალში ჩავარდა და დაიღუპა. ჭაობიან გარემოში სხეული შეიძლებოდა დინებას წაეღო ან ტალახში ჩაფლულიყო. ტერიტორიაზე ალიგატორებიც ბინადრობდნენ.

მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდებია.დანამდვილებით ცნობილია მხოლოდ ის, რომ 1912 წლის 23 აგვისტოს ოთხი წლის ბობი დანბარი გაუჩინარდა და მისი შემდგომი ბედის დამადასტურებელი მტკიცებულება აღარ აღმოჩენილა.

13 წლის დაკარგული გოგონა 30 წლის შემდეგ მოულოდნელად იპოვეს - საქმე, რომელიც ბევრს აოცებს