შოკოლადის ფუმფულა ნამცხვარი ღუმელის გარეშე - გაზზე, ტაფაში გამომცხვარი ნოტიო და გემრიელი დესერტი - მშობლები

შოკოლადის ფუმფულა ნამცხვარი ღუმელის გარეშე - გაზზე, ტაფაში გამომცხვარი ნოტიო და გემრიელი დესერტი

2026-10-29 10:17:46+04:00
ინფლუენსერი კულინარი, ხატია მინდიაშვილი ტაფის ნამცხვარს უზიარებს გამომწერებს. ამ დესერტს მილიონამდე ნახვა აქვს.
"სტუმარი მოდის და ნამცხვარი არ გაქვს? არც ღუმელია საჭირო - ტაფა შემოგვეშველება! პირდაპირ გაზზე გამოვაცხოთ ეს საოცრად ნოტიო, ფაფუკი და გემრიელი ნამცხვარი." - ამბობს ხატია მინდიაშვილი.

ფუმფულა კაკაოს ნამცხვარი

ინგრედიენტები:
  • 5 კვერცხი
  • 250 გრ შაქარი
  • 1 ჩ/კ ვანილი
  • 170მლ ზეთი
  • 250 მლ მაწონი
  • 300 გრ ფქვილი
  • 50 გრ კაკაო
  • 15 გრ გამაფხვიერებელი ან 1 ჩკ სოდა
  • მწიკვი მარილი
  • 100 გრ შოკოლადი - სურვილისამებრ
მომზადება: კვერცხი, შაქარი და ვანილი 7-8 წუთი კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ ზეთი და მაწონი და შეურიეთ. ცალკე გაცერით ფქვილი, კაკაო, სოდა და მარილი. მშრალი ინგრედიენტები სველ მასას ნელ-ნელა შეურიეთ, ბოლოს დაამატეთ შოკოლადის ნატეხები. ჩაასხით ცხიმწასმულ ტაფაში და მაქსიმალურად დაბალტემპერატურაზე, გაზზე გამოაცხვეთ, დახლოებით, 30/45 წუთამდე სჭირდება. პირველი 25 წუთი თავზე არ ახადოთ თავსახური, მზაობა ჩხირით შეამოწმეთ. შეგიძ₾იათ დანამოთ და თავზე გამდნარი შკოკოლადი მოასხათ.
ჩემი ბავშვები ისეთი უჭმელები არიან, ზოგჯერ მართლა აღარ ვიცი, რა მოვიფიქრო. თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ნაკლებს შეჭამს - ახალგაზრდა კულინარი დედობასა და სახლში დაწყებულ საქმიანობაზე