ლიფტის თავისუფალი ვარდნა უკიდურესად იშვიათია. თანამედროვე ლიფტებს რამდენიმე დამცავი სისტემა აქვს, რომლებიც კაბინის უკონტროლო ვარდნას უშლის ხელს. თუმცა ავარია შესაძლებელია და ამის მაგალითები ჩვენს რეალობაშიც გვაქვს. ამ დროს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ შევამციროთ ტრავმის რისკი. მოცემული რეკომენდაციები ნაწილობრივ ოფიციალურ უსაფრთხოების ნორმებს, ნაწილობრივ კი ბიომექანიკურ კვლევებს ეყრდნობა.
ყველაზე გავრცელებული მითია, რომ მიწასთან შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე უნდა ახტეთ. ეს არ მუშაობს.
ვარდნის სიჩქარე გაცილებით მაღალი შეიძლება იყოს, ვიდრე ადამიანის ნახტომის სიჩქარე. გარდა ამისა, შეუძლებელია ზუსტად განსაზღვროთ შეჯახების მომენტი. ხტომამ შეიძლება წონასწორობა დაგაკარგვინოთ და დამატებითი ტრავმა გამოიწვიოს.
თუ ლიფტი მართლაც სწრაფად ვარდება და ამის შესაძლებლობა გაქვთ, დაწექით ზურგზე, იატაკზე.
ამ პოზიციის აზრი ისაა, რომ შეჯახებისას დატვირთვა სხეულის შედარებით დიდ ფართობზე გადანაწილდეს და მთელი ძალა მხოლოდ ფეხებსა და ხერხემალს არ დააწვეს.
თუმცა უნდა გვახსოვდეს: ძალიან დიდი სიმაღლიდან თავისუფალი ვარდნისას არც ერთი პოზიცია არ იძლევა მძიმე ტრავმისგან დაცვის გარანტიას.
დაწოლისას ხელებით დაიფარეთ თავი და სახე. ძლიერი დარტყმისას ტრავმა შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ თვითონ შეჯახებამ, არამედ კაბინაში ჩამოვარდნილმა ან გადაადგილებულმა საგნებმაც.
თუ რამდენიმე ადამიანი ხართ, ეცადეთ არ დაიწყოთ კაბინაში გადაადგილება.
ძლიერი დარტყმის ფეხზე მიღებისას მთელი დატვირთვა პირველ რიგში ტერფებზე, ფეხებზე, მენჯსა და ხერხემალზე გადადის. ამიტომ, თუ დაწოლა შეგიძლიათ, გამართული ფეხებით დარტყმის მოლოდინი გამართლებული არჩევანი არ არის.
თუ კაბინა სართულებს შორის გაჩერდა, არ სცადოთ კარის ძალით გაღება და ლიფტიდან გამოძრომა. კაბინა შეიძლება მოულოდნელად დაიძრას.
დააჭირეთ ავარიული გამოძახების ღილაკს, დაუკავშირდით დისპეტჩერს ან საგანგებო სამსახურს და დაელოდეთ დახმარებას.
თუ ლიფტი სწრაფად ვარდება:
და რაც მთავარია, ლიფტის კაბინის ნამდვილი თავისუფალი ვარდნა ძალიან იშვიათია — თანამედროვე ლიფტებში ამის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე დამოუკიდებელი უსაფრთხოების მექანიზმი მუშაობს.