ნოსტრადამუსისა და ვანგას წინასწარმეტყველებები 2027 წლისთვის - რა ელოდება მსოფლიოს - მშობლები

ნოსტრადამუსისა და ვანგას წინასწარმეტყველებები 2027 წლისთვის

2026-10-05 11:49:18+04:00

ნოსტრადამუსისა და ვანგას სახელებს საუკუნეების განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირებდნენ და მათი წინასწარმეტყველებების მიმართ ინტერესი დღემდე არსებობს. განსაკუთრებით აქტუალური ხდება ის პროგნოზები, რომლებსაც მათი მიმდევრები მომავალ წელს უკავშირებენ - გეოპოლიტიკური დაპირისპირებიდან და ბუნებრივი კატასტროფებიდან დაწყებული, ადამიანებისთვის ზებუნებრივი შესაძლებლობების მინიჭებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებით დასრულებული:

ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებები 2027 წლისთვის

შუა საუკუნეების წინასწარმეტყველის, ნოსტრადამუსის, წინასწარმეტყველებების მიმართ ინტერესი ხუთი საუკუნის შემდეგაც არ განელებულა. ბოლო წლებში მისი კატრენების გაშიფვრას ხელოვნური ინტელექტის დახმარებითაც ცდილობენ. ზოგიერთი ინტერპრეტაციის მიხედვით, ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებებში 2027 წელი მსოფლიო ისტორიის გარდამტეხ პერიოდადაა მიჩნეული.

ვინ იყო ნოსტრადამუსი

nostradamusi-2-1791187017.jpg

მიშელ დე ნოტრდამი, რომელიც მსოფლიოში ნოსტრადამუსის სახელითაა ცნობილი, 1503 წლის 14 დეკემბერს საფრანგეთში დაიბადა. მან სამედიცინო განათლება მიიღო და მონპელიეს უნივერსიტეტი დაამთავრა. სახელი განსაკუთრებით ჭირის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების შემუშავებით გაითქვა და, როგორც ცნობილია, ამ გზით ათასობით ადამიანს დაეხმარა.

თუმცა, ნამდვილი პოპულარობა მას სამედიცინო მიღწევებმა კი არა, წინასწარმეტყველებებმა მოუტანა. 1555 წელს ნოსტრადამუსმა თავისი ყველაზე ცნობილი წიგნი - "ცენტურიები" გამოაქვეყნა. ეს არის დაშიფრული ოთხსტრიქონიანი ლექსების, ანუ კატრენების, კრებული. ტექსტები ფრანგული, ლათინური და პროვანსული ენების ნაზავითაა დაწერილი.

ნოსტრადამუსი შეგნებულად იყენებდა ბუნდოვან ენას, მეტაფორებსა და ანაგრამებს. ამ გზით ის ერესში დადანაშაულებისგან თავის დაცვას ცდილობდა. იმ დროს მსგავსი წინასწარმეტყველებები ადამიანს სიცოცხლის ფასადაც კი შეიძლებოდა, დასჯდომოდა.

ნოსტრადამუსი საფრანგეთის დედოფალ ეკატერინე მედიჩის კარზე ექიმად და ასტროლოგად მსახურობდა. 1566 წელს კი, მაშინ, როცა ყველაზე პოპულარული იყო, გარდაიცვალა.

რა მსოფლიო მოვლენებს უკავშირებენ ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებებს 2027 წლისთვის

ნოსტრადამუსის კატრენებში 2027 წლის პირდაპირი მითითება არ გვხვდება. ის კონკრეტულ თარიღებს იშვიათად ასახელებდა. თუმცა მკვლევრები, ეზოთერიკოსები და სხვა სპეციალისტები ყურადღებას იმ ოთხსტრიქონიან ლექსებზე ამახვილებენ, რომლებსაც ამ პერიოდს უკავშირებენ.

2026 წელს ამ ტექსტების ახალი ინტერპრეტაციებიც გამოჩნდა. მათი ავტორები უძველესი ნაწერების გასაანალიზებლად თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ.

  • ეკოლოგიური კატასტროფა - ერთ-ერთი ინტერპრეტაციის მიხედვით, ნოსტრადამუსი 2026 წლის ბოლოსთვის დიდი მასშტაბის წყალდიდობას წინასწარმეტყველებს დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
  • გეოპოლიტიკური კონფლიქტები - ზოგიერთი მკვლევრის აზრით, კატრენებში მოხსენიებული "აუზონია" შესაძლოა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ახალი კავშირის ჩამოყალიბებას ნიშნავდეს. საუბარია იტალიაზე, ესპანეთსა და საბერძნეთზე. ამ ინფორმაციის თანახმად, ეს ქვეყნები ლონდონთან დაპირისპირებაში შევლენ.
  • შიდა არასტაბილურობა საფრანგეთში - ზოგიერთი მკვლევრის ვერსიით, 2027 წელი საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების პერიოდად შეიძლება, იქცეს. ამას ისინი პარიზის საგარეო პოლიტიკაში დამოუკიდებლობის დაკარგვასა და აშშ-ის გავლენის გაძლიერებას უკავშირებენ. ამავე ინტერპრეტაციის მიხედვით, 2028 წლისთვის საფრანგეთმა შესაძლოა, სამხედრო სუვერენიტეტი მთლიანად დაკარგოს.
  • გლობალური ძალთა ბალანსის ცვლილება - კატრენებში საუბარია დასავლეთში მომხდარ საშინელ ომზე და იმაზე, რომ აღმოსავლეთი "სამ ცეცხლს" ანთებს, მაშინ როცა დასავლეთი თანდათან კარგავს სინათლეს. ზოგიერთი მკვლევარი ამ ტექსტის მიხედვით ამბობს, რომ გლობალური ძალთა ბალანსი აღმოსავლეთის სახელმწიფოების სასარგებლოდ შეიცვლება.

ნოსტრადამუსის რომელი წინასწარმეტყველებები ახდა

ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველური ნიჭის დამაჯერებლად მიჩნევის შემთხვევაში, მისი მიმდევრები რამდენიმე მაგალითს ასახელებენ, რომლებიც, მათი აზრით, მართლაც ახდა.

  • მეფე ანრი II-ის დაღუპვა - 1555 წელს ნოსტრადამუსმა გამოაქვეყნა კატრენი (I.35): "ახალგაზრდა ლომი თვალში დაამარცხებს მოხუც ლომს ოქროს გალიაში". 1559 წელს მეფე ანრი II რაინდულ ტურნირზე გრაფ მონტგომერის შუბით დაიღუპა. შუბის ნამსხვრევმა მას თვალი დაუზიანა.
  • ჰიტლერის აღზევება - ერთ-ერთ კატრენში მოხსენიებულია "Hister" - სიტყვა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ადოლფ ჰიტლერთან დააკავშირეს. ტექსტში საუბარია დასავლეთ ევროპაში ღარიბ ოჯახში დაბადებულ ადამიანზე, რომელიც თავისი სიტყვებით "უამრავ ადამიანს აცდუნებს".
  • ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვები - კატრენს, რომელშიც ნათქვამია: "ორ ქალაქში ისეთი უბედურება მოხდება, რომლის მსგავსი არავის უნახავს", ბევრი 1945 წლის ბირთვულ დარტყმებს უკავშირებს.
  • კენედის მკვლელობა - ფრაზა "სიმაღლიდან ბოროტება დაეცემა დიდებულ კაცს" სნაიპერის გასროლის შესახებ მინიშნებად განიხილება.

თავად ნოსტრადამუსი აღნიშნავდა, რომ საკუთარ წინასწარმეტყველებებს "აწმყოსთვის და განსაკუთრებით მომავლისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობის გამო" განზრახ ყველაზე იდუმალი ფორმით გადმოსცემდა.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ტექსტის სწორედ ეს მრავალშრიანობა აძლევს ნოსტრადამუსის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს შესაძლებლობას, მისი წინასწარმეტყველებები თავისუფლად განმარტონ და საკუთარ ეპოქას მოარგონ.

ვანგას წინასწარმეტყველება 2027 წლისთვის

vanga-1791187037.jpg

ცნობილი ბულგარელი წინასწარმეტყველი, ვანგა, 2027 წელს მოსალოდნელ ერთ უჩვეულო მოვლენაზე საუბრობდა.

ვანგას წინასწარმეტყველების თანახმად, მომავალ წელს იდუმალმა დაავადებამ ან გენეტიკურმა ექსპერიმენტმა შესაძლოა, ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ზებუნებრივი შესაძლებლობები მიანიჭოს.

რა მოხდება 2027 წელს

ვანგა წინასწარმეტყველებდა, რომ რომელიღაც დაავადება ან გენეტიკური ექსპერიმენტი ადამიანების გარკვეულ ჯგუფს მათთვის უჩვეულო შესაძლებლობებს მიანიჭებდა. შედეგად, მსოფლიოში ადამიანების ახალი ჯგუფი - "ზეკაცები" - გამოჩნდებოდა.

თუმცა, ამ წინასწარმეტყველების შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ არსებობს.

უცხოპლანეტელები ნოემბერში უნდა გამოჩნდნენ

ვანგას ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო პროგნოზად კვლავ რჩება უცხოპლანეტელ ცივილიზაციასთან სავარაუდო კონტაქტი.

ამ ვერსიის მიხედვით, 2026 წლის ნოემბერში დედამიწას, თითქოსდა, დიდი კოსმოსური ობიექტი უნდა ეწვიოს. თუმცა, ამ მოვლენაზე ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს.

შეგახსენებთ, რომ ვანგას ასევე მიაწერენ COVID-19-ის პანდემიის, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების, პრინცესა დიანას გარდაცვალებისა და სხვა მასშტაბური მსოფლიო მოვლენების წინასწარმეტყველებას.

ვანგას ხელოვნური ინტელექტის შესახებ წინასწარმეტყველებებსაც მიაწერენ

"ზეკაცების" გარდა, ვანგას მომავალი წლების არაერთ სხვა პროგნოზსაც მიაწერენ. მათ შორის საუბარია მასშტაბურ სტიქიურ უბედურებებსა და ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებაზე.

არსებობს შეფასება, რომ ვანგა იმ მომენტის დადგომასაც წინასწარმეტყველებდა, როდესაც კაცობრიობა გააცნობიერებდა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში "ზედმეტად შორს წავიდა" და მანქანები ადამიანების ჩანაცვლებას დაიწყებდნენ.

როგორი იქნება 2027 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის - ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად და ვისთვის იქნება რთული წელი
2027 ცეცხლოვანი თხის წელია - როგორი წელი გველის, როგორ შევეგებოთ, ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად და რით იქნება ეს პერიოდი გამორჩეული
ვანგასა და ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის: ბირთვული ომის საფრთხე და ტექნოლოგიების სახიფათოდ განვითარება