ინტერნეტში სუპერმოდელ სინდი კროუფორდის შვილის, პრესლი გერბერის ბოლო საათების ამსახველი ვიდეო გამოჩნდა, რომელიც Resolutions Living-ის რეაბილიტაციის ცენტრში ყოფნის დროს არის გადაღებული. ვიდეოში გერბერი საძინებელში ჩანს და ფანჯრიდან კალიფორნიის ხედი იშლება.

TMZ-ის ცნობით, შაბათს, 19 სექტემბერს, გერბერმა თავის ქოუჩს დაურეკა. აღიარა, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და დახმარება სთხოვა. ქოუჩი, იმის გამო, რომ ლიცენზირებული რეაბილიტაციის ცენტრი შაბათ-კვირას გერბერის მიღებას ვერ შეძლებდა, ელიტარულ რეაბილიტაციის ცენტრ Resolutions Living-ს დაუკავშირდა. რეგულაციების თანახმად, ასეთ ცენტრებს მხოლოდ ფხიზელი პაციენტების მიღება შეუძლიათ. თუმცა ქოუჩმა Resolutions Living-ის თანამშრომლებს განუცხადა, რომ გერბერი ამჟამად ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და დაჰპირდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი იქ მხოლოდ ერთი დღით დარჩებოდა და ორშაბათს მას თავად წაიყვანდა რეაბილიტაციის ცენტრში. Resolutions Living-ის წარმომადგენლები დაეთანხმნენ...
ახლა ის თანამშრომლები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ცენტრში მისვლის შემდეგ, გერბერი ნარკოტიკების მოხმარებას განაგრძობდა. მან ეს დღეები გამოიყენა, რომ ბოლოჯერ მიეღო ნარკოტიკები, სანამ კიდევ ერთხელ დაიწყებდა რეაბილიტაციას... თუმცა კვირას დილას ის გარდაცვლილი იპოვეს ზედოზირებით.
...სიკვდილამდეც კი, გერბერი საუბრობდა დამოკიდებულებასთან და ფსიქოლოგიურ პრობლემებთან ბრძოლაზე, მათ შორის დეპრესიაზე, პანიკურ შეტევებსა და შფოთვაზე.
გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გაამხილა, რომ მექსიკაში, რეაბილიტაციის ცენტრში, იბოგაინით თერაპიას იტარებდა, ნივთიერებას, რომელიც ოპიოიდური დამოკიდებულების დროს აბსტინენციის სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება. გერბერმა ასევე აღიარა, რომ იმედოვნებდა, რომ ეს კურსი მისთვის ბოლო იქნებოდა.
როგორც ამბობენ, გერბერის და, 25 წლის მოდელი კაია გერბერი, ძმის გარდაცვალების შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა. მოდელმა ყველა პროექტი გააუქმა. მისი ოჯახი წუხს, რომ ის ტრაგედიისგან გამოჯანმრთელებას ვერ შეძლებს.