18 წლის გოგონა მამამ და ძმებმა ჰიჯაბის მოხსნის გამო დაახრჩვეს... - გახმაურებული სასამართლო პროცესის დეტალები - მშობლები

18 წლის გოგონა მამამ და ძმებმა ჰიჯაბის მოხსნის გამო დაახრჩვეს... - გახმაურებული სასამართლო პროცესის დეტალები

2026-10-08 20:14:30+04:00

ნიდერლანდების სასამართლომ 18 წლის რაიან ალ-ნაჯარის მკვლელობის საქმეზე მის მამას, ხალედ ალ-ნაჯარს, დაუსწრებლად 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაიანის ძმებს, მუჰანადსა და მოჰამედს, სასამართლომ თითოეულს 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

რაიან ალ-ნაჯარი 2024 წლის მაისში მოკლეს. მისი ცხედარი ნიდერლანდებში, ლელისტადის მახლობლად, წყალსაცავში იპოვეს.

სასამართლოს შეფასებით, მკვლელობას ე.წ. „ღირსების“ მოტივი ჰქონდა. გამოძიების ინფორმაციით, რაიანს ოჯახთან ხანგრძლივი და მძიმე კონფლიქტი ჰქონდა, რადგან ის არ იზიარებდა ოჯახის მიერ მისთვის თავსმოხვეულ მკაცრ რელიგიურ და სოციალურ წესებს.

რაიანმა მანამდე არაერთხელ მიმართა ნიდერლანდების პოლიციას, რომ მამისა და ძმების ეშინოდა. მუქარისა და თავდასხმების შემდეგ ის 2022 წლიდან რამდენჯერმე იმყოფებოდა დაცვის ქვეშ... თუმცა რამდენიმეთვიანი განრიდების შემდეგ, მისი ოჯახის წევრებს კვლავ ეძლეოდათ მასთან კონტაქტის საშუალება...

სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების მიხედვით, რაიანს პირზე წებოვანი ლენტი ჰქონდა შემოხვეული და თავადაც მთლიანად იყო შეკრული.სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიანი წყალში დახრჩობის შედეგად გარდაიცვალა...

ryan-al-najjar-thumb-1-1791476571.webp

მკვლელობის შემდეგ ხალედ ალ-ნაჯარი სირიაში გაიქცა და ნიდერლანდებში სასამართლოს წინაშე არ გამოცხადებულა. სწორედ ამიტომ მისი საქმე დაუსწრებლად განიხილეს. ამჟამად ის ნიდერლანდებში სასჯელს არ იხდის და სირიაში იმყოფება.ხალედმა გამოძიების პროცესში პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ამტკიცებდა, რომ რაიანის სიკვდილზე მხოლოდ თავად იყო პასუხისმგებელი. თუმცა სასამართლომ მისი ვერსია, რომლის მიხედვითაც მკვლელობაში მხოლოდ ის მონაწილეობდა, არ გაიზიარა და დაადგინა, რომ ძმებსაც ჰქონდათ მკვლელობასთან კავშირი.მუჰანადი და მოჰამედი ბრალდებებს უარყოფდნენ, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ ისინი მკვლელობის დაგეგმვაში მონაწილეობდნენ. სასამართლოს შეფასებით, ძმები მკვლელობის შესაძლო გზებს განიხილავდნენ და შემდგომი ქმედებებით დანაშაულის კვალის დამალვასაც ცდილობდნენ.

broers-ryan-al-najjar-1791476553.webp

პროკურატურის პოზიციით, ოჯახის წევრების ქმედებები დაკავშირებული იყო რაიანის ცხოვრების წესის კონტროლის სურვილთან და იმასთან, რომ ახალგაზრდა ქალი ოჯახის მიერ დადგენილ მკაცრ ნორმებს არ ემორჩილებოდა. ძირითადად, საქმე ეხებოდა ჰიჯაბის ტარება-არტარებას და რელიგიური წესების დაცვას.

ეს საქმე ნიდერლანდებში ე.წ. „ღირსების სახელით ჩადენილი მკვლელობის“ ერთ-ერთ მძიმე შემთხვევად განიხილება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ის ფაქტიც, რომ რაიანი მკვლელობამდე წლების განმავლობაში დახმარებასა და დაცვას ითხოვდა და პოლიციას ოჯახის წევრების მხრიდან საფრთხის შესახებ ატყობინებდა, თუმცა გოგონას დაცვა მაინც ვერავინ შეძლო.

სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის — განაჩენი გასაჩივრებულია და საქმის განხილვა სააპელაციო ეტაპზეც გაგრძელდება.

ირანელი ქალი, რომელსაც მჟავა შეასხეს ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო... - ის გადარჩა და დღესაც იბრძვის
ჰიჯაბის გარეშე სიმღერისთვის ირანელი მომღერალი დააპატიმრეს და ამ დრომდე მისი ადგილ-სამყოფელი უცნობია
მამამ თმა მოკლედ შეაჭრა და ბიჭივით გაზარდა, რომ დაეცვა სხვა ავღანელი ქალების ხვედრისგან და თავისუფლება მიეცა ... - ცნობილი ავღანელი ჟურნალისტის ამბავი