რა ვერსიები სახელდება კავკასიის უნივერსიტეტის წვეულებაზე მომხდარ ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით: "ყვე­ლას ერთი და იგი­ვე სიმპტო­მი აქვს" - მშობლები

რა ვერსიები სახელდება კავკასიის უნივერსიტეტის წვეულებაზე მომხდარ ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით: "ყვე­ლას ერთი და იგი­ვე სიმპტო­მი აქვს"

2026-10-05 13:23:08+04:00

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კავკასიის უნივერსიტეტში გამართულ Welcome Party-ზე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების მიღების შედეგად, 10-მდე სტუდენტს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

“უნივერსიტეტის ველქამზე რამდენიმე გოგო ცუდად გახდა, ყველას ერთი და იგივე სიმპტომი აქვს. პირველკურსელები ჩატებში ერთმანეთს აფრთხილებენ არავის მოწოდებული სასმელი არ დალიონ. პოლიციამ ვიღაცები განყოფილებაში გადაიყვანა. კი, ძალიან მშვიდობა გვაქვს კალაძის ქალაქში,” - წერს ნათია გაბრავა სოციალურ ქსელში. ერთ-ერთი ვერსიით, წვეულებაზე შეპარულმა პირმა სტუდენტების ალკოჰოლურ სასმელში გაურკვეველი ნივთიერება ჩაამატა, რომელიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება იყო.

განაგრძეთ კითხვა

გოგონებს ფოტოგრაფად ეცნობოდა, სთავაზობდა გადაღებაში მონაწილეობას, მერე კი სასმელში ძილის წამალს უყრიდა და ინტიმურ კავშირს ამყარებდა... - 40 წლის კაცს თბილისში ორასამდე ასეთი მსხვერპლი ჰყავს