მომღერალი და მსახიობი გიგი დედალამაზიშვილი და ფოტოგრაფი მარინა კარპი უკვე 14 წელია ერთად არიან. წყვილი ორ შვილს ზრდის. ტრადიციულად, ეს დღე ოჯახურად აღნიშნეს და ტრადიციული ფოტოც გადაიღეს, რომელსაც ჯერ კიდევ იმ დროიდან იღებენ, პატარები დაბადებულებიც რომ არ იყვნენ.
"ეს ჩვენი დღეა. ყველა აღმავლობისა და დაღმასვლის მიუხედავად, ჩვენი საყვარელი ტრადიცია უბრალოდ ოჯახთან ერთად ყოფნაა. 14 წელი ერთად და კიდევ ბევრი წელი გველის", - წერს მარინა და ამ წლების განმავლობაში გადაღებული ფოტოების მშვენიერი გალერეასაც აქვეყნებს.













