ცნობილმა ძიუდოისტმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა ილია სულამანიძემ ცოლი შეირთო. ქორწილი, როგორც მოსალოდნელი იყო, კონცერტს დაემსგავსა, რადგან ცნობილია ილიას ნიჭიერება და მუსიკალური შესაძლებლობები. ძიუდოისტმა საკუთარ ქორწილში როიალზეც დაუკრა და საყვარელ მეუღლესთან - თაკო მეგრელიძესთან ერთად, რომელიც ასევე სპორტსმენია, მოცურავე, რამდენიმე ცეკვაც შეასრულა.



წყვილი ულამაზესი იყო ქორწილში. განსხვავებული იყო ტორტიც, რომელიც მათ გაჭრეს ცერემონიის ბოლოს - ყვავილებით შემკული და მთელ მაგიდაზე გაშლილი.


