როგორც ცნობილია, ძიუდოისტმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა ილია სულამანიძემ ცოლი შეირთო. ქორწილი, როგორც მოსალოდნელი იყო, კონცერტს დაემსგავსა, რადგან ცნობილია ილიას ნიჭიერება და მუსიკალური შესაძლებლობები. ძიუდოისტმა საკუთარ ქორწილში როიალზეც დაუკრა და საყვარელ მეუღლესთან - თაკო მეგრელიძესთან ერთად, რომელიც ასევე სპორტსმენია, მოცურავე, რამდენიმე ცეკვაც შეასრულა.
რეპორტაჟს შთამბეჭდავი ქორწილიდან აქვეყნებს "დილა მშვიდობისა საქართველო". სიუჟეტში სპორტსმენის ოჯახის წევრებისა და ახლობლების ემოციურ შთაბეჭდილებებს მოუყარეს თავი. განსაკუთრებით ემოციური იყო ილიას დედის სიტყვა რძალზე, რომელსაც მშობლები არ ჰყავს. და კადრი ქორწილიდან, სადაც თაკო მეგრელიძის გარდაცვლილი მშობლების პატივსაცემად იდგა სკამები.
- ამაღლებული განწყობით ვარ, ბედნიერი ვარ... ძალიან დიდი გულისტკივილია, რომ თაკოს არ ჰყავს მშობლები... გავუწევ დედობას. ვიზრუნებ იმაზე, რომ ვიყო კარგი დედამთილი კი არა, დედა, - ამბობს ილია სულამანიძის დედა.
იხილეთ ვრცლად ვიდეოკადრები ქორწილიდან: