"უზრდელი!", "ამხელა ვარსკვლავია და მანერები ვერ უსწავლია!" - ზენდაიას კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს, ბრიჯიტ მაკრონთან მისალმების გამო - მშობლები

"უზრდელი!", "ამხელა ვარსკვლავია და მანერები ვერ უსწავლია!" - ზენდაიას კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს, ბრიჯიტ მაკრონთან მისალმების გამო

2026-10-09 12:33:42+04:00

ზენდაია საფრანგეთში სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც პირველ ლედისთან, ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის დროს ადგილიდან არ წამოდგა. „ეიფორიის“ ვარსკვლავის საქციელი სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს.

ზენდაია და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მეუღლე, პარიზში ცოტა ხნის წინ გამართულ Louis Vuitton-ის ჩვენებაზე შეხვდნენ. მსახიობი წინა რიგში იჯდა და სხვა სტუმართან საუბრობდა, როდესაც მილიარდერი ბერნარ არნო (ნატალია ვოდიანოვას სიმამრი) და ბრიჯიტ მაკრონი მას მიუახლოვდნენ. არნომ პირველი ლედი მსახიობს გააცნო, რომელმაც გაუღიმა და ხელი ჩამოართვა. მათი შეხვედრის ვიდეო, ჩვენებაზე დამსწრე ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ხოლო ზენდაია კომენტარებში კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, „ეტიკეტის ელემენტარული წესების არცოდნის“ გამო.

original-2-1791535445.webp

„ჩვენ ვდგებით მისალმებისას, განსაკუთრებით ჩვენზე უფროსებთან!“ „ქალბატონის მისალმებისას ფეხზე ადგომა ჩვეულებრივი ამბავია — განსაკუთრებით, თუ ის ასაკოვანია და განსაკუთრებით, თუ ის საფრანგეთის პირველი ლედია, ქვეყნის პრეზიდენტის ცოლი. ამას კარგი მანერები ჰქვია და არა იერარქია.“ „უფროსების მისალმებისას ფეხზე დგომა უკვე ჩვეულებრივი ამბავი არ არის?“ „ზენდაია ძალიან მიყვარს, მაგრამ ხელის ჩამოსართმევად ადექით.“ „ეს უბრალოდ პატივისცემისა და კარგი მანერების საკითხია.“ „ადექით!“ „ზენდაია ძალიან თავდაჯერებულია“, — წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

original-3-1791535445.webp

ზოგიერთმა დაიცვა მსახიობი და აღნიშნა, რომ აშშ-ში სხვების მისალმებისას ფეხზე ადგომა, სავარაუდოდ, არ არის ჩვეულებრივი ამბავი, ამიტომ ზენდაიამ უბრალოდ თავაზიანად გაიღიმა და ხელი გაუწოდა. შესაძლოა, ისიც დაიბნა ან ვერ იცნო ბრიჯიტ მაკრონი. „შესაძლოა, არც კი იცოდეს, რომ ის საფრანგეთის პრეზიდენტის ცოლია“, — თქვეს კომენტარებში. „ის დაკავებული ამერიკელი მსახიობია, რომლის გეგმებში დიპლომატიური პროტოკოლის დაცვა არ შედიოდა“.

ამასობაში, Louis Vuitton-ის ჩვენების შემდეგ, 73 წლის ბრიჯიტ მაკრონი ადგილიდან წამოდგა, რათა მოდის სახლის კრეატიულ დირექტორს, ნიკოლა ჟესკიერს მისალმებოდა.

original-4-1791535445.webp

original-5-1791535445.webp

ბრიჯიტ მაკრონის 42 წლის ქალიშვილი 22 წლის ბიჭს ხვდება - ისტორია მეორდება?
რა თქვა ბრიჯიტ მაკრონის ქალიშვილმა სკანდალურ სასამართლო პროცესზე, სადაც პირველი ლედის სქესს განიხილავენ: დედა ძალიან განიცდის შვილიშვილების მდგომარეობას, რომლებსაც სკოლაში დასცინიან... მის ჯანმრთელობაზეც იმოქმედა...