ცეკვის ვიდეოს თინათინი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
წყვილის ყოველ გამოჩენას მათი გულშემატკივრები და ახლობლები აღტაცებული კომენტარებით ხვდებიან და აღნიშნავენ, რომ ორივე ბედნიერებას ასხივებს.
ერთ დღესაც, ჩვენი მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით ერთად. სანამ წავიდოდით, რამდენიმე დღით ადრე ვიყავით თეატრში და ვლაპარაკობდით, მე გეგმა მქონდა, რომ ბუბა ჩემი მეგობრისთვის გამეცნო... იქ კი, არ ვიცი, უცებ აი ერთი წამი იყო, შეიძლება ახლა მე რაღაცას ვარომანტიულებ, მაგრამ მართლა ეგრე იყო - რაღაცნაირად შემომხედა, და "შენ რა გინდაო" - მკითხა...მანდ მე მივხვდი, რომ რაღაც სხვა მოხდა, რაღაცნაირი ნაპერწკალი გაჩნდა... იმის მერე, სხვათა შორის, სამი დღე არ გამოჩენილა... ეს იყო 14-ში. 18-ში უკვე დავიჭირე და ვუთხარი, ახლა მეთქი მე მაგისი ნერვები არ მაქვს, ველოდო შენ როდის გაგახსენდები. მოდი, ვთქვათ, რაშია საქმე და დავსვი ასე ძაან საქმიანად. ვთქვით: მე მომწონხარ, შენც მოგწონვარ, რა მაგარია და დაიწყო სხვა ურთიერთობა.
ბუბა:
- ყველაფერი მომწონს თინათინში, მაგრამ თავიდან ყველაზე მეტად მომხიბლა მისმა კეთილშობილებამ. ცოტა მიკვირდა კიდეც, მეთქი ცოტა ხომ არ იტყუება... იმიტომ რომ, ანუ რაღაცაზე პასუხობდა სიკეთით. ეგ თავიდან უცნაური იყო, მაგრამ მერე ძაან მომეწონა. მერე უკვე მისი აქტიურობა, სიგიჟეები...
თინათინი:
- მე ბუბასაც ვეუბნები მაგას, პირველ რიგში ჩემთვის ძაან მნიშვნელოვანია ადამიანის სიმყარე, პრინციპულობა. იმდენად დარწმუნებულია, ბოლომდე შეუძლია დაიცვას რაღაც მოცემულობა... ეგ ჩემთვის მაგარი თვისებაა. შეგიძლია, რომ ამ ადამიანს იმედი გქონდეს, იმიტომ, რომ რაღაცას რომ იტყვის, ეს აუცილებლად ასე იქნება და მშვიდად ხარ, რომ შენიანია...
კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც ძაან მომხიბლა, დიდი გულშემატკივარია ჩემი. სანამ ჩვენს შორის რამე იქნებოდა, მაშინ მახსოვს, ერთ საღამოს დამისვა და დიდხანს მელაპარაკა, როგორ თვლის, რომ მე აუცილებლად სცენაზე უნდა ვიყო...
...ისეთ ეტაპზე შევხვდით ჩვენ ერთმანეთს და ისეთ დროს დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, როდესაც ორივემ გავიარეთ რაღაცა მარტო ყოფნის და საკუთარ თავთან დალაგების პერიოდი. თითქოს უკვე რომ იცი, რა გინდა, აი მაგ დროს შევხვდით...
ორივეს ჰქონდა წინა ურთიერთობა - ბუბა რამდენიმე წელი ასევე ცნობილ მსახიობთან, ნანკა გვარიშვილთან ერთად ცხოვრობდა. თინათინი კი 2021 წელს დაქორწინდა გიორგი კოტეტიშვილზე. ამ ქორწინებიდან თინას ერთი შვილი ჰყავს.