მსახიობი თათია სულუაშვილი სოფო ჯაფარიძის გადაცემა medguide-ში საუბრობს წონის პრობლემებზე და ბარიატრიის ოპერაციაზე:
- ზოგადად ბავშვობიდან ვებრძვი წონას, ბავშვობიდან არის ჩემი ტკივილი, თუმცა არასოდეს არ ვყოფილვარ მსუქანი ბავშვი. ჩემი ძირითადი პრობლემა იყო ფსიქოლოგიური, ყოველთვის მეგონა, რომ ვიყავი ძალიან მსუქანი ბავშვი და მთელი ცხოვრება ვარ სწორ კვებაზე, ყოველთვის ვაკონტროლებდი წონას, მაგრამ ნუ მოხდა ისე, რომ ბოლოს გამექცა წონა, დავიღალე... და მივედი ბარიატრიამდე...
ერთი მშობიარობაა, მეორე მშობიარობაა, მომატება 20 კილო ერთ ბავშვზე, დაკლება, სტრესი, მერე მეორე 20 კილო, კიდევ დაკლება, სტრესი და ბოლოს უკვე მივედი იმ ზომამდე, რომ აღარ მინდა, დავიღალე და უნდა გავიკეთო ბარიატრია... თუმცა საბარიატრიე არ ვიყავი, მაგას ვაცნობიერებდი. მაგრამ ინსულინრეზისტენტული ვიყავი და ძალიან მაღალი მქონდა ინსულინი, ყოველდღე ვდგებოდი შეშუპებული.
ჩემი ყველაზე მაქსიმალური წონა იყო 84 კილო, სიმაღლეში ვარ 175სმ, მაგრამ რომ ვერ ვიკლებდი, უკვე სტრესი მქონდა ისეთი, ყველა მეზიზღებოდა, პირველ რიგში ჩემი თავი. თან ვგრძნობ, რომ სახე მაქვს შეშუპებული, დიდი ვარ... "კაი, რად გინდა დაკლება" - ეს საერთოდ მაგიჟებდა. ვხედავ, რომ ფეხსაცმლის თასმას ვეღარ ვიკრავ, იმიტომ, რომ შეშუპებული ვარ და დავრეკე თურქეთში. ვიყავი მაშინ 84 კილო. მკითხეს, რამდენი ხარ წონაში და ვუთხარი, რომ 90-ზე მეტი ვარ, დაახლოებით 100 კილომდე. დავიწყე და ერთ თვეში მოვიმატე 12 კილო და წავედი... ნახე სად მაქვს პრობლემა! მე ვაცნობიერებ, რომ პრობლემა მაქვს... მერე ის ორი თვე ვიბრძოდი, რომ ის 12 კილო ისევ დამეკლო და ჩამოვედი იმ წონაზე, რაც მინდოდა. ახლა ვარ ბედნიერი.
მერე ვისწავლე შიმშილსა და მადას შორის სხვაობა, მანამდე ვერ ვაკონტროლებდი. მადა რომ მოდიოდა, მეგონა, რომ მშიოდა და თურმე ის იყო მადა. ერთმანეთში მერეოდა ყველაფერი. მოკლედ, ძალიან დატანჯული ცხოვრება მქონდა.
თასმა რომ ვერ შევიკარი ფეხსაცმელში... სამსახურში დათუნამ გადამიღო ფოტო და ჩამიგდო. შევხედე და ფეხსაცმელში მქონდა ამოუფუებული ტერფი. მივხვდი, რომ მორჩა და იმ დღეს გავიაზრე, თათია, შენ უნდა გაიკეთო ბარიატრია. მეორე დღეს დავრეკე თურქეთში...
რომ ჩავედი, ვუთხარი, რომ 12 კილო მოვიმატე. რას ამბობო, ამის გამო მოიმატეო?