34 წლის ბარი კეოგანმა, რომელიც ცნობილია ფილმებიდან „სოლტბერნი“, „დანკერკი“ და „ინიშერინის ბანშიები“, ონლაინ ბულინგის შემდეგ კანის დაჭიმვის პროცედურებში 3500 დოლარზე მეტი დახარჯა. მსახიობი სოციალურ ქსელში მისი კოსმეტოლოგის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში გამოჩნდა, სადაც ის კოსმეტიკურ პროცედურებს განიხილავდა, რომლებიც მის სახეს "გააუმჯობესებდა".
როგორც აღმოჩნდა, მსახიობმა უკვე მეორედ დაიჭიმა კანი. ინტერვიუში ბარი კეოგანმა აღიარა, რომ მისი გარეგნობის გამო ონლაინ ბულინგი იმდენად მწვავე გახდა, სახლიდან გასვლა შეწყვიტა და საჯარო ღონისძიებებს გაურბოდა. „ამან მაიძულა, საკუთარ თავში ჩავკეტილიყავი. ადამიანებს თავს ვარიდებდი“, - აღიარა მაშინ მსახიობმა.

კეოგანის გარეგნობის მკვეთრი ცვლილების შესახებ ჭორები პირველად 2026 წლის დასაწყისში გავრცელდა. ლონდონის მოდის კვირეულის დროს Burberry-ის ჩვენებაზე გამოჩენის შემდეგ, ხალხმა მისი სახის ნაკვთებში შესამჩნევი ცვლილება შენიშნა: ყბა უფრო მკვეთრი გახდა, ლოყები უფრო გამოკვეთილი და ტუჩები უფრო სავსე.



კრიტიკა გაძლიერდა მას მერე, რაც მსახიობმა მომღერალ საბრინა კარპენტერს დაშორდა ღალატის გამო. მომღერლის გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკეს კეოგანის გარეგნობა.
ივნისში ინტერნეტში ახალი რომანის შესახებ გავრცელდა ჭორები : ჟურნალისტებმა ბარი კეოგანი ბარსელონაში შვებულებაში ყოფნისას უცნობ ქერა ქალთან კოცნისას გადაიღეს.