დედა, რომელმაც 4 მცირეწლოვანი ბავშვი მარტო დატოვა და სხვა ქალაქში გაემგზავრა, უკან დაბრუნებაზე მაშინაც უარს ამბობდა, როცა უთხრეს, რომ მისი შვილი კლინიკაში მოხვდა... - გახმაურებული საქმის ახალი დეტალები - მშობლები

დედა, რომელმაც 4 მცირეწლოვანი ბავშვი მარტო დატოვა და სხვა ქალაქში გაემგზავრა, უკან დაბრუნებაზე მაშინაც უარს ამბობდა, როცა უთხრეს, რომ მისი შვილი კლინიკაში მოხვდა... - გახმაურებული საქმის ახალი დეტალები

2026-10-28 21:50:43+04:00

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ოთხი არასრულწლოვანი შვილის მარტო დატოვების საქმემ საზოგადოებრივი ყურადღება მიიპყრო. სამართალდამცველების ინფორმაციით, 50 წლის ირენ მილერი ლას-ვეგასში სამუშაოდ გაემგზავრა, ხოლო მისი შვილები — 9, 11, 12 და 14 წლის ბავშვები — სახლში ზრდასრულის მუდმივი მეთვალყურეობის გარეშე დარჩნენ. საქმეზე ახალი დეტალები ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.

როგორ განვითარდა მოვლენები?

ოსეოლას ოლქის შერიფის ოფისის ინფორმაციით, მილერი ფლორიდიდან 2026 წლის 18 ოქტომბერს გაემგზავრა და სახლში დაბრუნებას 23 ოქტომბერს გეგმავდა.

5fda9c88-6c86-40e1-a8ce-e79eaa863719-1793213677.jpg

c1f2db57-675e-4356-b046-3b2fea9854cf-1793213677.jpg

21 ოქტომბერს, საღამოს, ერთ-ერთმა ბავშვმა გადაუდებელი დახმარების ნომერზე — 911-ზე დარეკა. მან სამართალდამცველებს შეატყობინა, რომ მის 9 წლის ძმას თავზე ჰანტელი დაეცა...ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ოთხივე ბავშვი სახლში მარტო აღმოაჩინეს. დაშავებული ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი გაწერეს.

გამოძიების თანახმად, დედამ პოლიციას განუცხადა, რომ ბავშვების დასახმარებლად ძიძა ჰყავდა შეთანხმებული. მისი თქმით, ქალი დილით ბავშვებს სკოლისთვის მომზადებაში ეხმარებოდა და სკოლის შემდეგაც ამოწმებდა, თუმცა ღამით მათთან არ რჩებოდა.

Daily Mail-ის ცნობიბით, საქმის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო დეტალი ისაა, რომ სამართალდამცველების ცნობით, როდესაც დედას შეატყობინეს, რომ მისი 9 წლის შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მან სახლში დაუყოვნებლივ დაბრუნებაზე უარი თქვა... ოსეოლას ოლქის შერიფის ოფისის წარმომადგენლის, კაპიტან კიმ მონტესის განცხადებით, მილერმა თქვა, რომ ლას-ვეგასში იმყოფებოდა და ფლორიდაში დაბრუნებას 23 ოქტომბრამდე ვერ შეძლებდა...

პოლიციამ ბავშვების მამას, 53 წლის მარკ მილერს დაუკავშირდა. სამართალდამცველის განმარტებით, მამამ არ იცოდა, რომ შვილები სახლში ზრდასრულის მეთვალყურეობის გარეშე იყვნენ დარჩენილი.მარკ მილერი ბავშვების მოვლაზე მაშინვე დათანხმდა და ოთხივე შვილი თავისთან გადაიყვანა.

ამჟამად ბავშვები მამასთან ერთად მოტელში ცხოვრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ფინანსური დახმარება სჭირდება. მამამ GoFundMe-ზე თანხის შეგროვებაც დაიწყო.მარკ მილერმა საჯაროდ განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს შვილების უსაფრთხოებისთვის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მეუღლეს ცუდ ადამიანად არ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მან გადაწყვეტილებები მათი შედეგების სათანადოდ გააზრების გარეშე მიიღო.

რა მოხდა დედის დაბრუნების შემდეგ?

ირენ მილერი 23 ოქტომბერს, ფლორიდაში დაბრუნებისას, ორლანდოს საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პოლიციამ მას ოთხი არასრულწლოვნის უგულებელყოფის ოთხი ბრალდება წარუდგინა — თითოეული ბავშვის მიმართ.

მისი დაკავების ამსახველი კადრებიც გავრცელდა.

261027-irene-miller-ch-1554-59ce46-1793213401.webp

ამერიკული მედიის, მათ შორის ABC News-ისა და CBS Miami-ის ცნობით, მილერი მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ოჯახური კონფლიქტი და განქორწინების პროცესი

მედიის ცნობით, წყვილი განქორწინების პროცესშია 15-წლიანი ქორწინების შემდეგ.სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, მარკ მილერი მიმდინარე წლის აგვისტოში დააკავეს - მას ცოლზე თავდასხმას ედავებოდნენ. გავრცელებული ცნობებით, იგი მოგვიანებით 10 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხოლო სასამართლომ მას მეუღლესთან კონტაქტი აუკრძალა.

s-office-irene-miller-estranged-146640299-1793213644.webp

  • ჯერჯერობით უცნობია, როგორ დასრულდება სისხლის სამართლის პროცესი და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი უწყებები ბავშვების შემდგომი მეურვეობისა და საცხოვრებელი პირობების შესახებ.

გამოხმაურება

საზოგადოებაში დიდი სჯა-ბაასი გამოიწვია ამ თემამ. უამრავ კრიტიკოსთან ერთად, ქალს დამცველებიც გამოუჩნდა. 27 ოქტომბერს გამოქვეყნებული New York Post-ის მასალის მიხედვით, სოციალურ ქსელებში აზრი გაიყო: ზოგი მიიჩნევს, რომ 14 წლის მოზარდს უმცროსი და-ძმების დახმარება ჩვეულებრივ შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვებს ტელეფონები აქვთ და ძიძაც აკითხავთ შუადღისას. მით უმეტეს, რომ დედა გასართობად არ წასულა და სამუშაო მივლინებით გაემგზავრა. სხვები კი ამბობენ, რომ ოთხი ბავშვის ღამით, რამდენიმე დღის განმავლობაში, ზრდასრულის გარეშე დატოვება სახიფათო იყო.

1. რას ამბობენ ქალის დამცველები?

New York Post-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში სოციალური ქსელების მომხმარებლების კომენტარებია მოყვანილი. მათი არგუმენტები რამდენიმე მიმართულებით იყოფა.

  • „14 წლის ბავშვი უკვე საკმაოდ დიდია“ - ზოგი მშობელი წერს, რომ ამ ასაკის მოზარდს შეუძლია დამოუკიდებლად ყოფნა, უმცროსი და-ძმების დახმარება და საჭიროების შემთხვევაში 911-ზე დარეკვა. ერთ-ერთმა კომენტატორმა აღნიშნა, რომ საკუთარ 14 წლის შვილს ენდობა, როცა ის დამოუკიდებლად გადაადგილდება.
  • „ბავშვები სრულიად მიტოვებულები არ ყოფილან“ - დედის სასარგებლოდ მოჰყავთ ის გარემოება, რომ ძიძა ბავშვებს დილით სკოლისთვის მომზადებაში ეხმარებოდა და სკოლის შემდეგაც ამოწმებდა. შესაბამისად, ისინი ამტკიცებენ, რომ ბავშვებს ყოველდღიური რუტინა და გარკვეული ზედამხედველობა ჰქონდათ.
  • „უბედური შემთხვევა მშობლის სახლში ყოფნის დროსაც შეიძლება მოხდეს“ - დამცველების კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ჰანტელის დაცემა თავისთავად არ ამტკიცებს მშობლის დაუდევრობას. ბავშვს მართლაც შეეძლო დაზიანება მაშინაც მიეღო, დედა სახლში რომ ყოფილიყო.
  • "იქნებ მამასთან დატოვებას, მათი მარტო დატოვება ჯობდა?" - გამოქვეყნებული ცნობებით, ოჯახში მანამდეც არსებობდა სერიოზული კონფლიქტი. მამა, მარკ მილერი, აგვისტოში დააკავეს მეუღლესთან დაპირისპირების საქმეზე. მას ბრალად ედებოდა მეუღლეზე თავდასხმა; მან ბრალი არ აღიარა. სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვები მას მეუღლესთან კონტაქტს უკრძალავდა, ხოლო ბავშვებთან კონტაქტის საკითხი ცალკე განხილვას საჭიროებდა. თუ დედა ბავშვებს მამისგან განცალკევებით ზრდიდა და ოჯახში დაძაბული ურთიერთობა იყო, შეიძლებოდა თუ არა, რომ ბავშვების მამასთან დატოვება უკეთესი გადაწყვეტილება ყოფილიყო?

კრიტიკოსების არგუმენტიც მხოლოდ ის არ არის, რომ ბავშვები მარტო იყვნენ. მთავარი საკითხია, რამდენ ხანს იყვნენ ისინი ღამით ზრდასრულის გარეშე და ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას, თუ გადაუდებელი შემთხვევა მოხდებოდა.

  • ხუთი ღამე ზედამხედველობის გარეშე: ძიძის დილით და სკოლის შემდეგ მისვლა არ უდრის ღამის განმავლობაში ზრდასრულის ყოფნას.

  • სამი უმცროსი ბავშვი: 14 წლის მოზარდის სიმწიფის მიუხედავად, მას არ უნდა დაეკისროს ავტომატურად 9, 11 და 12 წლის ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრდასრულის პასუხისმგებლობა.

  • დაშავებული ბავშვის შემთხვევა: 9 წლის ბიჭს ჰანტელი დაეცა თავზე და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის მკურნალობის შემდეგ გაწერეს და ზრდასრული, რომელიც მას მიხედავდა, იქ არ აღმოჩნდა, სანამ მამა არ მოიძიეს.

  • მშობლის რეაგირება: პოლიციის ცნობით, დედამ თქვა, რომ ლას-ვეგასში სამუშაოდ იყო და 23 ოქტომბრამდე დაბრუნებას არ გეგმავდა, მიუხედავად ინციდენტისა. სწორედ ამ გარემოებამ გაამწვავა საზოგადოების ნაწილის კრიტიკა.

რას ამბობს კანონი და რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?

ფლორიდაში არ არსებობს ერთი უნივერსალური მინიმალური ასაკი, რომლის ქვემოთაც ბავშვის მარტო დატოვება ყველა შემთხვევაში ავტომატურად უკანონოა. თუმცა კონკრეტული გარემოებები შეიძლება ბავშვთა უგულებელყოფად შეფასდეს. New York Post-ის მიერ გამოკითხული იურიდიული ექსპერტები ამ საქმეს სწორედ ზედამხედველობისა და ბავშვების უსაფრთხოების კუთხით განიხილავენ. ეს ნიშნავს, რომ 14 წლის მოზარდის არსებობა თავისთავად არც დედას ამართლებს და არც მის წინააღმდეგ ამტკიცებს დანაშაულს. სასამართლომ უნდა შეაფასოს ბავშვების ასაკი, მათი მდგომარეობა, მარტო ყოფნის ხანგრძლივობა, დედის მიერ მიღებული ზომები და სხვა შესაბამისი გარემოებები.

ირენ მილერს თითოეულ ბრალდებაზე მაქსიმუმ ხუთწლიანი პატიმრობა შეიძლება დაემუქროს — ოთხივე ბრალდების შემთხვევაში თეორიული ჯამი 20 წელია. თუმცა ეს კანონით შესაძლო მაქსიმუმია.

რამ შეიძლება შეუმსუბუქოს სასჯელი? - დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს შემდეგი გარემოებები: დედა სამუშაოდ იყო წასული და არა დასასვენებლად. ბავშვებს ძიძა დილით და სკოლის შემდეგ აკითხავდა. ბავშვებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გადაუდებელ შემთხვევაში დახმარება გამოეძახათ. 9 წლის ბავშვის დაზიანება, გავრცელებული ცნობით, საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ დასრულდა და მძიმე ფიზიკური დაზიანება არ დადასტურებულა. თუ დედას მანამდე ნასამართლობა არ ჰქონია, ესეც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს სასჯელის განსაზღვრისას. არის ალბათობა, რომ ციხის ნაცვლად, პირობითი სასჯელი მიიღოს.

გარდა სისხლის სამართლის საქმისა, ბავშვთა დაცვის სამსახურმა შეიძლება ცალკე შეაფასოს, ვისთან უნდა ცხოვრობდნენ ბავშვები და რა პირობებით ექნება დედას მათთან ურთიერთობის უფლება. ეს გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის სასჯელისგან დამოუკიდებელია.

16 ბავშვი წლობით ჰყავდათ დატყვევებული პაწაწინა ოთახში, უმძიმეს პირობებში... საკუთარ მშობლებს და ბებია-ბაბუას - პოლიციის მიერ გადარჩენილი და-ძმების მდგომარეობა შემაშფოთებელია (ვიდეო)
მშობლებმა 10 წლის შვილი აეროპორტში მარტო დატოვეს და თავად გაფრინდნენ: ბავშვს ვადაგასული პასპორტი ჰქონდა, ამიტომ მიატოვეს და თავად ბორტზე ავიდნენ
დედამ 3 წლის გოგონა რამდენიმე დღით სახლში მარტო დატოვა ერთი ქილა პიურეს ამარა - რატომ იცავენ მეზობლები ქალს, რომლის წინააღმდეგ საქმე აღიძრა