პრინცესა სარა ბინტ ფეისალ ბინ ალ ჰუსეინისა და ალი მურაბეთ ალ-სავაფის ქორწილი ამანში, ზაჰრანის ისტორიულ სასახლეში გაიმართა. ცერემონიას იორდანიის სამეფო ოჯახი სრული შემადგენლობით დაესწრო -მმართველი ჰაშიმიტური დინასტია ესწრებოდა, მათ შორის მეფე აბდულა II, მისი მეუღლე დედოფალი რანია, მისი უმცროსი ვაჟი პრინცი ჰაშემი და პატარძლის ბებია, პრინცესა მუნა.
პრინცესამ ინტერიერის არქიტექტურის ბაკალავრის და ღონისძიებების მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხი ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტში მიიღო. ფართოდ არის ცნობილი ეროვნული სპორტის აქტიური მხარდაჭერით, იორდანიის ოლიმპიური სამწვრთნელი ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2023 წელს პირადად ხელმძღვანელობდა იორდანიის სპორტულ მისიას ჰანჯოუში აზიურ თამაშებზე.
პრინცესას რჩეული IT სპეციალისტი და ხელოვნური ინტელექტის ინჟინერი ალი მურაბეტ ალ-სავაფია.
მათი ოჯახების ოფიციალური წარდგენა და სარასა და ალის ტრადიციული ნიშნობა (ჯაჰა) 2025 წლის 15 იანვარს, ამანში შედგა. ზაჰრანის სასახლეში გამართულმა ქორწილმა იორდანიის სამეფო ოჯახისთვის ბოლო დროს გამართული გრანდიოზული ზეიმების სერია დაასრულა: სწორედ აქ დაქორწინდნენ პრინცი ჰუსეინი და პრინცესა რაჯვა 2023 წლის ივნისში, ხოლო სარას ტყუპისცალი და, პრინცესა აიშა, 2025 წელს.
ზეიმი მკაცრ არაბულ ტრადიციებს თანამედროვე, სეკულარულ ესთეტიკასთან აერთიანებდა. პატარძალი ცერემონიაზე ვინტაჟური მანქანით მივიდა, კლასიკური, ერთნაწილიანი სპილოსძვლისფერი კაბით. პრინცესას ფატას მისი ოჯახის რელიკვია - ბრილიანტის ყვავილების გვირგვინი ამაგრებდა (მის უფროსმა დას, პრინცესა აიას, ეს გვირგვინი ასევე ეკეთა ქორწილში, 2014 წელს). საქმრო სტუმრების წინაშე ოქროთი ნაქარგი თეთრი არაბული სამოსით წარდგა.






ზეიმისთვის, 56 წლის დედოფალმა რანიამ ცნობილი ბრენდის Roksanda-ს ასიმეტრიული შინდისფერი კაბა შეარჩია, რომელსაც ცალმხრივი, დრაპირებული, მოსასხამი ჰქონდა.






