"არ არის პატარა სხვაობა ჩვენ შორის - 8 წელია... ასაკი და პროფესია მაბრკოლებდა, უარზე ვიყავი... მაგრამ აი, სად გადაგვისროლა ცხოვრებამ..." - მაკა ძაგანია - მშობლები

"არ არის პატარა სხვაობა ჩვენ შორის - 8 წელია... ასაკი და პროფესია მაბრკოლებდა, უარზე ვიყავი... მაგრამ აი, სად გადაგვისროლა ცხოვრებამ..." - მაკა ძაგანია

2026-09-30 15:10:05+04:00

მსახიობი მაკა ძაგანია წლებია, მეუღლესთან ერთად ქალაქგარეთ დასახლდა. წყვილს ვენახი და მეურნეობა აქვს და უვლიან. მაკა და მისი მეუღლე - ასევე მსახიობი გიგა ცერცვაძე, და მაკას ქალიშვილი ნუცა ჩაკვეტაძე (მსახიობი ორი შვილის დედაა. უფროსი - ნუცა ჩაკვეტაძე პირველი ქორწინებიდან ჰყავს, მოგვიანებით კი გიორგი შეეძინა, გიგა ცერცვაძესთან ქორწინებიდან - რედ.) ანა ტყებუჩავას გადაცემა "მეხუთე ელემენტს" მასპინძლობდნენ. ისაუბრეს ქალაქგარეთ ცხოვრების გადაწყვეტილებაზე, ურთიერთობებზე, ცოლქმრობასა და დედაშვილობაზე.

როგორც გიგა ყვება, პირველად მაკა უნივერსიტეტში სწავლისას ნახა, სადაც მაკა, რომლის მეორე პროფესია ქორეოგრაფიაა, მომავალ მსახიობებს ლექციებს უკითხავდა. თუმცა გიგა მხოლოდ ფორმალურად იყო მისი სტუდენტი, მის ლექციებს არ ესწრებოდა.

გიგა:

- ერთმანეთი პირველად გავიცანით 2008 წელს. მაკას ვიცნობდი თეატრიდან, თუმცა ასეთი ცნობილი არ იყო მაშინ. მე პირველ კურსზე ვიყავი და ჩემი ლექტორი იყო, თუმცა მხოლოდ ერთხელ შევედი მის ლექციაზე. იმის მერე წლები გავიდა, სანამ ჩვენ ურთიერთობას დავიწყებდით. ეს იყო პირველი გადაკვეთა.

მაკა:

- წლების მერე თეატრში გადავიკვეთეთ. თან გიგა გამნათებელიც იყო ჩვენთან თეატრში... ძაან დიდი ხნის მერე მოხდა ჩვენი დაკავშირება. სადღაც ექვსი წელი ვიცნობდი... როგორ მოხდა ვერ გეტყვი, მაგრამ გიგა მღერის ძალიან კარგად. მე არც სმენა მაქვს, არც ხმა და ბავშვობის ოცნება სულ ეს მქონდა... ჩემთან სახლში ყველა მღეროდა და რომ ავყვებოდი, მაჩუმებდნენ. ამიტომ ჩამომიყალიბდა კომპლექსი ამაზე.ეს მღერის ფანტასტიურად და იუმორი აქვს კიდევ კარგი - ორი თვისება, რაც ალბათ მამაკაცში მიზიდავს და სადღაც შემომეპარა ეგრე... თვითონ იაქტიურა, თორემ...

650998588-26570902492515337-4448612277221980539-n-1790773028.jpg

გიგა:

- ძაან უარზე იყო მართლა. მსახიობი არ უნდოდა ქმრად.ინჟინერი ან რაღაც ასეთი ერჩივნა და გამხადა მერე საბოლოო ჯამში ყველაფერი (იცინის). ინჟინერიც ვარ, მეურნეც...

მაკა:

- მსახიობი ჩემი თავიც მყოფნის-თქო რა და არ მინდოდა. ეს იყო ჩემთვის დაბრკოლება - პროფესია და ასაკი. მაინც დღევანდელ რეალობაში სულ განსჯის საგნად რჩება. არ არის პატარა სხვაობა ჩვენ შორის - რვა წელია. თუმცა ერთი თაობა ვართ მაინც... ასაკი და პროფესია მაბრკოლებდა. უკვე ბევრჯერ ნაწვალები ვიყავი ამით და როცა იცი, რომ შემოსავალი ცუდია, ის ცუდია, ეს ცუდია, მერე არის კიდევ ვირული შრომა, სადაც არ გცალია არაფრისთვის, და დედაც და მამაც ამ მდგომარეობაში, შვილი არ მინდოდა გამემეტებინა... თუმცა აი, სად ვართ.საერთოდ სხვა რაღაცაში გადაგვისროლა ცხოვრებამ... პანდემიამ ქნა რეალურად ყველაფერი.

maka.png

მერე გიო გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში... არ ვიყავით მზად ამ ყველაფრისთვის, არც ვფიქრობდით და არც ვგეგმავდით, მაგრამ აი ასე თვითონ გადაწყვიტა ეს ამბავი...თვითონ გადაწყვიტა და მერე ბევრი იბრძოლა კიდევ იმისთვის, რომ დაბადებულიყო. ყოჩაღი ბიჭი გამოდგა...

სამი თვე იყო ძალიან დიდი რისკი და პრობლემა, რომ იყო მოშლის საშიშროება. ჩემი და გიგას გარდა არავინ იცოდა.

404449793-7200882776610598-8545849210626703043-n-1706512352.jpg

არც ერთმა ჩემმა მეგობარმა, არავინ. მერე გზადაგზა ნელ-ნელა ვიღაცას რაღაცა ეჭვი რომ გაუჩნდა, მაშინ ვთქვი. სპექტაკლში მეცვა ძალიან მოტკეცილი კაბა და ცოტა რომ წამოვიდა მუცრელი და ვეღარ ვფარავდი და ვმალავდი, უი გასუქდიო და და აი მაშინ რაღაცა წამოვილუღლუღე. თორე ისე სამი თვე, სანამ არ მეტყოდა ექიმი, რომ მორჩა, გადავლახეთ ეს ყველაფერი და აღარანაირი საშიშროება არ არსებობს,მანამდე რა აზრი ჰქონდა თქმას, ტყუილა უნდა ამეფორიაქებინა ყველა.

მაკას ქალიშვილი ნუცა ამჟამად საქმიანობს, როგორც რეჟისორი. თუმცა ამბობს, რომ ბავშვობაში მსახიობობაც უნდოდა.

makae4-1790769098.png

ნუცა:

- ბავშვობიდან ჯერ მსახიობა მინდოდა, რაზეც კატეგორიული უარი იყო ჩემი ოჯახიდან...

მაკა:

- გეუბნებოდი, უბრალოდ განახებდი, რა იყო ცუდი ამ სფეროში, თორემ მე შენთვის არასოდეს ამიკრძალავს და იმ პერიოდში შენ ძალიან ჭკვიანი გოგოსავით მეუბნებოდი, რომ ჰო, დე, მართალი ხარ, მოდი, ჩავაბარებ ფსიქოლოგიურზე, თორემ შენ რომ გეთქვა ჩემთვის, მე მინდა სამსახიობზე ჩაბარება, ეგრე არ გეტყოდი, რომ არა, რა სისულელეა... სულ მაგას ვამბობ, რომ ადამიანებს აქვთ იმის უფლება, რომ თვითონ რაც უნდათ, ის აკეთონ... მე უბრალოდ განახებდი, როგორია ეს ყველაფერი, როგორი მძიმეა. მაგალითად, მე რომ დავორსულდი გიოზე (ნუცა რომ გავაჩინე, ჯერ სტუდენტი ვიყავი და აქედან გამომდინარე არ შემეხო), დავკარგე როლები, დავკარგე სერიალი, ბევრი რაღაცა დავკარგე, ანუ უცბად მსახიობი ქალისთვის ძალიან ძნელია,რომ კარიერას გამოაკლდე, იმიტომ, რომ მე რომ დავბრუნდი, მიუხედავად იმისა, ძალიან მალე შემეძლო დაბრუნება, ორ თვეში შემეძლო, სპექტაკლი მეთამაშა ჩვეულებრივად, მაინც დამხვდა დუბლები და მაინც ეს გინდა, არ გინდა, შენს ფინანსებზეც და ყველაფერზე მოქმედებს... ამიტომ მაგას ვანახებდი, რომ ეს არის რთული გზა. ვეუბნებოდი, გინდა იყო, შვილო, მათხოვარი? იყო პერიოდი, როდესაც სპექტაკლში ამიღია 2 ლარ-ნახევარი. სპექტაკლის ანაზღაურება მაშინ ბილეთებიდან შემოსული თანხით იყო... მითამაშია, დავხარჯულვარ, გამოვსულვარ იქიდან და 2 ლარ-ნახევარი დამხვედრია მაგიდაზე... მეორე პროფესიაც მაქვს, ქორეოგრაფი ვარ და წლები ვასწავლიდი უნივერსიტეტში, ლექტორი ვიყავი და რომ დავიწყე ეს ლექტორობა, თვეში მქონდა 12 ლარი ხელფასი.

გამოვდიოდი ნუცასთვის უბრალოდ რაღაცა ცა სნიკერს და ბაუნწის ვუყიდიდი და ეგ იყო ჩემი მთელი ხელფასი. ჰოდა, არ მინდოდა, რომ ჩემი შვილიც ასე გამეწირა ამ ყველაფრისთვის და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ დამენახებინა რამდენად მძიმე შრომაა, რამდენად უნდა ჩადო ყველაფერი... სახლში არასოდეს არ ვიყავი, ღამის რეპეტიციები, ღამის გადაღებები... მინდოდა, მაქსიმალურად ცოდნოდა, რომ ბევრს მოითხოვს და გაძლევს მინიმალურს საბოლოო ჯამში...თუმცა მერე ჩვენ შემთხვევაში შემოტრიალდა და მე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება, დღეს რაც მომცა ამ ყველაფერმა, არის ხალხის უზომო სიყვარული...

maka-zagania.jpg

ნუცა:

- მაკაა, ვისაც პირველს ვუყვები ყველაფერს. მაკას და ბებოს ვუზიარებ ხშირად, ოღონდ აზრების გათვალისწინების გამო არა. უბრალოდ მინდა, რომ რაღაცაზე დამთანხმდნენ. თუ არ მთანხმდებიან, თუ მაქვს მიზნად დასახული, აუცილებლად მაინც ვაკეთებ, მაგრამ მაინც მინდა ხოლმე, რომ ამათი დასტური მქონდეს, მერე უფრო მშვიდად ვაკეთებ. როცა გეუბნება, რომ არ ვიცი და მოდი არ გინდა, მერე ცოტას ვფიქრდები, მაგრამ ნუ მაინც ვაკეთებ... მაკა არის ხოლმე ჩემი ექიმიც, თანამშრომელიც, არ ვიცი, გული, ყველაფერი არის საერთოდ იმ მომენტში. თუ ვამბობ რამეზე, რომ აი დედა ეს მტკივა და საშიშია? თუ მეტყვის, არა, არ არის საშიში, ვიცი, რომ არ არის საშიში...

makazagania.jpg

მაკა:

- თინეიჯერობა იყო რთული. თორმეტი წლიდან ნელ-ნელა დაიწყო და ცამეტი წლისამ აუშვა აფრები და ძალიან ახლახანს, ოცდაერთი წლიდან დაიწყო ნელ-ნელა მობრუნება უკან. მანამდე მეგონა, რომ საერთო ენა არ გვქონდა ერთმანეთთან და საერთოდ ისე ვიყავით რაღაცნაირად, ბებიამისს ვაყენებდი სულ შუამავლად, რომ ამ ადამიანს ჩემი არ ესმის და მოდი რაღაცები გვითარგმნე... რაღაცნაირად ვიბრძოდით სულ და ძალიან გამიხარდა, როცა დასტაბილურდა და როცა რაღაცნაირად ისევ, როგორც მანამდე ვიყავით ყველაზე ახლობელი ადამიანები, ახლაც ვართ ყველაზე ახლობელი ადამიანები. აი, ეს შუალედი გვქონდა არ ვიცი, სიტყვას ვერ ვცვლიდით ჩხუბის გარეშე.

უფრო ვმეგობრობთ...მარტომ რადგან გავზარდე, პასუხისმგებლობა მქონდა ალბათ გაათმაგებული და მანდ დაირღვა ცოტა სიმკაცრე. იმდენად დიდი პასუხისმგებლობა მქონდა ამ ბავშვზე, რომ ბევრ რაღაცას ვერ ვუკრძალავდი, ცოტა გავატუტუცე, რომ რაღაცა დანაკლისი არ ჰქონოდა. ვფიქრობ, თავიდანვე ერთ ჭკუაზე ვიზრდებოდით, მეც პატარა ვიყავი. ძალიან პატარა სხვაობა იყო ჩვენ შორის და ახლა რომ ვუფიქრდები, მაგ ასაკში დედა რომ ხდები, ცოდო ხარ ძაან. ძალიან დიდი ბედნიერებაა ახლა, შენი ტოლი შვილი რომ გყავსო... კი, ასეა,მაგრამ მაშინ რთული იყო. ბავშვი რომ უნდა დააძინო და ამ დროს შენი ტოლები კაფეში გარბიან და გელოდებიან...რთულია, პასუხისმგებლობას იღებ, ადამიანს ზრდი, როდესაც შენ თვითონ არ ხარ გაზრდილი, ჯერ გამოუცდელი ხარ, ამ ცხოვრებაში არაფერი იცი, ძაან პატარა - ცხრამეტი წლის, და გიწევს ამასთან შეჭიდება. დრო გადის და ყველაფერი ვითარდება, ალბათ ადამიანსაც სჭირდება ის პერიოდი, რომ ჩამოყალიბდეს. ალბათ ბევრ შეცდომას არ დავუშვებდი, უფრო ზრდასრული რომ ვყოფილიყავი. დედობა ისეთი რამეა, სანამ დედა არ გახდები, ვერ გაიგებ და ვერც სხვისგან ისწავლი დედობას.

...მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობდი, ნუცაზე რადგან ასე დაფეთებული ვიყავი, მეორე რომ მეყოლება, ალბათ აღარ ვიქნები, იმიტომ, რომ გამოცდილი ვარ-თქო, გიოზე დავიწყე ზუსტად იგივე.

ეს ჩემი პატარა სამყაროა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებ... ბედნიერი ვარ... - მაკა ძაგანიას ახალი გატაცება და ვიდეო მისი საყვარელი ვენახიდან
ყოვლისშემძლე მაკა ძაგანია... - ცნობილი მსახიობი მეუღლესთან ერთად არა მხოლოდ ვენახს უვლის, მამაკაცურ საქმეებსაც სწავლობს
ძალიან მეშინოდა მეორე ოჯახის შექმნის... როცა სტრესული ურთიერთობა გაქვს, ძნელია შემდეგ იგივე ნაბიჯის გადადგმა... ჩემზე 8 წლით უმცროსია და ძალიან უარზე ვიყავი - მაკა ძაგანია