"ქეთოს და გიორგის ქორწილის დღე" - წერს მსახიობი რუსკა ქარქაშაძე და ფოტოებს და ვიდეოებს აქვეყნებს დის ქორწილიდან.
როგორც კადრებიდან ჩანს, ქორწილი ბიოლის ცენტრში გაიმართა და ცერემონია ამიკო ჩოხარაძეს მიჰყავდა. მუსიკალურად "მგზავრები" აფორმებდნენ. მათ სიმღერებზე, სხვებთან ერთად, ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარიაც ცეკვავდნენ. განსაკუთრებული იყო ასევე პატარძლის ცეკვა დასთან და მეგობრებთან ერთად.



