ცნობილი დიზაინერი, სხვადასხვა ტელეპროექტის მონაწილე მაკა კვიციანი გაზაფხულზე მეოთხე შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს - ბიზნესმენ და პარლამენტარ შოთა ბერეკაშვილს, რომლებიც 22-ე წელია ქორწინებაში არიან, პატარა ილია შეეძინათ. წყვილი უკვე 4 ვაჟის მშობელია.
ილია ერთი თვის წინ მონათლეს და გრანდიოზული წვეულებაც მოაწყვეს ამასთან დაკავშირებით, რომელსაც ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა. ამჯერად კი მაკამ ნათლობის ფოტოები გამოაქვეყნა, პატარა ილიკოსთან, მის ნათლიებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, შემდეგი ტექსტით:
"არის ბედნიერება, რომელსაც სიტყვები ვერ აღწერს. მე და ჩემს მეუღლეს ერთ დღეს გვაქვს დაბადების დღე და წელს საკუთარ თავს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი გავუკეთეთ - პატარა ილიკო.
მისი ნათლობა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ემოციური დღე იყო, რომელიც საყვარელ ადამიანებთან ერთად გავიზიარეთ.
მადლობა ყველას, ვინც ეს დღე ჩვენთან ერთად გაატარა და ამდენი სითბო და სიყვარული გვაჩუქა.
მადლობა ღმერთს ჩვენი ილიკოსთვის, ამ პატარა ადამიანისთვის, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ამხელა სიყვარულით აავსო!"








