სალომე ღვინიაშვილისა და ზურა ხიზანიშვილის ქალიშვილს, ტასოს, რჩეულმა - ნიკოლოზ ახვლედიანმა ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო. წყვილი კარგა ხანია, ერთად არის და მათი მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ეს გადაწყვეტილება.


ხელის თხოვნის ცერემონიას მათი მეგობრები ესწრებოდნენ. იქვე იყო ტასოს უმცროსი და - ნიტა.

- მოდელი სალომე ღვინიაშვილიე მრავალშვილიანი დედაა. მას უფროსი ვაჟი ჰყავს პირველი ქორწინებიდან, ზურა ხიზანიშვილთან ქორწინებაში კი ქალიშვილები - ნიტა და ტასო, რომელთაც რამდენიმე წლის წინ სამოდელო გამოცდილებაც ჰქონდათ. თუმცა ბოლო დროს გოგონები ძირითადად სწავლით არიან დაკავებული და ჯერჯერობით სამოდელო საქმიანობაზე სერიოზულად არ ფიქრობენ.





