როდის დასრულდება სკოლებში პირველი სემესტრი და დაიწყება ზამთრის არდადეგები - თარიღები - მშობლები

როდის დასრულდება სკოლებში პირველი სემესტრი და დაიწყება ზამთრის არდადეგები - თარიღები

2026-10-05 11:33:12+04:00

საქართველოს საჯარო სკოლებში პირველი სემესტრი 29 დეკემბერს დასრულდება. ზამთრის არდადეგები კი 30 დეკემბრიდან დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გვითხრეს, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 იანვარს განახლდება.

2026-2027 სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დაასრულებს სწავლას.

სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები დაისვენებენ:

  • 14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა
  • 23 ნოემბერი - გიორგობა

ვრცლად 2026-2027 სასწავლო წლის აკადემიურ კალენდარს შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე.

2026-2027 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი - რომელ დღეებში დაისვენებენ მოსწავლეები