"6 ახალგაზრდა იმყოფებოდა ლიფტში. 16-17-18 წლის ბავშვები არიან დაშავებულები... სტუმრად იყვნენ მეგობართან.." - როგორია სანზონაში მე-10 სართულიდან მოწყვეტილ ლიფტში მყოფების მდგომარეობა - მშობლები

"6 ახალგაზრდა იყო ლიფტში. 16-17-18 წლის ბავშვები არიან დაშავებულები... სტუმრად იყვნენ მეგობართან.." - როგორია სანზონაში მე-10 სართულიდან მოწყვეტილ ლიფტში მყოფების მდგომარეობა

2026-09-30 11:58:03+04:00

თბილისში, სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე, წუხელ ლიფტი ჩაწყდა. მე-10 სართულიდან ლიფტი მოწყდა მაშინ, როცა ლიფტში 6 ახალგაზრდა იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები, მაშველები და სასწრაფოს ბრიგადები მალევე მივიდნენ.

ჩვენ დავუკავშირდით სამაშველო სამსახურის პრესასმსახურს, იქ გვითხრეს, რომ ყველა მათგანი იყო კონტაქტური და იქვე იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ამიტომ გადარჩენილების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას სამაშველო სამსახური არ ფლობს.

როგორც ამ კორპუსის მაცხოვრებელი ჩვენთან საუბარში ამბობს, საბედნიეროდ ყველა მათგანი გადარჩა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

“ერთ-ერთი კორპუსის მესამე სადარბაზოს მე-10 სართულიდან მოწყდა ლიფტი, რომელშიც 6 ახალგაზრდა იმყოფებოდა. 16-17-18 წლის ბავშვები არიან დაშავებულები. სატვირთო ლიფტია და თავისუფლად შეიძლებოდა იქ 6 ადამიანი შესულიყო, რომ არ გაჩნდეს ამ კუთხით კითხვა. ნაწილი "ჯერარსის" კლინიკაში გადაიყვანეს, დანარჩენები - მე-8 საავადმყოფოში. მთავარია, რომ ყველანი ცოცხლები არიან და კარგად არიან. შოკიდან ვერ გამოვდივარ, ძალიან განვიცადე. წარმოუდგენელია, ქვეყანაში ყველაფერი საშიში როგორ ხდება, ასე გაგრძელება არ შეიძლება, ვიღაცა ხომ უნდა ამოწმებდეს ლიფტებს. ადამიანების უსაფრთხოებაზე დღეს არავინ ფიქრობს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს”,- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი. განაგრძეთ კითხვა

თუ ლიფტი მოწყდა და ვარდნა დაიწყო - რა უნდა გააკეთოთ, რომ მძიმე დაზიანებების რისკი შეამციროთ