ელ ფენინგის კაბა, რომელმაც ყველა დაჩრდილა... - რატომ ეცვა ვარსკვლავს ასე უცნაურად? - მშობლები

ელ ფენინგის კაბა, რომელმაც ყველა დაჩრდილა... - რატომ ეცვა ვარსკვლავს ასე უცნაურად?

2026-10-29 21:29:57+04:00

როგორც ცნობილია, სულ მალე "შიმშილის თამაშების" ახალი ეპიზოდი გამოვა დიდ ეკრანებზე - The Hunger Games: Sunrise on the Reaping („შიმშილის თამაშები: განთიადი მოსავლის აღებისას“). მსოფლიო პრემიერა უკვე შედგა და ამ მოვლენის აღსანიშნავად ფილმის ვარსკვლავები შეიკრიბნენ: რალფ ფაინსი, გლენ ქლოუზი და სხვები.

original-3-1793295267.webp

original-4-1793295267.webp

თუმცა ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავმა ელ ფენინგმა მოახერხა და შეკრებილი მაყურებლების, შემდეგ კი - მედიისა და სოციალური ქსელის ყურადღება სრულიად დაიპყრო. ელს ძალიან უცნაური კაბა ეცვა, რომლის არშემჩნევაც უბრალოდ შეუძლებელი იყო.

original-1793295363.webp

ეს კაბა პირდაპირ კავშირში იყო მის ახალ როლთან — „შიმშილის თამაშების“ სამყაროსთან! ეს უბრალოდ ექსტრავაგანტული მოდური არჩევანი არ ყოფილა: მსახიობი თავისი პერსონაჟის სტილს წითელ ხალიჩაზეც აცოცხლებს.

ელ ფენინგი ახალ ფილმში ახალგაზრდა ეფი ტრინკეტს განასახიერებს. ეს პერსონაჟი მაყურებელს ელიზაბეთ ბენქსის შესრულებით დაამახსოვრდა.

g0k6lenschcb0-2zvdppgzsa7rwyvkkddyci-hw-hek7cxph0ldv8zw7j4zlnxoozhtij0ccbsamn-jubmj8pcmlup02yzvkohuddhcoh8atjd5b76wx-dsm-gybp-8z3gt0-ve-flep9h0lpo8wpujbk-gqt-zg-o1vjoz-tjvtelhjic7frnf5raa4si-1793295363.jpegygepdtzqsiy-0h0lxuth6jq5aukqrptbrnmkndpoxpuu1dp8eox06to7l4mluuo1-pow4icz2ow2xlmkeytrlzrwu7bben519e7dwd56qo1-haecuclevjvhaqnjwdxfu21yiaxj2yllm673cmfbagu4-bkajobzbm-73-k3vsasbt6-aqgx4hlkyjclxtg-1793295460.jpeg
ახალ ეპიზოდში სწორედ ელი ითამაშებს ექსტრავაგანტურ პერსონაჟს.

ვარდისფერი, საბალეტო კოსტიუმის მსგავსი კაბა კორსეტითა და ფუმფულა ტიულის ქვედაბოლოთი, დიზაინერ Robert Wun-ის 2026 წლის შემოდგომის Haute Couture კოლექციისთვის არის შექმნილი.

6ltqky9vhqsgbn5oat7z4i-1320-80-1793295362.jpg.webp

ყველაზე უცნაური დეტალიც - ვარდისფერი თავსამკაული, სარკის წინ პატარა ბალერინით, მუსიკალური ზარდახშის მსგავსი კომპოზიცია, სწორედ ამ ჩვენებიდანაა. ელმა ამ კაბის არჩევით საზოგადოებას მიანიშნა, რომ მისი პერსონაჟის ხასიათსა და ვიზუალურ სამყაროსთან ეს "ლუქი" საკმაოდ ახლოს არის - ეფი ტრინკეტი "შიმშილის თამაშებიდან" ცნობილია კაპიტოლიუმისთვის დამახასიათებელი თეატრალური, ფერადი და უჩვეულო ჩაცმულობით, ამიტომ ფენინგის კაბა პერსონაჟის ესთეტიკას ეხმიანებოდა.
original-1-1793295363.webporiginal-2-1793295363.webpgvg6xgzyglxbtazsmwqz5a-1753-80-1793295363.jpg.webpbbczuyujnppmp02acyiyzft7ozxilwqmis8mqatvqvarg3fegkf-pd-d2v3rbyukzzk5uk9tk3jrhukibpi7znlomypqu1fj-cipphraowooq8wacwjffsfuaogclkhryvtfvrndncrk4vo3-lsgrhmsdup2wwbvqcwvnnlyvp9ygzzq-toxf3oa2mneeyx2-1793295362.jpeg4udo-hrtj6xddeefdl6jhlq4nymfjgnekayvohewyfsodbufplmhrns3kwyc13eh9bl5r176ppleaw0-31ijqk-nijleyrk7tns8citqpetg-mkpppjfixw4rezuweskxcjkf5j7ygqgqrzujcr3czesrur2-aglwbasys5mcgz677gunebfg6wozmsbdmck-1793295362.jpeg
ჰოლივუდში ერთად გაზრდილი ორი და, ორი ვარსკვლავი და ორი საუკეთესო მეგობარი - დაკოტა და ელ ფენინგები
55 წლის მრავალშვილიანი მამა, სერიალების ვარსკვლავი ნოა უაილი წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელეს - დაბრუნება კინოში წლების შემდეგ და მოულოდნელი აღიარება
დააპატიმრეთ მისი პლასტიკური ქირურგი! - რას ამბობს ჯენიფერ ლოურენსი პლასტიკურ ოპერაციაზე და დედობისა და კარიერის შეთავსების სირთულეებზე