მსახიობი მანანა კოზაკოვა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს - კულისებიდან, შესვენებებზე, კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან. ამჯერად, ქალიშვილთან - თინათინ წულაძესთან ერთად გადაღებული სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა იმაზე, თუ რამდენად ჰგავს დედა-შვილი ერთმანეთს.
მათ ერთადერთი ქალიშვილი ჰყავთ - სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე თინათინი, რომელიც ბოლო პერიოდში თეატრალურ ცხოვრებაში ჩაერთო უფრო აქტიურად, როგორც მსახიობი და როგორც რეჟისორი.
თინათინს ერთი შვილი ჰყავს ყოფილ მეუღლესთან. ამჟამად კი მის გვერდით მსახიობი ბუბა ჭოღოშვილია.