როგორც ცნობილია, ქართული კინოს მშვენებას და ულამაზეს ქართველ ქალად არაერთხელ დასახელებულ ლიკა ქავჟარაძეს ერთი ვაჟი დარჩა - ლევან თაქთაქიშვილი, რომელიც პირველ მეუღლესთან, სანდრო თაქთაქიშვილთან ქორწინებაში შეეძინა.



ლევანი წლებია, მამასთან ცხოვრობს ამერიკაში.

იქვე შექმნა ოჯახი თამარ ლოლუასთან, რომელთანაც ვაჟი ჰყავს. ბიჭს პაპის სახელი დაარქვეს - ალექსანდრე, თუმცა უფრო ხშირად საშკას ეძახიან.
გამოჩნდა თუ არა სოციალურ ქსელში საშკას ფოტოები, მაშინვე მიამსგავსეს ბებიას. ბევრი ფიქრობს, რომ რაც უფრო იზრდება, მით უფრო ემსგავსება ბებოს.
















საშკა ცოტა ხნის წინ გახდა 18 წლის და სკოლაც დაამთავრა.






და აქვე, ლიკა ქავჟარაძის ნაკლებად ცნობილი ფოტოები:




