საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ყველა პირი, ასაკის მიუხედავად, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა იყოს რეგისტრირებული. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, მოქალაქე შეიძლება კონკრეტული მისამართიდან რეგისტრაციიდან მოიხსნას. რა გარემოებები შეიძლება გახდეს ამის საფუძველი და როგორ უნდა გადაამოწმოთ, სად ხართ რეგისტრირებული - ამის შესახებ დეტალებს ქვემოთ გაგიზიარებთ.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განმარტებით, რეგისტრაციიდან მოხსნა შესაძლებელია როგორც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის, ისე კანონით გათვალისწინებული სხვა გარემოებების გამო. ამასთან, რეგისტრაციიდან მოხსნას შესაძლოა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების სტატუსზეც ჰქონდეს გავლენა: ახალი, ელექტრონული პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა შეჩერდება, ძველი ტიპის, ე.წ. ლამინირებული მოწმობა კი გაუქმდება.
სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი რეგისტრაციიდან შეიძლება მოიხსნას პირადი განცხადების საფუძველზეც.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე ამისთვის სპეციალური ელექტრონული სერვისია განთავსებული. მისამართის შესამოწმებლად საჭიროა გადახვიდეთ ბმულზე.
შემდეგ, შესაბამის ველში - "ბარათის ნომერი" - უნდა შეიყვანოთ პირადობის ელექტრონული მოწმობის ცხრანიშნა კოდი და დააჭიროთ ღილაკს "დამუშავება". ამის შემდეგ შესაბამის ველში აისახება ბარათის მფლობელის რეგისტრაციის მისამართი და ინფორმაცია რეგისტრაციის მიმდინარე სტატუსის შესახებ.
თუ გსურთ, გადაამოწმოთ რეგისტრაციიდან მოხსნილ პირთა შესახებ ინფორმაცია, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ასევე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე, სპეციალურ გრაფაში გადახვიდეთ.
თუ მოქალაქე რეგისტრაციიდან მოიხსნა და ხელახლა სურს მისამართზე რეგისტრაცია, მან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის ფილიალს.
ამისთვის საჭიროა პირადობის მოწმობისა და ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტის წარდგენა:
თუ საცხოვრისი სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან იურიდიული პირის საკუთრებაა ან თანასაკუთრებას წარმოადგენს, რეგისტრაციისთვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს თანხმობაა საჭირო.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართზე თანხმობას გასცემს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ფართზე - მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული, ხოლო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ფართზე - შესაბამისი ხელმძღვანელი ორგანო. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ფართზე რეგისტრაციისას საჭიროა ხელმძღვანელი ორგანოს ან თანამდებობის პირის თანხმობა და, თუ ასეთი ორგანო არსებობს, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობაც.
თუ ბინის მესაკუთრეს სურს გაარკვიოს, ვინ არის მის საკუთრებაში არსებულ მისამართზე რეგისტრირებული, მას შეუძლია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართოს და შესაბამისი ინფორმაცია მოითხოვოს. ამისთვის განცხადებას საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა დაურთოს.
სხვა შემთხვევაში, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, სააგენტოსგან მიიღოს ცნობა კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ, თუმცა ამ დოკუმენტში მათი სახელები და გვარები მითითებული არ იქნება.
თუ მესაკუთრე აღმოაჩენს, რომ მის საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრირებულია პირი, რომელიც იქ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არ ცხოვრობდა, მას შეუძლია, რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს. პროცედურა შესაბამისი განცხადებისა და კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენას მოითხოვს.
სააგენტო რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნის განხილვისას პირს დაწყებული წარმოების შესახებ ატყობინებს და პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. გადაწყვეტილება განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღება.
მისამართზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ, ვრცლად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე გაეცნოთ.