"რამ­დე­ნი­მე სტუ­დენტს აღე­ნიშ­ნა ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი შე­უძ­ლოდ ყოფ­ნა... მო­წამ­ვლის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს" - კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს - მშობლები

"რამ­დე­ნი­მე სტუ­დენტს აღე­ნიშ­ნა ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი შე­უძ­ლოდ ყოფ­ნა... მო­წამ­ვლის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს" - კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

2026-10-05 14:46:27+04:00

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კავკასიის უნივერსიტეტში გამართულ Welcome Party-ზე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების მიღების შედეგად, 10-მდე სტუდენტს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:

"კავკასიის უნივერსიტეტი ეხმაურება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გამართული პირველკურსელთა წვეულების შესახებ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას. გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.ღონისძიების მიმდინარეობისას რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა, რის გამოც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩნდათ. სტუდენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.კავკასიის უნივერსიტეტი თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან და საჭიროების შემთხვევაში მიაწვდის მათ ყველა შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთდება შსს-ს ოფიციალური განცხადებაც.მოვუწოდებთ მედიას და საზოგადოებას, არ გაავრცელონ დაუზუსტებელი ინფორმაცია და ვარაუდები დადასტურებულ ფაქტებად, რადგან მსგავსი ცნობები უსაფუძვლოდ აზიანებს როგორც სტუდენტების, ისე უნივერსიტეტის რეპუტაციას", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მომხდარი ფაქტის შესახებ შსს-ში განაცხადეს, რომ გამოძიება ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

რა ვერსიები სახელდება კავკასიის უნივერსიტეტის წვეულებაზე მომხდარ ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით: ყველას ერთი და იგივე სიმპტომი აქვს